საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • დედამიწა მარადიულად მეყვარება
    გამოიღვიძეთ! — 1998 | სექტემბერი 8
    • ერთხელ სახლში რ. ბენეტ ბრიკელმაa მოგვაკითხა და ბიბლიის შესახებ დაგვიწყო საუბარი. მას შემდეგ ჩვენი სახლი ბენის სახლიც იყო, როცა კი ჩვენს მხარეში ჩერდებოდა. ყველა, მარტინიც და ჩვენი ოთხი შვილიც, ვაფასებდით მას. მარტინს ბიბლიური ცნობისადმი ინტერესი არ გამოუჩენია, მაგრამ ყოველთვის კარგად იყო განწყობილი და სტუმართმოყვარეობას ამჟღავნებდა მოწმეების, განსაკუთრებით კი ბენის, მიმართ.

      ბენმა ბიბლიის შესასწავლად ბევრი დამხმარე სახელმძღვანელო მომცა, მაგრამ ერთი დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი — კითხვა არ ვიცოდი. ამიტომაც ის მოთმინებით გვიკითხავდა მე და ბავშვებს ბიბლიასა და ბიბლიურ ლიტერატურას და გზადაგზა წაკითხულის მნიშვნელობას გვიხსნიდა. როგორ განსხვავდებოდა ის იმ მღვდლისგან, რომელიც რელიგიური რიტუალების შემდეგ ხუთ წუთსაც არ გვითმობდა, რომ ჩვენთვის კითხვა ესწავლებინა. ბენმა ბიბლიის დახმარებით აგვიხსნა, რომ სატანისგან და მისი დემონებისგან მოდიოდა მრავალი ცრურწმენა, რომლებშიც გაბმული ჰყავდა მთელი კაცობრიობა, მათ შორის ჩვენი ხალხი. თანდათანობით უფრო მეტად ვაფასებდი იესოს სიტყვებს: „ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ“ (იოანე 8:32).

  • დედამიწა მარადიულად მეყვარება
    გამოიღვიძეთ! — 1998 | სექტემბერი 8
    • ასე რომ, როდესაც ბენი ისევ ჩამოვიდა ემერალდში, ბავშვები სწრაფად გავამზადე და ყველა მასთან ერთად საქადაგებლად წავედით. ბენმა მიჩვენა მარტივი შეთავაზებები და მასწავლა, რომ მივნდობოდი იეჰოვას. უნდა ვაღიარო, რომ მაინცდამაინც კარგად ვერ ვიწყებდი საუბარს, მაგრამ სიტყვები გულიდან მომდიოდა“.

  • დედამიწა მარადიულად მეყვარება
    გამოიღვიძეთ! — 1998 | სექტემბერი 8
    • ბენმა იცოდა, რომ სიდნეიში წასვლას ვაპირებდი და სტუმრობისას მკითხა, მყოფნიდა თუ არა ფული მგზავრობისთვის. „როგორ არა, — ვუპასუხე მე. — მატარებლის ფული თამაშში მოვიგე“. ბენი მთლიანად აჭარხლდა და უცბად მივხვდი, რომ რაღაც არასწორი ვთქვი. თავის გასამართლებლად მაშინვე დავუმატე: „რა დაგემართა? კი არ მომიპარავს!“

      როდესაც ბენი დამშვიდდა, თავაზიანად ამიხსნა, თუ რატომ არ თამაშობდნენ აზარტულ თამაშებს ქრისტიანები, და დამაწყნარა: „შენი ბრალი არაა, მე შენთვის არასდროს მითქვამს ეს“.

  • დედამიწა მარადიულად მეყვარება
    გამოიღვიძეთ! — 1998 | სექტემბერი 8
    • დაახლოებით ექვს თვეში ერთხელ ბენი ჩამოდიოდა, რადგან მაუნტ-აიზა მის დიდ სამქადაგებლო ტერიტორიაში შედიოდა. თუ ბენი იესო ქრისტეს გახსენების საღამოს — მისთვის უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს, რადგანაც მას ზეციერი ცხოვრების იმედი ჰქონდა — ჩვენს ქალაქში ხვდებოდა, ჩემს ოჯახთან ერთად ზოგჯერ ხის ქვეშ აღნიშნავდა.

      ჩვეულებრივ, ბენი დიდხანს არ რჩებოდა ქალაქში, ასე რომ, მე და ჩემი შვილები, ძირითადად, დამოუკიდებლად ვქადაგებდით.

  • დედამიწა მარადიულად მეყვარება
    გამოიღვიძეთ! — 1998 | სექტემბერი 8
    • ჩამოყალიბდა კრება

      1953 წლის დეკემბერში მაუნტ-აიზაში კრება ჩამოყალიბდა. ზედამხედველად ბენი დაინიშნა, ხოლო მაუწყებლები მის გარდა მხოლოდ მე და ჩემი ქალიშვილი ენი ვიყავით.

  • დედამიწა მარადიულად მეყვარება
    გამოიღვიძეთ! — 1998 | სექტემბერი 8
    • a ბენ ბრიკელის საინტერესო ბიოგრაფია შეგიძლიათ იხილოთ 1972 წლის 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 533—536 (ინგლ.).

  • დედამიწა მარადიულად მეყვარება
    გამოიღვიძეთ! — 1998 | სექტემბერი 8
    • ქადაგება ბენთან ერთად 50-იან წლებში.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება