-
რას ვსწავლობთ რომის ისტორიიდან?საგუშაგო კოშკი — 2002 | 15 ივნისი
-
-
სანახაობებზე სიამოვნების მიღება არანაირად „არ უთავსდება ჭეშმარიტ რელიგიასა და ჭეშმარიტი ღვთისადმი ჭეშმარიტ მორჩილებას“, — თქვა მესამე საუკუნის მწერალმა ტერტულიანემ. ის ამ სანახაობებზე დამსწრეებს მკვლელობის თანამონაწილეებად მიიჩნევდა.
-
-
რას ვსწავლობთ რომის ისტორიიდან?საგუშაგო კოშკი — 2002 | 15 ივნისი
-
-
[ჩარჩო 28 გვერდზე]
ბრძოლები „გარდაცვლილთა კეთილგანწყობის მოსაპოვებლად“
გლადიატორთა ბრძოლების წარმოშობის შესახებ მესამე საუკუნის მწერალი ტერტულიანე ამბობდა: „ძველად მიიჩნევდნენ, რომ ამ ბრძოლებით მკვდრებს უწევდნენ სამსახურს, შემდეგ კი სისასტიკეს უფრო თანამედროვე ფორმა მისცეს. ადრე დაკრძალვებისთვის ყიდულობდნენ და მსხვერპლად სწირავდნენ ტყვეებსა და ცუდ მონებს, რათა ადამიანთა სისხლით გარდაცვლილთა სულები დაემშვიდებინათ. მოგვიანებით კი, თავიანთი უღვთოობის შესანიღბად, სისასტიკისთვის სასიამოვნო სანახაობის ფორმის მიცემა არჩიეს. ამგვარად, მას შემდეგ, რაც ადამიანებს შეიძენდნენ მხოლოდ იმისათვის, რომ ერთმანეთის დახოცვა ესწავლებინათ და იმ დროისთვის საუკეთესოდ გაეწვრთნათ იარაღის ხმარებაში, დანიშნულ დღეს, დაკრძალვისას, სამარხებთან ხოცავდნენ. ასეთნაირად, სიკვდილის სიმძიმეს მკვლელობებით იმსუბუქებდნენ. ამგვარი გახლავთ „მუნუსის“ (munus) წარმოშობის ისტორია. მაგრამ თანდათანობით ის უფრო და უფრო სასტიკი და დახვეწილი ხდებოდა, რადგანაც დღესასწაული დღესასწაული არ იქნებოდა, თუ მხეცები არ მიიღებდნენ სანახაობებში მონაწილეობას და ადამიანთა სხეულებს ნაფლეთებად არ აქცევდნენ. მიცვალებულთა დასამშვიდებლად გაღებული მსხვერპლი დაკრძალვის ცერემონიად ითვლებოდა“.
-