-
„ძვირფასი მარგალიტი“ ვიპოვეთსაგუშაგო კოშკი — 2019 | აპრილი
-
-
პამელა, როგორც ვიცით, რამდენიმე წლის შემდეგ მუცელი მოგეშალა. როგორ გადაიტანე ეს ტრაგედია?
1973 წელს, როცა მე და უინსტონი წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში ვმსახურობდით, დავორსულდი. გადავწყვიტეთ, რომ ავსტრალიაში დავბრუნებულიყავით, სადაც ოთხი თვის შემდეგ მუცელი მომეშალა. უინსტონმაც ძალიან განიცადა ჩვენი შვილის დაკარგვა. ტკივილი დროთა განმავლობაში დამიამდა, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ მაშინ გაქრა, როცა 2009 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკში“ წავიკითხე სტატია სათაურით „აღდგებიან არშობილი ბავშვები?“ (მკითხველთა შეკითხვები). სტატიაში ნათქვამი იყო, რომ ეს იეჰოვაზეა დამოკიდებული, რომელიც ყოველთვის იმას აკეთებს, რაც სწორია. ის თავისი ძის მეშვეობით დაამსხვრევს „ეშმაკის საქმეებს“ და მის მიერ მოყენებულ ყველა ჭრილობას მოგვიშუშებს (1 იოან. 3:8). სტატია იმაშიც დაგვეხმარა, რომ უფრო მეტად დაგვეფასებინა „ძვირფასი მარგალიტი“, რომელიც იეჰოვას ხალხს გვაქვს. რა გვეშველებოდა, ღვთის სამეფოს იმედი რომ არ გვქონოდა?!
ბავშვის დაკარგვის შემდეგ განვაახლეთ სრული დროით მსახურება. რამდენიმე თვე ავსტრალიის ბეთელში ვიმსახურეთ, შემდეგ კი ისევ სარაიონო მსახურებას შევუდექით. ვმსახურობდით ახალი სამხრეთ უელსისა და სიდნეის სოფლებში. ოთხი წლის შემდეგ, 1981 წელს, ავსტრალიის ბეთელში მიგვიწვიეს (მაშინ ასე ერქვა) და დღემდე იქ ვმსახურობთ.
უინსტონ, გეხმარება კუნძულებზე მსახურების გამოცდილება, როგორც ავსტრალიის ფილიალის კომიტეტის წევრს?
კი, მრავალმხრივ მეხმარება. ავსტრალიის ფილიალს დაევალა, ეზრუნა სამოასა და ამერიკის სამოაზე. შემდეგ ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის ფილიალები გაერთიანდა. ამჟამად ავსტრალაზიის ფილიალის ტერიტორიაში შედის ავსტრალია, ამერიკის სამოა, სამოა, კუკის კუნძულები, ახალი ზელანდია, ნიუე, აღმოსავლეთი ტიმორი, ტოკელაუ და ტონგა. როგორც ფილიალის წარმომადგენელს, მქონდა პატივი, რომ ამ კუნძულების უმეტესობა პირადად მომენახულებინა. ამ კუნძულებზე მცხოვრებ ერთგულ და-ძმებთან მსახურების გამოცდილება მეხმარება, რომ ახლა ფილიალიდან მოვემსახურო მათ.
უინსტონი და პამელა ავსტრალაზიის ფილიალში
მე და პამელას შეგვიძლია საკუთარი გამოცდილებიდან ვთქვათ, რომ ღმერთს მხოლოდ ზრდასრულები არ ეძებენ. ახალგაზრდებსაც სურთ „ძვირფასი მარგალიტის“ მოპოვება მაშინაც კი, როცა ოჯახის წევრები არ ავლენენ ინტერესს (2 მეფ. 5:2, 3; 2 მატ. 34:1—3). მოსიყვარულე ღმერთ იეჰოვას სურს, რომ ყველამ მიიღოს სიცოცხლე, ახალგაზრდებმაც და ხანდაზმულებმაც!
როცა 50 წელზე მეტი ხნის წინ მე და პამელამ ღვთის ძიება დავიწყეთ, წარმოდგენა არ გვქონდა, სადამდე მიგვიყვანდა ეს. ცხადია, ღვთის სამეფოს შესახებ ჭეშმარიტება ფასდაუდებელი მარგალიტია. მე და პამელას გადაწყვეტილი გვაქვს, რომ მთელი ძალით ჩავეჭიდოთ ამ „ძვირფას მარგალიტს“!
-