-
თესალონიკეში სასიხარულო ცნობა დიდი ბრძოლის შედეგად გავრცელდასაგუშაგო კოშკი — 2012 | 1 ივნისი
-
-
თესალონიკე, რომელიც დღეს სალონიკის სახელით არის ცნობილი, საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქია.
-
-
თესალონიკეში სასიხარულო ცნობა დიდი ბრძოლის შედეგად გავრცელდასაგუშაგო კოშკი — 2012 | 1 ივნისი
-
-
დაახლოებით ძვ. წ. 315 წელს კასანდრემ ქალკედონის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროზე ქალაქი გააშენა და თავისი ცოლის სახელი უწოდა.
-
-
თესალონიკეში სასიხარულო ცნობა დიდი ბრძოლის შედეგად გავრცელდასაგუშაგო კოშკი — 2012 | 1 ივნისი
-
-
თესალონიკე ეკონომიკურად ძლიერი ქალაქი იყო. გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, მას ეგეოსის ზღვაში საუკეთესო ბუნებრივი ნავსადგური ჰქონდა. რომაელთა ბატონობის დროს ამ ქალაქზე გადიოდა ცნობილი ეგნაციოს გზაც. სტრატეგიული საზღვაო და სახმელეთო ადგილმდებარეობის გამო თესალონიკე რომის იმპერიის კარიბჭედ იქცა, რადგან სწორედ თესალონიკეს გავლით შედიოდა რომის იმპერიაში სავაჭრო საქონელი და თავად რომაელებიც თესალონიკედან აგზავნიდნენ სხვა ქვეყნებში თავიანთ საქონელს. საუკუნეების განმავლობაში ამ მდიდარი ქალაქის ხელში ჩაგდებას გუთები, სლავები, ფრანკები, ვენეციელები და თურქები ლამობდნენ. ზოგიერთმა მათგანმა დიდი ბრძოლის შედეგად დაიპყრო ეს ქალაქი.
-