საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სხვადასხვა კონტინენტის ცხოველთა თავშესაფარი
    გამოიღვიძეთ! — 2005 | მარტი 8
    • დიდი ზომის მორბენალი ფრინველი ემუ ავსტრალიიდან არის ჩამოყვანილი. სირაქლემას შემდეგ ის ზომით ყველაზე დიდი ფრინველია. ზოგი ემუს სიმაღლე 1, 8 მეტრია, ხოლო წონა — 59 კილოგრამი. თუმცა სხვა ცხოველებისგან ბადისგან მოქსოვილი ღობით არიან გამოყოფილები, იმდენად დიდი ტერიტორია აქვთ, რომ თავისუფლად შეუძლიათ ირბინონ.

      ამ უჩვეულო ფრინველის დამახასიათებელი თავისებურება ის არის, რომ ჯერ კიდევ კვერცხში მყოფი მართვეები მამალი ემუს ხმაზე რეაგირებენ. მაგალითად, როდესაც გამოჩეკვამდე ცოტა ხნით ადრე მართვეებს მამალი ემუს ხმის ჩანაწერი მოასმენინეს, ისინი ამოძრავდნენ და კვერცხებმა აქეთ-იქით ქანაობა დაიწყეს. მაგრამ მართვეებმა დედალი ემუს ხმაზე რეაგირება არ მოახდინეს. რატომ?

      თუმცა კვერცხებს დედალი დებს, კრუხად მხოლოდ მამალი ჯდება. ის დაახლოებით 50 დღე ზრუნავს გამოუჩეკავ მართვეებზე და ამის შემდეგაც მფარველობს. მართვეებმა ჯერ კიდევ გამოჩეკვამდე იციან, თუ ვინ ზრუნავს მათზე. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფრინველები ჩვეულებრივ კვერცხებს არ დებენ. მათი კვერცხი ვეებერთელა და მუქი მწვანე ფერისაა; თითოეული დაახლოებით 700 გრამს იწონის.

  • სხვადასხვა კონტინენტის ცხოველთა თავშესაფარი
    გამოიღვიძეთ! — 2005 | მარტი 8
    • [სურათი 15 გვერდზე]

      ემუ

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება