საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სათამაშოები წარსულში და დღეს
    გამოიღვიძეთ! — 2005 | აგვისტო 8
    • გონივრულად შეარჩიეთ სათამაშოები

      „დღევანდელ სათამაშოებში აირეკლება საზოგადოებაში გავრცელებული ძალადობა და უკანონობა“, — ნათქვამი იყო ლონდონში გამომავალ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“. მართალია, ამას ყველა სათამაშოზე ვერ ვიტყვით, მაგრამ დღეს „უფრო იოლად შეხვდებით დეფორმირებულ, დაკუნთულ . . . აგრესიული შესახედაობის სათამაშოებს, ვიდრე ტრადიციულს“, — აღნიშნავს მექსიკის გაზეთი „ლა ჰორნადა“. სტატიაში მოყვანილი სოჩიმილსოს (ესპანეთი) დამოუკიდებელი უნივერსიტეტის მასწავლებლისა და მკვლევარის, პატრისია ერლიხის, სიტყვების თანახმად, ბევრი სათამაშო, რომელიც დღეს იყიდება, მხარს უჭერს საზოგადოებაში გაბატონებულ იდეოლოგიას — ძალადობას, აგრესიას, სიძლიერეს, დამორჩილებასა და დაშინებას.

      შეერთებული შტატების სკოლების ფსიქოლოგთა ასოციაცია აცხადებს, რომ სათამაშომ, რომელიც ირეკლავს ძალადობას, „შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ბავშვის ემოციურ და გონებრივ განვითარებაზე, რასაც საბოლოოდ საზიანო შედეგები მოჰყვება“. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ძალადობის ამსახველი ვიდეო–კადრები და კომპიუტერული თამაშები ბავშვებს აგრესიულ ხასიათს უყალიბებს და დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებს. აქედან გამომდინარე, ყველამ, ვისაც ბავშვის აღზრდის პასუხისმგებლობა აკისრია, დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს სათამაშოს ყიდვისას (იხილეთ 26–ე გვერდზე მოცემული ჩარჩო).

      თანამედროვე ტექნიკური მიღწევების წყალობით, დღეს უამრავი სახის, მათ შორის რთული მოწყობილობის, სათამაშოს შეძენა შეიძლება. თუმცა, ეს შესაძლოა ყველა ოჯახისთვის არ იყოს ხელმისაწვდომი ან, უბრალოდ, ბავშვებს მალე მოსწყინდეთ მათით თამაში. არის ისეთი სათამაშოებიც, რომლებიც საზიანოა ბავშვებისთვის. ხუთი შვილის დედა ლიანი, რომელიც ავსტრალიაში ცხოვრობს, ამბობს: „ჩემი უფროსი ბიჭები ადვილად ექცევიან რეკლამების ზეგავლენის ქვეშ და ხშირად მთხოვენ ძვირადღირებულ კომპიუტერულ თამაშებს. თუმცა იაფფასიანი ხის ჯოხითა და რეზინის ბურთით ეზოში უფრო კარგად და დიდხანს ერთობიან. ეს ერთგვარი ვარჯიშიც არის. მივხვდი, რომ უბრალო სათამაშოები უფრო გამძლეა და ჩემს შვილებს წარმოსახვის უნარის გამოყენების საოცარ შესაძლებლობას აძლევს“.

  • სათამაშოები წარსულში და დღეს
    გამოიღვიძეთ! — 2005 | აგვისტო 8
    • [ჩარჩო⁄სურათი 16 გვერდზე]

      კარგი სათამაშოა ის, რომელიც . . .

      ● ბავშვის ასაკისთვის, უნარისა და ფიზიკური შესაძლებლობებისთვის შესაფერისი და უსაფრთხოა.

      ● კარგად აწყობილი და გამძლეა (ბავშვები მიდრეკილნი არიან სათამაშოების დაშლისკენ).

      ● იმდენად მიმზიდველი და საინტერესოა, რომ ბავშვის ყურადღებას იპყრობს.

      ● ხელს უწყობს ბავშვის შემოქმედებითი და წარმოსახვითი უნარის სათანადოდ განვითარებას.

      ● ხელმისაწვდომია.

      ● არ არის ტოქსიკური.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება