-
ღვთისგან მომდინარეობს ენებზე სასწაულებრივად ლაპარაკის უნარი?საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 ოქტომბერი
-
-
ღვთისგან მომდინარეობს ენებზე სასწაულებრივად ლაპარაკის უნარი?
„ვერ გამიგია, — ამბობს დევონი, — ყოველკვირა ჩემს ეკლესიაში სულიწმიდა ბევრზე გადმოდის და მათ სხვადასხვა ენაზე ალაპარაკებს. ზოგი მათგანი უზნეო ცხოვრებას ეწევა, მე კი ყველანაირად ვცდილობ პატიოსნად ვიცხოვრო. რამდენჯერ ვილოცე, მაგრამ სულიწმიდა არასდროს გადმოსულა ჩემზე. ვერ ვხვდები, რატომ“.
გაბრიელიც იმ ეკლესიის მრევლია, სადაც ხალხზე, როგორც ამბობენ, სულიწმიდა გადმოდის და უცხო ენებზე ალაპარაკებს. „როცა ვლოცულობ, ზოგი ყველასთვის გაუგებარ ენაზე ხმამაღლა იწყებს ლაპარაკს და ხელს მიშლის. სინამდვილეში მათი ლაპარაკი არავის არაფერში არგია. განა ღვთის სულიწმიდის ძღვენი რაიმე მიზანს არ უნდა ემსახურებოდეს?!“ — ამბობს ის.
დევონისა და გაბრიელის სიტყვებიდან გამომდინარე, იბადება ასეთი კითხვა: ღვთისგან მომდინარეობს ის, რომ ზოგიერთ ეკლესიაში სხვადასხვა ენაზე სასწაულებრივად ლაპარაკობენ? ამ კითხვაზე პასუხის გაგებაში იმის გარკვევა დაგვეხმარება, რა მიზანს ემსახურებოდა ეს ძღვენი პირველი საუკუნეში.
-
-
ღვთისგან მომდინარეობს ენებზე სასწაულებრივად ლაპარაკის უნარი?საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 ოქტომბერი
-
-
არის დღეს ენებზე ლაპარაკი ღვთის მხარდაჭერის მაჩვენებელი?
სად დააყენებდით ნიშანს, თუ გენდომებოდათ, რომ მისით რაც შეიძლება მეტ ადამიანს ესარგებლა? პატარა შენობაში? ალბათ, არა. ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე დიდძალმა ხალხმა დაინახა ნიშანი ანუ ის, თუ როგორ ალაპარაკდნენ მოწაფეები სასწაულებრივად სხვადასხვა ენაზე. იმ დღეს ქრისტიანულ კრებას „დაახლოებით სამი ათასი სული შეემატა“ (საქმეები 2:5, 6, 41). თუკი დღეს მხოლოდ ეკლესიაში ლაპარაკობენ უცხო ენებზე, როგორ შეიძლება ეს უნარი ნიშანი აღმოჩნდეს ურწმუნოთათვის?
ღვთის სიტყვაში ნათქვამია, რომ სიძვა და ხორცის სხვა საქმეები წმინდა სულს ეწინააღმდეგება. მასში ისიც არის აღნიშნული, რომ „ასე მოქმედნი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ“ (გალატელები 5:17—21). თუ უცხო ენაზე ლაპარაკობს ცუდი რეპუტაციის მქონე ადამიანი, იბადება კითხვა: განა შეიძლება წმინდა სულმა შეცდომაში შეგვიყვანოს და ისეთ ადამიანზე გადმოვიდეს, რომლის საქციელსაც ბიბლია განსჯის? ეს იგივეა, რომ საგზაო ნიშანმა შეცდომაში შეგვიყვანოს და არასწორი მიმართულება მოგვცეს.
არის დღეს ეს დამხმარე საშუალება სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად?
შეიძლება ითქვას, რომ ენებზე ლაპარაკი დღესაც იმავე მიზანს ემსახურება, რასაც პირველ საუკუნეში? სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანებისთვის სასიხარულო ცნობის გადაცემას ემსახურება ეკლესიებში ენებზე ლაპარაკი? ალბათ გახსოვთ, რომ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იერუსალიმში ხალხი მრავალი ქვეყნიდან იყო ჩასული. მათ კარგად ესმოდათ, რას ეუბნებოდნენ სასწაულებრივად ამეტყველებული მოწაფეები. დღეს კი ენებზე მოლაპარაკეთა საუბარს ვერავინ იგებს.
აშკარაა, რომ დღეს სხვაგვარად ხდება ენებზე ლაპარაკი, ვიდრე ეს პირველ საუკუნეში იესოს მიმდევრების შემთხვევაში ხდებოდა. არც ერთ სანდო წყაროში არ წერია, რომ მოციქულების სიკვდილის შემდეგ ვინმემ მიიღო ეს სასწაულებრივი უნარი. ეს გასაკვირი არ არის მათთვის, ვინც კითხულობს ბიბლიას. სხვადასხვა სასწაულებრივი ძღვნის შესახებ, რომელშიც ენებზე ლაპარაკიც იგულისხმებოდა, ღვთის შთაგონებით მოციქული პავლე წერდა: „ძღვენი გაუქმდება“ (1 კორინთელები 13:8).
-