საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მნიშვნელოვანი აზრები თესალონიკელებისა და ტიმოთესთვის მიწერილი წერილებიდან
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 სექტემბერი
    • ცოტა ხნის შემდეგ მან თესალონიკელებს მეორე წერილი მისწერა. ამ წერილში მან თვალსაზრისი შეუსწორა კრების ზოგ წევრს და ძმებს მოუწოდა, მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენაში.

  • მნიშვნელოვანი აზრები თესალონიკელებისა და ტიმოთესთვის მიწერილი წერილებიდან
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 სექტემბერი
    • „მტკიცედ იდექით“

      (2 თეს. 1:1—3:18)

      როგორც ჩანს, კრებაში ზოგმა დაამახინჯა პავლეს პირველ წერილში ნათქვამი სიტყვები და ამბობდა, რომ მალე დადგებოდა დრო, როცა უფალი მოსული იქნებოდა. მათთვის თვალსაზრისის შესასწორებლად პავლე წერს, რა მოხდებოდა ამ დღის დადგომამდე (2 თეს. 2:1—3).

      პავლე თესალონიკელებს მოუწოდებდა: „მტკიცედ იდექით და მიჰყევით იმ წესებს, რომლებიც გისწავლიათ“. ის მათ ურჩევდა, ჩამოშორებოდნენ „ყოველ ძმას, რომელიც წესრიგს“ არღვევდა (2 თეს. 2:15; 3:6).

      პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

      2:3, 8. ვინ არის „უკანონობის კაცი“ და როგორ განადგურდება? ეს „კაცი“ ქრისტიანული სამღვდელოებაა. ბოროტების წინააღმდეგ ღვთის განაჩენის განმცხადებელი და მათ გასანადგურებლად განკარგულების გამცემი არის „სიტყვა“ — ღვთის მთავარი წარმომადგენელი იესო ქრისტე (იოან. 1:1). აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ იესო „უკანონობის კაცს“ „გაანადგურებს თავისი ბაგის სულით [მოქმედი ძალით]“.

      2:13, 14. „დასაწყისიდანვე . . . ხსნისთვის“ როგორ იყვნენ ამორჩეული ცხებული ქრისტიანები? იეჰოვამ სულითცხებულთა არსებობა წინასწარ განსაზღვრა, როცა განიზრახა, რომ ქალის შთამომავალი სატანას თავს გაუჭეჭყავდა (დაბ. 3:15). გარდა ამისა, იეჰოვამ თქვა, რომ სულითცხებულებს გარკვეული მოთხოვნები უნდა შეესრულებინათ, გარკვეული საქმე უნდა გაეკეთებინათ და უნდა გამოცდილიყვნენ. ცხებულები იეჰოვას მიერ ამისთვის იყვნენ მოწოდებულნი.

      რას ვსწავლობთ:

      1:6—9. იეჰოვა განურჩევლად ყველას არ გაანადგურებს.

      3:8—12. იეჰოვას დღის სიახლოვე იმის საბაბად არ უნდა გამოვიყენოთ, რომ არ ვიმუშაოთ და საკუთარ მოთხოვნილებებზე არ ვიზრუნოთ. უსაქმურობამ შეიძლება გაგვაზარმაცოს და „სხვის საქმეში“ ჩარევისკენ გვიბიძგოს (1 პეტ. 4:15).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება