-
სამარხები ძველ რელიგიურ წარმოდგენებთან გაცნობის საშუალებაგამოიღვიძეთ! — 2005 | დეკემბერი 8
-
-
ხრწნა დიდებაში, თუმცა სხვებთან ერთად
1974 წელს, როცა ქალაქ სიანთან ახლოს (ჩინეთი) ჭას თხრიდნენ, წყლის ნაცვლად თიხის ფიგურები და ბრინჯაოს მშვილდ-ისრების ნაწილები იპოვეს. ამგვარად, სრულიად შემთხვევით აღმოჩენილ იქნა 2 100 წლის წინანდელი „ცინის ტერაკოტის ჯარი“. ეს იყო ტერაკოტისგან (გამომწვარი ფერადი თიხისგან) დამზადებული მეომრებისა და ცხენების 7 000-ზე მეტი უზარმაზარი ფიგურა. ისინი სამხედრო წოდებების მიხედვით თანმიმდევრულად იყო ჩამარხული. „ცინის ტერაკოტის ჯარი“ ჩინეთის იმპერატორის სამარხის ნაწილია და მისი სახელწოდება უკავშირდება იმპერატორ ცინ შიხუანდის, რომელმაც ძვ. წ. 221 წელს ურთიერთმოქიშპე სამეფოებად დაყოფილი ჩინეთი გააერთიანა.
ცინის მავზოლეუმს შეიძლება მიწისქვეშა სასახლეც ვუწოდოთ. საინტერესოა, რატომ დამარხეს ის ტერაკოტის ჯართან ერთად? ჟან ვენლი თავის წიგნში „ცინის ტერაკოტის ჯარი“ განმარტავს, რომ ცინის „მავზოლეუმი წარმოდგენას გვიქმნის ცინის იმპერიაზე. მავზოლეუმი იმ მიზნით ააგეს, რომ ცინ შიხუანდი სიკვდილის შემდეგაც უზრუნველეყოთ დიდებითა და ძლიერებით, რომელიც სიცოცხლეში ჰქონდა“. დღეს ეს სამარხი დიდი მუზეუმის ნაწილია, რომელიც ერთმანეთთან ახლოს მდებარე 400 სამარხს აერთიანებს.
ჟან ველის თქმით, „ამ სამარხის ასაგებად ცინის იმპერიის ყველა კუთხიდან 700 000-ზე მეტი ადამიანი იყო მობილიზებული. სამუშაოები ძვ. წ. 210 წელს ცინის სიკვდილის შემდეგაც გაგრძელდა და, მთლიანობაში, 38 წელი გასტანა. მაგრამ ცინს მხოლოდ გამომწვარი ფერადი თიხისგან დამზადებული ფიგურები როდი ჩააყოლეს. ცინის მემკვიდრემ ბრძანება გასცა, რომ ცინთან ერთად მისი უშვილო ხარჭებიც დაემარხათ. როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ამას შედეგად უამრავი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. ასეთი შემთხვევები კი გამონაკლისი სულაც არ იყო.
-
-
სამარხები ძველ რელიგიურ წარმოდგენებთან გაცნობის საშუალებაგამოიღვიძეთ! — 2005 | დეკემბერი 8
-
-
[სურათები 21 გვერდზე]
„ცინის ტერაკოტის ჯარი“ — თითოეულ ჯარისკაცს სახე განსხვავებულად ჰქონდა გამოქანდაკებული.
[საავტორო უფლება]
Inset: Erich Lessing/Art Resource, NY; © Joe Carini/Index Stock Imagery
-