-
იეჰოვა ქრისტიანულ სამყაროს აწყლულებსგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
6. რა ხდება დუმილის შეწყვეტის შემდეგ, და რისი პასუხია ეს?
6 იოანე მოგვითხრობს: „ანგელოზმა მაშინვე აიღო საცეცხლური, სამსხვერპლოს ცეცხლით აავსო და ცეცხლი დედამიწაზე მოისროლა. დაიწყო ქუხილი და ელვა, გაისმა ხმები და მოხდა მიწისძვრა“ (გამოცხადება 8:5). უეცრად დუმილი წყდება და მოვლენები დრამატულად ვითარდება. ეს აშკარად წმინდათა ლოცვებზე პასუხია, რადგან მოვლენების განვითარება სამსხვერპლოდან ცეცხლის აღებას მოჰყვა. მსგავსი რამ მოხდა ძვ. წ. 1513 წელს, როცა სინას მთაზე ქუხილი დაიწყო, ელვამ გაანათა, ძლიერი ხმა გაისმა, ცეცხლი გამოჩნდა და მთა აზანზარდა. ეს იმის ნიშანი იყო, რომ იეჰოვამ ყურადღება მიაპყრო თავის ხალხს (გამოსვლა 19:16—20). იოანეს მიერ აღწერილი მოვლენებიც იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვა ყურადღებას აქცევს თავის მიწიერ მსახურებს, თუმცა ის, რასაც იოანე ხედავს, სიმბოლური მნიშვნელობისაა (გამოცხადება 1:1). მაშ, როგორ შეიძლება აიხსნას დღეს სიმბოლური ცეცხლი, ქუხილი, ხმები, ელვა და მიწისძვრა?
-
-
იეჰოვა ქრისტიანულ სამყაროს აწყლულებსგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
ცეცხლი იმ გაგებით იყო ჩამოგდებული დედამიწაზე, რომ ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებამ „მწვავე“ ხასიათი მიიღო და ეს დღემდე ასეა. დუმილი ძლიერმა ხმებმა შეცვალა, რითაც სამეფო ცნობის ხმამაღლა გაცხადება დაიწყო. ქუხილივით გაისმა ბიბლიური გაფრთხილებები.
-