საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ვინ გიყალიბებთ აზროვნებას?
    საგუშაგო კოშკი — 2018 | ნოემბერი
    • 9, 10. რა ადასტურებს, რომ იეჰოვას აზროვნება გაცილებით აღემატება ქვეყნიურ აზროვნებას?

      9 კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც იეჰოვას მსახურებს სურთ, რომ ღვთის აზროვნებას ირეკლავდნენ, ისაა, რომ მისი აზროვნება წარმოუდგენლად აღემატება ქვეყნიურ აზროვნებას. დღევანდელი ქვეყნიერება გარკვეულ რჩევებს გვთავაზობს ზნეობასთან, ოჯახურ ურთიერთობებთან, სამუშაოსა და ცხოვრების სხვა სფეროებთან დაკავშირებით. თუმცა უმეტესი მათგანი იეჰოვას შეხედულებებისგან ძალიან განსხვავდება. მაგალითად, ქვეყნიერება საკუთარი თავის წარმოჩენისკენ მოგვიწოდებს; იწყნარებს სექსუალურ უზნეობას; ნორმალურად თვლის უმნიშვნელო მიზეზით განცალკევებას ან გაყრას, თუკი ეს ადამიანის ბედნიერებას შეუწყობს ხელს. ასეთი შეხედულება ეწინააღმდეგება იეჰოვას თვალსაზრისს. შეიძლება იმის თქმა, რომ დღეს ქვეყნიური რჩევები უფრო პრაქტიკულია, ვიდრე ბიბლიური რჩევები?

      10 „სიბრძნის სიმართლეს მისი საქმეები ამტკიცებს“ (მათ. 11:19). დღეს ქვეყნიერებამ დიდ წარმატებას მიაღწია ტექნოლოგიურ სფეროში, თუმცა ვერ აგვარებს ისეთ გლობალურ პრობლემებს, როგორიცაა ომი, რასიზმი და დამნაშავეობა. ეს ყველაფერი კი ხელს გვიშლის ბედნიერებაში. რა შეიძლება ითქვას უზნეობის მიმართ ქვეყნიერების შემწყნარებლურ დამოკიდებულებაზე? ბევრი ხვდება, რომ უზნეო ცხოვრების წესი ანგრევს ოჯახებს, ვნებს ჯანმრთელობას და იწვევს არაერთ სხვა პრობლემას. იმ ადამიანებს კი, რომლებიც ღვთის თვალსაზრისს იზიარებენ და ზნეობრივად სუფთად ცხოვრობენ, ბედნიერი ოჯახები აქვთ, გაცილებით ჯანმრთელები არიან და მთელ მსოფლიოში თანამორწმუნეებთან მშვიდობიანი ურთიერთობით ხარობენ (ეს. 2:4; საქ. 10:34, 35; 1 კორ. 6:9—11). განა ეს იმაზე არ მეტყველებს, რომ იეჰოვას აზროვნება გაცილებით აღემატება ქვეყნიურ აზროვნებას?!

  • ვინ გიყალიბებთ აზროვნებას?
    საგუშაგო კოშკი — 2018 | ნოემბერი
    • 15 თუმცა იმისთვის, რომ იეჰოვას აზროვნება გავიზიაროთ, აღარ უნდა ვიცხოვროთ ქვეყნიერების ყაიდაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ გონება აღარ უნდა ვკვებოთ ღვთისთვის მიუღებელი აზრებით. ამ ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობა რომ დავინახოთ, დავფიქრდეთ საკვების მაგალითზე. შეიძლება ადამიანმა გადაწყვიტოს, რომ ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად ნოყიერი საკვებით იკვებოს. მაგრამ რას არგებს ეს ყველაფერი, თუ გაფუჭებულ საკვებსაც მიიღებს? მსგავსად, იეჰოვას აზროვნებით კვება ნაკლებ სარგებლობას მოგვიტანს, თუკი პარალელურად ქვეყნიური აზროვნებითაც ვიკვებებით.

      16. რისგან უნდა დავიცვათ თავი?

      16 შეუძლებელია, სრულად მოვერიდოთ ქვეყნიურ აზროვნებას, რადგან ამ ქვეყნიერებაში გვიწევს ცხოვრება. გვინდა თუ არ გვინდა, ქვეყნიური აზროვნების ზოგიერთ გამოვლინებას ვერსად გავექცევით (1 კორ. 5:9, 10). მაგალითად, ქადაგების დროს ვხვდებით ადამიანებს, რომელთაც ცრუ რელიგიური შეხედულებები აქვთ. ამიტომ, რადგანაც შეუძლებელია სრულად მოვერიდოთ ღვთისთვის მიუღებელ აზროვნებას, არ უნდა ვიფიქროთ მასზე და არც უნდა გავიზიაროთ ის. იესოს მსგავსად დაუყოვნებლივ უნდა უარვყოთ ნებისმიერი აზრი, რომელიც სატანის წისქვილზე ასხამს წყალს. მეტიც, საკუთარ აზროვნებას გავუფრთხილდებით, თუ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად მოვერიდებით ყველაფერს, რაც ქვეყნიურ აზროვნებას უწევს პროპაგანდას (წაიკითხეთ იგავების 4:23).

      17. როგორ უნდა მოვერიდოთ მაქსიმალურად ქვეყნიურ აზროვნებას?

      17 მაგალითად, მეგობრების არჩევისას სიფრთხილე გვმართებს. ბიბლია გვაფრთხილებს, რომ თუ ახლო ურთიერთობას შევინარჩუნებთ მათთან, ვინც არ ემსახურება იეჰოვას, მათი აზროვნება ჩვენც გადმოგვედება (იგავ. 13:20; 1 კორ. 15:12, 32, 33). იმავეს თქმა შეიძლება, როცა საქმე გართობის არჩევას ეხება. თუ უარს ვიტყვით ისეთ გართობაზე, რომელიც მხარს უჭერს ევოლუციის თეორიას, ძალადობასა და უზნეობას, თავს დავიცავთ „ღვთის შესახებ ცოდნის წინააღმდეგ“ მიმართული მომწამლავი აზროვნებისგან (2 კორ. 10:5).

      დედა უხსნის თავის გოგონას, თუ რატომ უნდა მოერიდოს ელექტრონულ მოწყობილობაში საზიანო გასართობებს

      ვეხმარებით შვილებს, უარი თქვან საზიანო გართობაზე? (იხილეთ აბზაცი 18, 19)

      18, 19. ა) რატომ უნდა ვუფრთხილდეთ ქვეყნიურ აზროვნებას, რომელიც შეუმჩნევლად ცდილობს ჩვენზე გავლენის მოხდენას? ბ) რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს და რატომ?

      18 ჩვენ მაშინაც უნდა ამოვიცნოთ და უარვყოთ ქვეყნიური აზროვნება, როცა ის არც ისე აშკარაა. მაგალითად, შეიძლება ახალი ამბები ისეთ შუქში იყოს წარმოდგენილი, რომ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის შეხედულებებს იზიარებდეს. ზოგი ისტორია ისეა წარმოჩენილი, რომ პოპულარიზაციას უწევს ქვეყნიერებისთვის მოსაწონ მიზნებსა და მიღწევებს. არაერთი წიგნი თუ ფილმი აყალიბებს აზროვნებას: „ჯერ მე“ ან „ჯერ ჩემი ოჯახი“; და ფაქტია, რომ ბევრისთვის ის გონივრული, მიმზიდველი და სწორიც კია. ასეთი აზროვნება ეწინააღმდეგება ბიბლიის თვალსაზრისს, რომ ოჯახიც და ცალკეული ადამიანიც მაშინ გრძნობს ნამდვილ ბედნიერებას, როცა ყველაზე მაღლა იეჰოვას აყენებს (მათ. 22:36—39). ის ზღაპრებიც კი, რომლებიც ერთი შეხედვით უწყინარი ჩანს, შეიძლება ფარულად აჩვევდეს ბავშვს იმ აზრს, რომ უზნეობაში ცუდი არაფერია.

      19 მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჯანსაღ გართობაზეც უნდა ვთქვათ უარი. თუმცა კარგი იქნება, თუ დავფიქრდებით: შემიძლია ამოვიცნო ქვეყნიური აზროვნება მაშინაც კი, როცა ეს აშკარად არ ჩანს? ვუდგენ საკუთარ თავს ან ჩემს შვილებს საზღვრებს, როცა საქმე ტელეგადაცემებსა თუ საკითხავ მასალას ეხება? ვცდილობ, ჩემს შვილებს დავანახვო იეჰოვას თვალსაზრისი, რათა არ მოექცნენ იმის გავლენაში, რასაც ქვეყნიერებაში ისმენენ ან ხედავენ? როცა კარგად ვხედავთ განსხვავებას ქვეყნიურ აზროვნებასა და ღვთის აზროვნებას შორის, არ დავუშვებთ, რომ „ქვეყნიერების ყაიდაზე“ ვიცხოვროთ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება