-
ადრინდელი ქრისტიანობა და სახელმწიფოსაგუშაგო კოშკი — 1996 | 1 მაისი
-
-
რომის საზოგადოებაში ადრინდელი ქრისტიანების რთულ მდგომარეობასთან დაკავშირებით სოციოლოგი და თეოლოგი ერნსტ ტრელჩი წერდა: „ყველანაირი წეს-ჩვეულება და საქმე, რომელიც რამენაირად უკავშირდებოდა კერპთაყვანისმცემლობას, იმპერატორისადმი თაყვანისცემას ან იმას, რაც სისხლის ღვრას თუ სიკვდილით დასჯას ეხებოდა, ან რის შედეგადაც ქრისტიანები წარმართულ უზნეობაში ჩაებმებოდნენ, აკრძალული იყო“.
-
-
ადრინდელი ქრისტიანობა და სახელმწიფოსაგუშაგო კოშკი — 1996 | 1 მაისი
-
-
პროფესორი ტრელჩი წერდა: „დაწყებული მესამე საუკუნიდან მდგომარეობა უფრო გართულდა, რადგან ქრისტიანები მომრავლდნენ საზოგადოების მაღალ ფენებსა და მეტად აღიარებული პროფესიების წარმომადგენლებს შორის, სამხედროსა და ოფიციალურ წრეებში. [არაბიბლიური] ქრისტიანული წერილების რამდენიმე ნაწყვეტში გამოხატულია მრისხანე პროტესტები ასეთ საქმეებში მონაწილეობის წინააღმდეგ; სხვა მხრივ, ჩვენ აგრეთვე ვხვდებით კომპრომისზე წასვლის მცდელობებს — შეწუხებული სინდისის დასამშვიდებლად განზრახულ არგუმენტებს. . . კონსტანტინეს დროიდან ეს სირთულეები გაქრა; ქრისტიანებსა და კერპთაყვანისმცემლებს შორის უთანხმოება შეწყდა და სახელმწიფოს ყოველი დაწესებულებისკენ მისასვლელი გახსნილი იყო“.
-