საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 11/98 გვ. 7
  • განცხადებები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • განცხადებები
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 1998
ჩვენი სამეფო მსახურება — 1998
km 11/98 გვ. 7

განცხადებები

◼ შესათავაზებელი ლიტერატურა ნოემბერში: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, აგრეთვე „სიცოცხლე — როგორ წარმოიშვა ის? ევოლუციის გზით თუ შემოქმედებით?“, „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“. დეკემბერში: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, აგრეთვე „ბიბლია — ღვთის სიტყვაა თუ ადამიანის?“, „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“, „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“ და „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“. იანვარში: „უსმინეთ დიდებულ მასწავლებელს“, „ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთისადმი თაყვანისცემაში გაერთიანებულნი“ და ბროშურა „ნახე! მე ვქმნი ყოველივე ახალს“. თებერვალში: „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“. მარტში: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. ყურადღება გაამახვილე ბიბლიის საშინაო შესწავლების დაწყებაზე. ნებისმიერი 192-გვერდიანი წიგნი, რომელიც კრებას მარაგში აქვს. აპრილსა და მაისში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. თუ ინტერესი გამოვლინდა შეგვიძლია შევთავაზოთ ბროშურა „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ და შევეცადოთ ბიბლიის შესწავლის დაწყებას.

◼ ბოლო წლებში უცხოეთში მოგზაურობა ძალიან გაიოლდა. ამიტომ მრავალი ჩვენი ძმა მოგზაურობს სხვა ქვეყნებში. ხშირად ისინი საზოგადოების ფილიალებს უკავშირდებიან და ითხოვენ სხვადასხვა ინფორმაციას. საზოგადოების ფილიალები დიდი სიამოვნებით მოგაწვდიან ინფორმაციას სამეფო დარბაზების მისამართებისა და შეხვედრების ჩატარების დროების შესახებ, რათა ადგილობრივ კრებებს დაუკავშირდეთ. აგრეთვე, ისინი მოგაწვდიან ინფორმაციას საზოგადოების ფილიალის მონახულებასთან დაკავშირებით. ზოგჯერ ძმები დამატებით ინფორმაციას ითხოვენ მოგზაურობასთან, დაბინავებასთან, ღირსშესანიშნავ ადგილებსა და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით. საზოგადოების ფილიალებს არა აქვთ ამგვარი ინფორმაცია და არც დრო აქვთ ამისთვის. ვინც მოგზაურობას გეგმავს, ვთხოვთ, რომ მსგავსი ინფორმაციისთვის მიმართოს ტურისტულ ბიუროებს, რომლებიც, ჩვეულებრივ, ტურისტებს მსგავს ინფორმაციას აწვდიან.

◼ 1998 წლის სექტემბრიდან „ჩვენი სამეფო მსახურება“ ხელმისაწვდომი იქნება ოსურ, სომხურ და ყირგიზულ ენებზე.

◼ კრების წიგნის შესწავლაზე წიგნის „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანის“ შემდეგ განვიხილავთ ბროშურებს „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ და „უნდა გწამდეს სამება?“

◼ ახალი პუბლიკაციები:

„არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“ — ლიტვური

„ახალგაზრდები იძლევიან შეკითხვებს — პრაქტიკული პასუხები“ —ესტონური, ლატვიური, ლიტვური

„ბედი მართავს ჩვენს ცხოვრებას — თუ ჩვენ გვთვლის ღმერთი პასუხისმგებლად?“ (T-71) — აზერბაიჯანული

„გადარჩება კი ეს ქვეყნიერება?“ (T-19) — აზერბაიჯანული, აფხაზური

„მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“ — აფხაზური, თურქმენული

„რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ — აფხაზური, ინგლისური (ბრაილის შრიფტი)

„რატომ შეგიძლია ენდო ბიბლიას“ (T-13) — აფხაზური

„რა ხდება სიკვდილის შემდეგ?“ — არაბული, ივრითი, სპარსული

„როგორ ვიპოვოთ სამოთხისკენ მიმავალი გზა“ — ყაბარდოული

„საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების საძიებელი 1986—1995“ — გერმანული

„საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების საძიებელი 1997“ — ინგლისური

„სინამდვილეში ვინ მართავს ქვეყნიერებას?“ (T-22) — აფხაზური

„უდიდესი სახელი“ (T-72) — აზერბაიჯანული

„უნდა გწამდეს სამება?“ — რუსული

„ცხოვრება მშვიდობიან ახალ ქვეყნიერებაში“ (T-15) — აფხაზური

◼ ახალი აუდიოკასეტები:

„სუფთად დაიცავით თვალი“ (1997 წლის საოლქო კონგრესის დრამა) — ინგლისური

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება