-
ტაილანდის მრავალფეროვანი მთის ტომებიგამოიღვიძეთ! — 2010 | მაისი
-
-
ერთ-ერთი ლაჰუს ტომელი, ჯოლა იხსენებს: „ცხრამეტი წლის ასაკში ბევრს ვსვამდი და ნარკოტიკებს ვიღებდი. თუ ნარკოტიკებით არ ვიყავი გაბრუებული, ვერ ვმუშაობდი და თუ ვერ ვიმუშავებდი, უფულოდ დავრჩებოდი. ჩემი მეუღლე ანოტი სულ მსაყვედურობდა, რომ მის მიმართ სითბოს არ ვავლენდი და მიტოვებული მყავდა. ამის გამო მე და ჩემი მეუღლე გაუთავებლად ვკამათობდით.
როდესაც ჩვენი ქალიშვილი, სუფავადი დაიბადა, ანოტმა იეჰოვას მოწმეებთან დაიწყო ბიბლიის შესწავლა. როცა იეჰოვას მოწმეები ჩვენთან მოდიოდნენ, ტყეში გავრბოდი. მალე შევნიშნე, რომ ჩემი მეუღლე შეიცვალა. ის პატივისცემით მელაპარაკებოდა და საოჯახო საქმეებსაც უფრო გულმოდგინედ აკეთებდა. ამიტომ, როცა მითხრა, ბიბლიის შესწავლა დაიწყეო, უარი არ მითქვამს.
ბიბლიურმა სწავლებებმა იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ თანდათანობით სულიერად გავიზარდე. ღვთის დახმარებით ცუდი ჩვევებიც მივატოვე. დღეს ჩემი ოჯახი ძალიან ბედნიერია, რადგან ცხოვრების საუკეთესო გზას დავადექით. ბიბლიურ სწავლებებს მთის სხვა ტომებსაც დიდი სიამოვნებით ვუზიარებთ“.
-
-
ტაილანდის მრავალფეროვანი მთის ტომებიგამოიღვიძეთ! — 2010 | მაისი
-
-
[სურათები 17 გვერდზე]
ჯოლა თავის ოჯახთან ერთად
-