-
როგორ გახდა ღვთის სახელი ცნობილი?გამოიღვიძეთ! — 2007 | დეკემბერი
-
-
გასული რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში ღვთის სახელი, რომელიც ებრაულ თუ ლათინურ ენებზე იყო გამოსახული, ჩნდებოდა ათასზე მეტ სხვადასხვა სახის მონეტაზე, მედალსა თუ პატარა მრგვალ ფირფიტებზე, რომლებსაც მონეტების ნაცვლად იყენებდნენ.
რამ გამოიწვია ღვთის სახელის ასე ფართოდ გავრცელება, რაზეც ამ გვერდებზე ნაჩვენები მონეტებიც მოწმობს?
რატომ იყენებდნენ ღვთის სახელს?
მე-16 საუკუნის დასაწყისში კათოლიკეებსა და პროტესტანტ რეფორმატორებს შორის იფეთქა რელიგიურმა ომმა, რომელმაც შემდგომში მთელი დასავლეთი ევროპა მოიცვა. რამდენიმე პროვინციამ, რომლებიც ესპანეთს ეკუთვნოდა, ზურგი აქცია რომის კათოლიკურ ეკლესიას, რომელიც იმ დროს გაბატონებული იყო, და რეფორმატორულ ეკლესიას მიემხრო. შედეგად, რელიგიურ ნიადაგზე სამოქალაქო ომი გაჩაღდა. დაპირისპირებული მხარეები ფართოდ იყენებდნენ წარწერებიან და გამოსახულებებიან მონეტებს, რითაც როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს იმის დამტკიცება უნდოდა, რომ ღმერთი სწორედ მას უჭერდა მხარს.
როგორ გამოიყენებოდა ღვთის სახელი
გრავიორები ღვთის სახელს, იეჰოვას, ოთხი ებრაული ასოთი, ანუ ტეტრაგრამატონით გამოსახავდნენ. ქართულ ენაზე ამ სახელის ტრანსლიტერაციაა ჲჰვჰ. ჩვეულებრივ, ვერც გრავიორები და ვერც ხალხი ებრაულად ვერ კითხულობდნენ. ამიტომ, მონეტებზე ტეტრაგრამატონის ხშირმა ამოკვეთამ განაპირობა ის, რომ ოთხი ებრაული ასოთი გადმოცემულ ღვთის სახელს სხვადასხვანაირად გამოსახავდნენ.
დაახლოებით 1568 წელს შვედეთში მოიჭრა მონეტა, რომელზეც ვხვდებით ღვთის სახელს [2]. მსგავსი სახის მონეტა შოტლანდიაშიც მოიჭრა 1591 წელს. დაახლოებით 1 600 წლისთვის შვედეთის მეფე კარლ IX-მ ფულზე სხვადასხვანაირად გამოსახა ღვთის სახელი — როგორც „იჰეჰოვა“, „იეჰოვა“ და „იეჰოვაჰ“ [3]. მას ჰქონდა ერთი სახის მონეტა, რომელიც ოქროსგან იყო მოჭრილი — ეს იყო საუცხოო ნამუშევარი, რომლის ღირებულებაც მუშის ოთხი თვის გასამრჯელოს აღემატებოდა!
„იეჰოვას მონეტების“ სახელით ცნობილი 60-ზე მეტი სხვადასხვა მონეტა ბრუნვაში შემოვიდა დანიისა და ნორვეგიის მეფის, კრისტიან IV-ის დროიდან, რომელიც 1588—1648 წლებში მეფობდა. მე-17 საუკუნის შუა პერიოდისთვის „იეჰოვას მონეტებს“ უკვე პოლონეთსა და შვეიცარიაშიც ვხვდებით. ეს მონეტები გერმანიაშიც გავრცელდა.
ასეთი მონეტები სწრაფად გავრცელდა ოცდაათწლიანი ომის პერიოდში, რომელმაც რელიგიურ ნიადაგზე იფეთქა და რომელიც ევროპაში 1618—1648 წლებში მძვინვარებდა. 1631 წელს ბრაიტენფელდის ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ შვედეთის მეფე გუსტავ II ადოლფმა მოაჭრევინა მონეტები, რომლებზეც ამოტვიფრული იყო ტეტრაგრამატონი [4]. ეს მონეტები დამზადდა შემდეგ ქალაქებში: ერფურტში, ვიურცბურგში, მაინცსა და ფიურთში. დაახლოებით იმავე დროს შვედეთის მეფის მოკავშირე სამთავროებშიც დაიწყეს ისეთი მონეტების მოჭრა, რომლებზეც ღვთის სახელი იყო გამოსახული.
-
-
როგორ გახდა ღვთის სახელი ცნობილი?გამოიღვიძეთ! — 2007 | დეკემბერი
-
-
[სურათის საავტორო უფლებები 20 გვერდზე]
Coin 1 and tools: Hans-Peter-Marquardt.net; coin 2: Mit freundlicher Genehmigung Sammlung Julius Hagander
[სურათის საავტორო უფლება 21 გვერდზე]
Coins 3 and 4: Mit freundlicher Genehmigung Sammlung Julius Hagander
-