საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რუსეთის უძველესი ბიბლიოთეკიდან ბიბლიის ტექსტს ნათელი ეფინება
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 15 ივლისი
    • ბიბლიის ტექსტის უტყუარობის გარშემო მიმდინარე უმწვავესი დებატების ერთ–ერთ ადგილად გერმანია იქცა. აქ ერთი ახალგაზრდა პროფესორი გამოემშვიდობა მყუდრო ცხოვრებას და შორ გზას დაადგა. მას წინ ელოდა ერთ–ერთი უდიდესი აღმოჩენა ბიბლიური ხელნაწერების აღმოჩენის ისტორიაში. ეს ახალგაზრდა ბიბლეისტი კონსტანტინე ფონ ტიშენდორფი იყო. კონსტანტინე არ შეურიგდა ბიბლიის კრიტიკოსთა გააქტიურებას და მისი ძალისხმევა ბიბლიის ტექსტის ავტორიტეტის საგრძნობი განმტკიცებით დაგვირგვინდა. 1844 წელს სინის უდაბნოში მისი პირველი მოგზაურობა საოცარად წარმატებული აღმოჩნდა. მონასტერში გადასაყრელ ნივთებს შორის მან შემთხვევით იპოვა „სეპტუაგინტის“ (ებრაული წერილების ბერძნული თარგმანი) დღემდე აღმოჩენილთაგან ყველაზე ძველი ხელნაწერები!

      აღფრთოვანებული ტიშენდორფი უკან ხელნაწერების 43 ფრაგმენტით დაბრუნდა. ის დარწმუნებული იყო, რომ იქ უფრო მეტი ხელნაწერის პოვნა შეიძლებოდა. მაგრამ 1853 წელს მეორედ ჩასვლისას მან მხოლოდ ერთი ფრაგმენტი ნახა. სად იყო დანარჩენი? საჭირო სახსრების გარეშე დარჩენილმა ტიშენდორფმა ფინანსური მხარდაჭერის მიზნით შეძლებულ სპონსორს მიმართა. სწორედ ამ დროს იყო, რომ ძველი ხელნაწერების აღმოჩენის სურვილით მან კიდევ ერთხელ გადაწყვიტა სამშობლოს დატოვება. მაგრამ ახალი მისიის წამოწყებამდე მას ოფიციალური თხოვნით რუსეთის იმპერატორისთვის უნდა მიემართა.

      იმპერატორი ინტერესდება

      ტიშენდორფს, როგორც პროტესტანტ სწავლულს, ალბათ, ძალიან აინტერესებდა, როგორ მიიღებდნენ მას რუსეთში, უდიდეს მართლმადიდებლურ ქვეყანაში. საბედნიეროდ, რუსეთში დაწყებული იყო ცვლილებებისა და რეფორმების პერიოდი. ჯერ კიდევ იმპერატორმა ეკატერინე II–მ დიდი ყურადღება გადაიტანა განათლების სფეროზე და მისი ინიციატივით 1795 წელს სანკტ–პეტერბურგის საიმპერატორო ბიბლიოთეკა გაიხსნა. რუსეთის ამ პირველმა საჯარო ბიბლიოთეკამ მილიონობით ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახადა აურაცხელი ნაბეჭდი მასალა.

      საიმპერატორო ბიბლიოთეკა ევროპაში ერთ–ერთ საუკეთესო ბიბლიოთეკად ითვლებოდა, მაგრამ მას ერთი ნაკლი ჰქონდა. დაარსებიდან ორმოცდაათი წლის გასვლის შემდეგ ბიბლიოთეკაში მხოლოდ ექვსი ებრაული ხელნაწერი აღმოჩნდა. ეს კი აშკარად არ იყო საკმარისი, რადგან რუსეთში სულ უფრო იზრდებოდა ინტერესი ბიბლიური ენების შესწავლისა და ბიბლიის თარგმანების მიმართ. ეკატერინე II–მ ევროპის უნივერსიტეტებში სწავლულები გაგზავნა ებრაული ენის შესასწავლად. მათი დაბრუნების შემდეგ რუსეთის წამყვანი მართლმადიდებლური სემინარიების სწავლების პროგრამაში ჩართეს ებრაული ენის კურსები. რუს სწავლულებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, მუშაობა დაეწყოთ ბიბლიის ზუსტ თარგმანებზე და რუსულად ტექსტი ძველებრაულიდან ეთარგმნათ. თუმცა სახსრების ნაკლებობამ და ეკლესიის კონსერვატიული ლიდერების მხრიდან წინააღმდეგობამ ისინი ახალი სირთულეების წინაშე დააყენა. ნამდვილი „განმანათლებლობის ეტაპი“ ჯერ არ იყო დამდგარი მათთვის, ვინც ბიბლიური ცოდნისკენ ისწრაფვოდა.

      იმპერატორმა ალექსანდრე II–მ დაინახა, რომ ტიშენდორფის მისია სასარგებლო იქნებოდა და მას ფინანსური მხარდაჭერა აღუთქვა. ზოგის მხრიდან „შურით აღსავსე და ფანატიკური წინააღმდეგობის“ მიუხედავად, ტიშენდორფი სინის ნახევარკუნძულიდან „სეპტუაგინტის“ ხელნაწერების დანარჩენი ფრაგმენტებით დაბრუნდაa. ისინი — რომელთაც მოგვიანებით „სინური კოდექსი“ ეწოდა — დღეს არსებულ ერთ–ერთ უძველეს ბიბლიურ ხელნაწერებად ითვლება. სანკტ–პეტერბურგში დაბრუნებისას ტიშენდორფი იმპერატორის რეზიდენციისკენ, ცარსკოე-სელოშიb მდებარე ზამთრის სასახლისკენ ჩქარობდა. მან იმპერატორს შესთავაზა, დაეფინანსებინა „ანალიტიკური და ბიბლიური კვლევის ერთ–ერთი უდიდესი წამოწყება“ — ახლად აღმოჩენილი ხელნაწერების ბეჭდვითი ვარიანტის გამოცემა, რომელმაც მოგვიანებით ბინა საიმპერატორო ბიბლიოთეკაში დაიდო. იმპერატორმა სიამოვნებით მიიღო ეს წინადადება და აღფრთოვანებული ტიშენდორფი მოგვიანებით წერდა: «ჩვენს თაობას განგებამ გადმოხედა . . . „სინურმა ბიბლიამ“ სრული და ნათელი წარმოდგენა შეგვიქმნა ღვთის სიტყვის ნამდვილ ტექსტთან დაკავშირებით. სარწმუნო ფორმულირების საშუალებით ის გვეხმარება ჭეშმარიტების დაცვაში».

  • რუსეთის უძველესი ბიბლიოთეკიდან ბიბლიის ტექსტს ნათელი ეფინება
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 15 ივლისი
    • [სურათები 11 გვერდზე]

      კონსტანტინე ფონ ტიშენდორფი (ცენტრში)

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება