საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „იეჰოვაა ჩემი ძალა“
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 ოქტომბერი
    • მე ტაილანდში გამგზავნეს.

      „ღიმილის ქვეყანა“

      ჩემთან ერთად მისიონერად ტაილანდში ასტრიდ ანდერსონიც დანიშნეს. ეს ჩემთვის დიდი საჩუქარი იყო იეჰოვასგან. ტაილანდში ჩასასვლელად შვიდი კვირა სატვირთო გემით ვიმგზავრეთ. როდესაც დედაქალაქ ბანგკოკში ჩავედით, პირველ რიგში, თვალში მოგვხვდა ხალხმრავალი ბაზრები და არხები, რომლებიც გადაადგილების ძირითადი საშუალება იყო. 1952 წელს ტაილანდში 150-მდე სამეფოს მაუწყებელი იყო.

      პირველად რომ ვნახეთ „საგუშაგო კოშკი“ ტაილანდურ ენაზე, გაკვირვებულები ერთმანეთს ვეუბნებოდით, ამ ენაზე როგორ უნდა ვილაპარაკოთო. განსაკუთრებით რთული იყო სიტყვების წარმოთქმა ზუსტი ინტონაციით. მაგალითად, ავიღოთ სიტყვა „კაოუ“. თუ მის პირველ ბგერას მაღალი ტონით წარმოთქვამ, ხოლო დანარჩენს — დაბალი ტონით, ამ სიტყვის მნიშვნელობა იქნება „ბრინჯი“, მაგრამ თუ პირიქით, მაშინ — „ცნობა“. თავიდან სულ შეცდომებს ვუშვებდით, ხალხს სასიხარულო ცნობის მაგივრად სასიხარულო ბრინჯს ვთავაზობდით. სიცილ-სიცილში თანდათანობით შემოგვესწავლა ენა.

      ტაილანდელები თბილი ხალხია. ამიტომაც ეძახიან ტაილანდს „ღიმილის ქვეყანას“. პირველად კორატში (ამჟამად ნაქონრატჩასიმა) დავიწყეთ მსახურება. იქ ორი წელი დავყავით. ამის შემდეგ ჩიანგმაიში გადავედით. ტაილანდელების უმეტესობა ბუდისტია და ბიბლიას არ იცნობს. კორატში ფოსტის უფროსთან დავიწყე შესწავლა. ერთხელ აბრაამის შესახებ ვესაუბრე. ეს სახელი მას ადრე გაგონილი ჰქონდა და საუბრის დროს თავს მიქნევდა თანხმობის ნიშნად. მალე მივხვდი, რომ მისთვის უცნობ აბრაამზე ველაპარაკებოდი. მას ეგონა, რომ შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, აბრაამ ლინკოლნი მყავდა მხედველობაში.

      გულწრფელ ტაილანდელებს ბიბლიას ვასწავლიდით, მათგან კი ვსწავლობდით, თუ როგორ გვეცხოვრა უბრალოდ და ამით ბედნიერები ვყოფილიყავით. უბრალოდ ცხოვრება მსახურების დროს გამოგვადგა. იქ არც ელექტროენერგია იყო და არც წყალი. სწორედ მაშინ ვისწავლეთ, „რა არის სიუხვე და რა არის სიდუხჭირე“. პავლე მოციქულის სიტყვების ჭეშმარიტება საკუთარ თავზე გამოვცადეთ: „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი გამაძლიერებლის დახმარებით“ (ფილ. 4:12, 13).

      ახალი დავალება ახალ პარტნიორთან ერთად

      1945 წელს ლონდონში პიონერებთან და ბეთელელებთან ერთად ბრიტანეთის მუზეუმის დასათვალიერებლად წავედი. ერთ-ერთი მათგანი იყო ალან კოუვილი, რომელმაც „გალაადის“ მე-11 კლასი დაამთავრა. იგი ჯერ საფრანგეთში დანიშნეს, ხოლო შემდეგ — ბელგიაშიb. ჯერ კიდევ მისიონერად ვმსახურობდი ტაილანდში, როდესაც ალანმა ხელი მთხოვა, და მეც დავთანხმდი.

  • „იეჰოვაა ჩემი ძალა“
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 ოქტომბერი
    • [სურათი 18 გვერდზე]

      მე და ასტრიდ ანდერსონი (მარჯვნივ) ერთად ვმსახურობდით მისიონერებად

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება