საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სამეფო, „რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა“
    თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს
    • როგორ მიაღწევს სამეფო თავის მიზანს?

      11. ა)როგორ განახორციელებს მესიანური სამეფო დედამიწასთან დაკავშირებულ იეჰოვას განზრახვას? ბ) რას გააკეთებს იმ დროს ღვთის სამეფო დედამიწის მაცხოვრებლებისთვის?

      11  მესიანური სამეფო დედამიწასთან დაკავშირებულ ღვთის თავდაპირველ განზრახვას ბოლომდე შეასრულებს (დაბადება 1:28; 2:8, 9, 15). დღემდე კაცობრიობა მხარს არ უჭერს ამ განზრახვას. მაგრამ „მომავალი ქვეყნიერება“ კაცის ძეს, იესო ქრისტეს, დაემორჩილება. ყველა, ვინც ამ ძველი სისტემისთვის იეჰოვას მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანის დროს გადარჩება, მეფე ქრისტეს მმართველობისას გაერთიანებულად იმუშავებს, სიხარულით შეასრულებს ყველა მის მითითებას, რათა მთელი დედამიწა სამოთხედ გადაიქცეს (ებრაელთა 2:5—9). ყველა გაიხარებს თავისი ხელის ნამუშევრით და სრულად ისარგებლებს მიწის ნაყოფის სიუხვით (ფსალმუნი 71:1, 7, 8, 16—19; ესაია 65:21, 22).

      12. როგორ გასრულყოფილდებიან გონებითა და სხეულით სამეფოს მორჩილი ქვეშევრდომები?

      12  ღმერთმა ადამი და ევა სრულყოფილად შექმნა. მისი განზრახვა იყო, რომ მთელი დედამიწა დასახლებულიყო მათი შთამომავლებით, რომლებსაც სრულყოფილი გონება და სხეული ექნებოდათ. ეს განზრახვა სასწაულებრივი სახით იქცევა რეალობად ღვთის სამეფოს მმართველობის დროს. ეს მოითხოვს ცოდვის ყველა შედეგის აღმოფხვრას და ამ მიზნის მისაღწევად ქრისტე არა მხოლოდ მეფის, არამედ მღვდელმთავრის მოვალეობასაც შეასრულებს. ის მოთმინებით დაეხმარება თავის მორჩილ ქვეშევრდომებს, რომ თავისი ადამიანური სიცოცხლის შეწირვით გაღებული მსხვერპლის საშუალებით ცოდვისგან გათავისუფლდნენ.

      13. როგორ გასრულყოფილდებიან ფიზიკურად ადამიანები სამეფოს მმართველობისას?

      13  ღვთის სამეფოს მმართველობის დროს დედამიწის მაცხოვრებლები ფიზიკურადაც გასრულყოფილდებიან. „მაშინ აეხილებათ თვალები ბრმებს და ყრუებს სასმენელნი გაეხსნებათ. მაშინ ირემივით იხტუნებს მკელობელი და მუნჯის ენა იგალობებს“ (ესაია 35:5, 6). სიბერით ან ავადმყოფობით დაკნინებული სხეული ბავშვის ქორფა სხეულზე მეტად განახლდება; ქრონიკულ დაავადებებს ენერგიულობა და სიჯანსაღე შეცვლის. „განუახლდება ხორცი ადრინდელზე უფრო და სიყმაწვილის ხანას დაუბრუნდება“ (იობი 33:25). იმ დროს არავის ექნება მიზეზი, თქვას, „ავად ვარო“. რატომ? იმიტომ, რომ ღვთისმოშიში ადამიანები გათავისუფლდებიან ცოდვის მონობისგან და მისი სამწუხარო შედეგებისგან (ესაია 33:24; ლუკა 13:11—13). დიახ, ღმერთი „მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ“ (გამოცხადება 21:4).

      14. კიდევ რას მოიცავს სრულყოფილების მიღწევა?

      14  მიუხედავად ამისა, სრულყოფილების მიღწევა უფრო მეტს მოიცავს, ვიდრე მხოლოდ ჯანსაღი გონებისა და სხეულის ქონას. ამისათვის იეჰოვას თვისებების მართებული სახით არეკვლა მოითხოვება, რადგან ‘ღვთის ხატად და მსგავსებად’ ვართ შექმნილნი (დაბადება 1:26). ამ მიზნის მისაღწევად ბევრი რამის სწავლა იქნება საჭირო. ახალ ქვეყნიერებაში ‘დამკვიდრდება სიმართლე’. ამიტომ, როგორც ესაიამ იწინასწარმეტყველა, დედამიწის მცხოვრებნი ‘სიმართლეს ისწავლიან’ (2 პეტრე 3:13; ესაია 26:9). ეს თვისება, სიმართლე, ხელს უწყობს მშვიდობის დასადგურებას ყველა რასის ადამიანებს, ახლო ურთიერთობაში მყოფებს, ოჯახის წევრებსა და, რაც ყველაზე მთავარია, ღმერთსა და ადამიანებს შორის (ფსალმუნი 84:11—14; ესაია 32:17). ისინი, ვინც სიმართლეს ისწავლიან, დროთა განმავლობაში უფრო კარგად გაიგებენ, თუ რას მოითხოვს ღმერთი მათგან. როდესაც იეჰოვას სიყვარული ღრმად გაიდგამს ფესვებს მათ გულებში, ცხოვრების ნებისმიერ სფეროში მის ნორმებთან შეთახმებულად იმოქმედებენ. ისინი შეძლებენ იესოსავით თქვან: „მუდამ იმას ვაკეთებ, რაც მისთვის არის სათნო“ (იოანე 8:29). რა სასიამოვნო ცხოვრება იქნება მაშინ, როცა ყოველივე ეს მორჩილი კაცობრიობის სასარგებლოდ განხორციელდება!

  • სამეფო, „რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა“
    თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს
    • ათასწლიანი მეფობა

      16. ა) რამდენ ხანს იმეფებს იესო? ბ) რა მოხდება მისი მმართველობის პერიოდში და მას შემდეგ?

      16  მას შემდეგ, რაც სატანა და მისი დემონები უფსკრულში ჩაიყრებიან, იესო ქრისტე და მისი 144000 თანამემკვიდრე ათასი წლის განმავლობაში მეფეები და მღვდლები იქნებიან (გამოცხადება 20:6). ამ დროის მანძილზე კაცობრიობა გასრულყოფილდება და ცოდვისა და ადამის შეცოდებით გადმოცემული სიკვდილისგან სამუდამოდ გათავისუფლდება. ათასწლიანი მეფობის ბოლოს მესიანური მეფე და მღვდელი, იესო, რომელიც წარმატებით შეასრულებს თავის დავალებას, „მეფობას გადასცემს“ თავის მამას, „რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველაფერში“ (1 კორინთელთა 15:24—28). ამ დროს სატანას მცირე ხნით გაათავისუფლებს ღმერთი იმისათვის, რომ გამოსყიდული კაცობრიობა გამოსცადოს, დაუჭერენ თუ არა მხარს იეჰოვას უზენაეს ხელისუფლებას. საბოლოო გამოცდის დასასრულს იეჰოვა გაანადგურებს სატანას და ყველა იმ მეამბოხეს, ვინც მას შეუერთდება (გამოცხადება 20:7—10). ისინი, ვინც მხარს დაუჭერენ იეჰოვას უზენაესობას — მისი მმართველობის უფლებას — სრულიად დაამტკიცებენ თავიანთ ერთგულებას. მაშინ ისინი სათანადო ურთიერთობას დაამყარებენ იეჰოვასთან; ღმერთი მათ თავის ძეებად და ასულებად აღიარებს და მოწონების ნიშნად მარადიული სიცოცხლით დააჯილდოებს (რომაელთა 8:21).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება