საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მნიშვნელოვანი აზრები თესალონიკელებისა და ტიმოთესთვის მიწერილი წერილებიდან
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 სექტემბერი
    • თესალონიკეში მოციქულ პავლეს ჩასვლისა და კრების ჩამოყალიბების დღიდან ახალჩამოყალიბებული კრება წინააღმდეგობებს აწყდებოდა. ამიტომ, როდესაც დაახლოებით 20-25 წლის ტიმოთემ იქიდან კარგი ამბები ჩამოიტანა, პავლეს თესალონიკელების შექებისა და გამხნევების სურვილი გაუჩნდა. დაახლოებით ახ. წ. 50 წლის მიწურულს დაწერილი ეს წერილი პავლეს მიერ ღვთის შთაგონებით დაწერილი პირველი წერილი იყო.

  • მნიშვნელოვანი აზრები თესალონიკელებისა და ტიმოთესთვის მიწერილი წერილებიდან
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 სექტემბერი
    • „ვიფხიზლოთ“!

      (1 თეს. 1:1—5:28)

      პავლე თესალონიკელებს „რწმენის საქმეების, სიყვარულით შრომისა და მოთმინებისთვის“ აქებს. ის მათ ეუბნება, რომ ისინი „იმედი, სიხარული და ლხენის გვირგვინი“ არიან (1 თეს. 1:3; 2:19).

      მას შემდეგ, რაც თესალონიკელ ქრისტიანებს მკვდრეთით აღდგომის იმედით ერთმანეთის ნუგეშისცემისკენ მოუწოდებს, ამბობს: „იეჰოვას დღე ზუსტად ისე მოვა, როგორც ღამე ქურდი“. ის მათ ურჩევს, ეღვიძოთ და იფხიზლონ (1 თეს. 4:16—18; 5:2, 6).

      პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

      4:15—17. ვინ არიან უფალთან შესახვედრად „ატაცებულნი ღრუბლებში“ და როგორ? ესენი არიან ცხებული ქრისტიანები, რომლებიც იმ დროს ცხოვრობენ, როცა ქრისტე სამეფო ძალაუფლებით არის მოსული. ისინი უფალს ეგებებიან ზეცაში. მაგრამ შესაგებებლად საჭიროა ჯერ დაიხოცონ და მერე სულიერ ქმნილებებად აღდგნენ (რომ. 6:3—5; 1 კორ. 15:35, 44). ვინაიდან ქრისტე უკვე მოსულია, დღეს გარდაცვლილი ცხებული ქრისტიანები სიკვდილისთანავე იქნებიან „ატაცებულნი“, ანუ აღდგენილნი (1 კორ. 15:51, 52).

      5:23. რას გულისხმობდა პავლე, როდესაც ლოცულობდა, „იქნეს დაცული, ძმებო, თქვენი . . . სულისკვეთება, სული და სხეული“? პავლე მიუთითებდა ქრისტიანული კრების სულისკვეთებაზე, სულსა და სხეულზე, რომლის შემადგენლობაში თესალონიკელი სულით ცხებული ქრისტიანებიც შედიოდნენ. ის არა მხოლოდ იმაზე ლოცულობდა, რომ კრება დაცული ყოფილიყო, არამედ მის სულისკვეთებასაც ავედრებდა ღმერთს. ის აგრეთვე ლოცულობდა მისი „სულისთვის“, ანუ იმისათვის, რომ ცოცხალი ყოფილიყო, ანუ ეარსება, და მისი „სხეულისთვის“ — ცხებული ქრისტიანებისთვის (1 კორ. 12:12, 13). ამ ლოცვიდან აშკარად ჩანს, რომ პავლე მთელი გულით ზრუნავდა ქრისტიანული კრების კეთილდღეობაზე.

      რას ვსწავლობთ:

      1:3, 7; 2:13; 4:1—12; 5:15. საუკეთესოდ მივცემთ რჩევას, თუ კაცს გულწრფელად შევაქებთ იმისთვის, რაც უკვე გააკეთა, და წავახალისებთ, უკეთესად აკეთოს საქმე.

      4:1, 9, 10. იეჰოვას თაყვანისმცემლები ყოველთვის უნდა იზრდებოდნენ სულიერად.

      5:1—3, 8, 20, 21. იეჰოვას დღის მოახლოებასთან ერთად „ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ რწმენისა და სიყვარულის ჯავშნით, მუზარადად კი ხსნის იმედი გვქონდეს“. გარდა ამისა, დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ღვთის წინასწარმეტყველურ სიტყვას — ბიბლიას.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება