საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „ჩემი საყვარელი და ერთგული შვილი უფალში“
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 1 ნოემბერი
    • კრების ხელმძღვანელ მამაკაცებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ტიმოთეს წინსვლა. მათ ძალიან გაახარებდა იმის ხილვა, თუ როგორ ამხნევებდა და აძლიერებდა ეს ახალგაზრდა კაცი გვერდით მყოფთ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ ტიმოთეს საქმეები არც იეჰოვას დარჩენია ყურადღების მიღმა. ღვთის შთაგონებით მასზე რამდენიმე წინასწარმეტყველებაც წარმოითქვა, რომლებიც შესაძლოა კრებებში მის მსახურებას უკავშირდებოდა. ლისტრაში ჩასულმა პავლემ დაინახა, რომ ტიმოთე კარგ პარტნიორობას გაუწევდა მისიონერულ მსახურებაში. ამაში მას იქაური ძმებიც დაეთანხმნენ. მათ ხელები დაადეს ახალგაზრდა ტიმოთეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას განსაკუთრებული დავალების შესრულება მიენდო (1 ტიმოთე 1:18; 4:14).

      ამხელა ნდობა და პასუხისმგებლობა უთუოდ მოწიწების გრძნობას გაუჩენდა ტიმოთეს. ის მზად იყო, გაჰყოლოდა პავლეს.b როგორ შეხვდებოდა ამ ამბავს ტიმოთეს ურწმუნო მამა? ალბათ, მას შვილის მომავალი სულ სხვაგვარად წარმოედგინა. დედასა და ბებიაზე რაღას ვიტყვით? ბუნებრივია, რომ ისინი ამაყები და ბედნიერები იქნებოდნენ, თუმცა, ამავდროულად, როგორც მშობლები, იდარდებდნენ მის უსაფრთხოებაზე, მაგრამ შეეცდებოდნენ, ტიმოთესთვის არაფერი ეგრძნობინებინათ.

      როგორც უნდა ყოფილიყო, ფაქტი ერთია: ტიმოთე სისხამ დილით პავლესთან ერთად მისიონერული მსახურებისკენ მიმავალ გზას დაადგა, როგორც ეს სტატიის დასაწყისში აღვწერეთ. მათ მალე ლისტრა უკან ჩამოიტოვეს. ტიმოთე შეუპოვრად მიაბიჯებდა ქვა-ღორღიან, მტვრიან თუ ბალახით მოსილ გზაზე, რომელიც სულ უფრო აშორებდა სახლს. დამქანცველი დღის ბოლოს ეს სამი მამაკაცი იკონიონს მიადგა. ტიმოთე აკვირდებოდა, როგორ გადასცემდნენ პავლე და სილა იქაურებს იერუსალიმში მყოფი ხელმძღვანელი საბჭოს ბოლო მითითებებს და როგორ აძლიერებდნენ მორწმუნეებს (საქმეები 16:4, 5). მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.

      გალატიაში კრებების მონახულების შემდეგ მისიონერებმა ფართო და მოკირწყლული რომაული გზებიდან ასობით კილომეტრიან გზაზე გადაინაცვლეს, რომელიც ფრიგიის ვრცელი, პლატო ადგილის გავლით მათ ჯერ ჩრდილოეთით მიუძღოდა, შემდეგ კი — დასავლეთით. ღვთის სულის ხელმძღვანელობით მისიონერები ტროაში ჩავიდნენ, იქიდან კი გემით მაკედონიისკენ გაცურეს (საქმეები 16:6—12). ამ მოგზაურობის დროს პავლე დარწმუნდა, რომ ტიმოთე ნამდვილად ღირსეული თანამშრომელი იყო, ამიტომ ის სილასთან ერთად ბერეაში დატოვა (საქმეები 17:14). შემდეგ კი მარტოც გაგზავნა თესალონიკეში. ტიმოთე ზუსტად მიჰყვებოდა თავისი მასწავლებლების მაგალითს და იქაურ ერთგულ ქრისტიანებს განამტკიცებდა (1 თესალონიკელები 3:1—3).

  • „ჩემი საყვარელი და ერთგული შვილი უფალში“
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 1 ნოემბერი
    • ერთად მიმავალი მოციქული პავლე და ტიმოთე

      ტიმოთემ ახალგაზრდობიდანვე მიუძღვნა თავი ქრისტიანულ მსახურებას

      14 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ტიმოთე დროის უმეტეს ნაწილს თავის მეგობართან, პავლესთან, მსახურებაში ატარებდა. მასთან ერთად გადაიტანა მრავალი საფრთხე და მისი სიხარულის მოზიარეც არაერთხელ გამხდარა (2 კორინთელები 11:24—27). ერთხელ ტიმოთე რწმენის გამო დაპატიმრებულიც იყო (ებრაელები 13:23). პავლესავით მასაც მთელი გულით უყვარდა თანაქრისტიანები და მათ ჭირ-ვარამს იზიარებდა. ეს მისადმი მიწერილ პავლეს წერილიდანაც გამოჩნდა, სადაც ამბობს: „შენი ცრემლები . . . მახსენდება“ (2 ტიმოთე 1:4). როგორც ჩანს, პავლეს მსგავსად, ტიმოთემაც ისწავლა მოტირალებთან ტირილი. მათი გასაჭირი გულთან მიჰქონდა და ამგვარად, შეეძლო უკეთ გაემხნევებინა და ენუგეშებინა თანამორწმუნეები (რომაელები 12:15). მოდი, თითოეულმა მივბაძოთ ტიმოთეს სიყვარულისა და თანაგრძნობის გამოვლენაში.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება