საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • საკუთარი სიტყვებით გადმოცემა
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • თუ ჯერ მთლიანად დაწერ ტექსტს, ხოლო შემდეგ მის გეგმას შეადგენ, ალბათ, გაგიჭირდება მასალის შენი სიტყვებით გადმოცემა. რატომ? იმიტომ, რომ უკვე განსაზღვრული გაქვს, რა სიტყვებით უნდა გამოხატო აზრები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ლაპარაკის დროს გეგმით იხელმძღვანელებ, ტექსტში გამოყენებული სიტყვების გახსენებას შეეცდები და მასზე იქნები დამოკიდებული. წერის დროს უფრო ოფიციალურ ენასა და რთულ წინადადებებს ვიყენებთ, ვიდრე ყოველდღიურ საუბარში. სწორედ ეს მოახდენს გავლენას შენს გამოსვლაზე.

      ტექსტის დაწერის ნაცვლად შეეცადე შემდეგი რჩევების გათვალისწინებას: 1) შეარჩიე თემა და მთავარი აზრები, რომლებზეც ამ თემას ააგებ. მოკლე განხილვისათვის საკმარისი იქნება ორი მთავარი აზრი, შედარებით ვრცელისათვის კი — ოთხი-ხუთი; 2) თითოეული მთავარი აზრის ქვეშ მიუთითე ბიბლიური მუხლები, რომლებსაც მის განსავითარებლად გამოიყენებ; აგრეთვე ჩაინიშნე მაგალითები და ძირითადი არგუმენტები; 3) მოიფიქრე, რას იტყვი შესავალში. შეგიძლია სრულად დაწერო ერთი-ორი წინადადება. მოამზადე დასკვნაც.

      გამოსვლისთვის მომზადება აუცილებელია, მაგრამ ნუ ეცდები მთელი მასალის სიტყვასიტყვით გამეორებას იმ მიზნით, რომ ზეპირად დაიმახსოვრო. საკუთარი სიტყვებით რომ შეძლო მასალის გადმოცემა, მომზადებისას ყურადღება სიტყვებზე კი არა, აზრებზე უნდა გაამახვილო. სწორედ აზრები უნდა გაიმეორო, რათა გონებაში ჩაგებეჭდოს და ფიქრი არ დაგჭირდეს ერთი აზრიდან მეორეზე გადასასვლელად. თუ მასალა ლოგიკურად ჩამოყალიბებული გექნება, ლაპარაკის დროს აზრები თავისთავად გაგახსენდება.

  • საკუთარი სიტყვებით გადმოცემა
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • როგორ ჩანაწერებს იყენებ? დროთა განმავლობაში გამოცდილებას შეიძენ და უფრო მოკლე გეგმა დაგჭირდება. მასში აზრებს მხოლოდ რამდენიმე სიტყვით ჩაინიშნავ და შესაბამის ბიბლიურ მუხლებს მიაწერ. გეგმა შეგიძლია ფურცელზე ან თუნდაც ბარათზე დაწერო, რომ ადვილი იყოს მისი გამოყენება. ქადაგების დროს, ალბათ, უფრო მოსახერხებელი იქნება მარტივი გეგმის დამახსოვრება. თუ განმეორებითი მონახულებისთვის რაღაც საკითხი გამოიკვლიე, შეგიძლია მოკლე ჩანაწერი გააკეთო და პირდაპირ ბიბლიაში ჩადო. აგრეთვე შეგიძლია განხილვისთვის გამოიყენო „ბიბლიური თემები საუბრებისთვის“ ან მასალა წიგნიდან „მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე“.

      თუ ორი-სამი კვირის განმავლობაში რამდენჯერმე მოგიწევს სცენაზე გამოსვლა და, მათ შორის, საჯარო მოხსენებებიც გექნება, ალბათ, შედარებით ვრცელი ჩანაწერები დაგჭირდება. რატომ? თითოეული გამოსვლის წინ მასალის გონებაში აღსადგენად. ამ შემთხვევაშიც კი, თუ ჩანაწერებზე იქნები მეტწილად დამოკიდებული და თითქმის ყოველი წინადადების შემდეგ ტექსტში ჩაიხედავ, მსმენელი ვერ მიიღებს ისეთ სარგებლობას, როგორსაც საკუთარი სიტყვებით გადმოცემული მასალიდან მიიღებდა. თუ ვრცელ ჩანაწერებს გამოიყენებ, გახაზე ძირითადი სიტყვები და ბიბლიური მუხლები, რომ დახედვისთანავე იპოვო ისინი.

      გამოცდილმა მომხსენებელმა, როგორც წესი, თავისი სიტყვებით უნდა გამოხატოს აზრები, მაგრამ გამოსვლის დროს მას შეუძლია გადმოცემის სხვა ფორმების გამოყენებაც. შესავალსა და დასკვნაში, ერთი მხრივ, საჭიროა მსმენელთან მხედველობითი კონტაქტის შენარჩუნება, მაგრამ, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ძლიერი, კარგად შერჩეული სიტყვები. ამიტომაც შეიძლება ეფექტური იყოს რამდენიმე წინადადების დაზეპირება. გარდა ამისა, კონკრეტული ფაქტები, ციფრები, ციტატები და ბიბლიური მუხლები უმჯობესია წაიკითხო.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება