-
გველისთვის თავის გაჭეჭყვაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
„ისინი გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად ათას წელს მეფობდნენ“ (გამოცხადება 20:4გ).
-
-
გველისთვის თავის გაჭეჭყვაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
13. ა) დროის რა პერიოდს მოიცავს 144 000-ის ათასწლიანი მეფობა, და რატომ? ბ) ჰიერაპოლისელი პაპიასის აზრით, რამდენ ხანს გრძელდება ათასი წელი? (იხილეთ სქოლიო)
13 ისინი ათას წელიწადს იქნებიან მეფეები და მოსამართლეები. პირდაპირი გაგებით ათას წელზეა აქ საუბარი თუ სიმბოლური გაგებით ათას წელზე, ანუ დროის განუსაზღვრელ, დიდ პერიოდზე? ათასი შეიძლება მართლაც დიდ და განუსაზღვრელ რიცხვს გულისხმობდეს, როგორც ეს 1 სამუელის 21:11-დან ჩანს, მაგრამ ამ შემთხვევაში ათასი წელი პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ, რადგან დედანში გამოცხადების 20:5—7-ში სიტყვა „ათასი“ სამჯერ გვხვდება და სამჯერვე განსაზღვრული არტიკლით. პავლემ ამ სასამართლოს დროს დღე უწოდა: „[ღმერთმა] დანიშნა დღე, რომ თავისი განზრახვის თანახმად სიმართლით გაასამართლოს მსოფლიო“ (საქმეები 17:31). პავლე გვეუბნება, რომ იეჰოვასთვის ერთი დღე ათასი წელია, ამიტომ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სასამართლოს დღე პირდაპირი გაგებით ათასწლიანი იქნებაc (2 პეტრე 3:8).
-
-
გველისთვის თავის გაჭეჭყვაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
„ისინი იქნებიან ღვთისა და ქრისტეს მღვდლები და მასთან ერთად იმეფებენ ათას წელს“ (გამოცხადება 20:6ბ). ათასი წლის განმავლობაში იესოსთან ერთად ისინი ერთადერთი მთავრობის წარმომადგენლები იქნებიან. ისინი მღვდლებად იმსახურებენ და იესოს სრულყოფილი მსხვერპლის საშუალებით მორჩილ ადამიანებს სულიერ, ზნეობრივ და ფიზიკურ სრულყოფილებამდე მიიყვანენ. მათი მეფობის წყალობით მთელ მსოფლიოში შეიქმნება საზოგადოება, რომელიც იეჰოვას სიმართლესა და სიწმინდეს აირეკლავს. ისინი ათას წელს იმსახურებენ იესოსთან ერთად როგორც მოსამართლეები და სიყვარულით დაეხმარებიან მორჩილ ადამიანებს, რომ მარადიულ სიცოცხლეს მიაღწიონ (იოანე 3:16).
-