საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w98 8/15 გვ. 30
  • გახსოვს თუ არა?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გახსოვს თუ არა?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
  • მსგავსი მასალა
  • რა არის სასამართლოს დღე?
    რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?
  • ღვთის სასამართლო დღის სასიხარულო შედეგები
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
  • „ჩემი რჩეული, რომელიც მოისურვა ჩემმა გულმა“
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
  • მიბაძეთ იეჰოვას სამართლიანობასა და სიმართლეში
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
w98 8/15 გვ. 30

გახსოვს თუ არა?

მთელი ყურადღებით წაიკითხე თუ არა „საგუშაგო კოშკის“ უკანასკნელი ნომრები? თუ დიახ, ალბათ, დიდი ინტერესით გაიხსენებდი:

◻ რატომ არის მოძღვრება ბედისწერის შესახებ არაგონივრული?

თუ ღმერთმა წინასწარ იცოდა, რომ ადამი შესცოდავდა, მაშინ ადამიანის შექმნით თვითონვე გახდებოდა ცოდვის გამომწვევი და, ამგვარად, ადამიანთა ყოველგვარ ბოროტებასა და ტანჯვაზე პასუხისმგებელი. ეს ეწინააღმდეგება იმას, რომ იეჰოვა სიყვარულის ღმერთია, რომელსაც სძულს ბოროტება (ფსალმუნი 32:5; იგავნი 15:9; 1 იოანე 4:8) (15.04, გვერდები 7, 8).

◻ ესაიას 2:2–4-ის შესრულების თანახმად, რას აკეთებენ სხვადასხვა ერის წარმომადგენლები?

იმ დროს, როდესაც ისინი იეჰოვას თაყვანისმცემლობის სახლში მიედინებიან, ‘ომის სწავლისგანაც’ თავს იკავებენ, რადგანაც მინდობილი არიან ღვთის ზეციერ მხედრობაზე, რომელიც მზად არის გაანადგუროს მშვიდობის ყოველი მტერი (15.04, გვერდი 30).

◻ ვინ არიან იოველის 4:10, 11-ში მოხსენიებული იეჰოვას გმირები?

ბიბლია ჭეშმარიტ ღმერთს დაახლოებით 280-ჯერ უწოდებს „ცაბაოთ უფალს“ („ლაშქართა იეჰოვას“, აქ) (მეოთხე მეფეთა 3:14). უამრავი ძლევამოსილი ანგელოზის ზეციერი ლაშქარი მზადაა იეჰოვას ბრძანების შესასრულებლად (01.05, გვერდი 23).

◻ რა შეგვიძლია ვისწავლოთ იეჰოვას მოთხოვნიდან, რომ იობს ელოცა თავის წინააღმდეგ შემცოდველთათვის? (იობი 42:8).

იეჰოვამ, სანამ იობს ჯანმრთელობას აღუდგენდა, მისგან მოითხოვა, რომ მის წინააღმდეგ შემცოდველთათვის ელოცა. ეს აჩვენებს, რომ იეჰოვა, სანამ ცოდვებს მოგვიტევებს, მოითხოვს, რომ ჩვენც მივუტევოთ ჩვენ წინააღმდეგ შემცოდეებს (მათე 6:12; ეფესელთა 4:32) (01.05, გვერდი 31).

◻ რას გულისხმობდა იაკობი, როდესაც თქვა: „მოთმინებას კი ჰქონდეს სრულყოფილი მოქმედება“? (იაკობი 1:4).

მოთმინებამ უნდა ‘იმოქმედოს’. მან ყოველმხრივ სრულქმნილი უნდა გაგვხადოს. აქედან გამომდინარე, თუ არაბიბლიურად არ ვეცდებით განსაცდელებისგან თავის სწრაფად დაღწევას, ჩვენი რწმენა გამოიცდება და უფრო მეტად განმტკიცდება (15.05, გვერდი 16).

◻ რატომ ელოდება ღმერთი ასე დიდხანს, რომ კაცობრიობის პრობლემები გადაჭრას?

დროსთან დაკავშირებით იეჰოვას თვალსაზრისი განსხვავდება ჩვენისგან. მარადიული ღვთისთვის დრო ადამის შექმნიდან დღემდე ერთი კვირის ტოლიც არ არის. მაგრამ დროის შესახებ რა თვალსაზრისიც უნდა გვქონდეს, თითოეული დღე იეჰოვას გამართლების ‘დღესთან’ გვაახლოებს (01.06, გვერდები 5, 6).

◻ რა აღძრავს იეჰოვას მოწმეებს?

იეჰოვას სწავლებამ წარმოშვა გამორჩეული ხალხი, რომლებმაც ისწავლეს ერთმანეთისა და მოყვასის საკუთარი თავივით სიყვარული (ესაია 54:13). სიყვარული აღძრავს იეჰოვას მოწმეებს, ხალხის მხრიდან გულგრილობისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, განაგრძონ ქადაგება (მათე 22:36–40; 1 კორინთელთა 13:1–8) (15.06, გვერდი 20).

◻ რა იგულისხმება იესოს სიტყვებში: „იღვაწეთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო კარიდან“? (ლუკა 13:24).

იესოს სიტყვები გულისხმობს ბრძოლას, ძალების არ დაშურებას. მისი სიტყვები აგრეთვე მიუთითებს, რომ ზოგი შეიძლება ეცადოს ‘კარიდან შესვლას’ — მხოლოდ მაშინ, როცა მათთვის არის ხელსაყრელი, აუჩქარებლად, როგორც თვითონ ამჯობინებენ. ამგვარად, თითოეულს შეგვეძლო გვეკითხა საკუთარი თავისთვის: „ვარ თუ არა გულმოდგინე და მუყაითი?“ (15.06, გვერდი 31).

◻ როგორ ‘განიკითხებიან წიგნებში ნაწერიდან მათი საქმეებისამებრ’ მკვდრეთით აღდგენილები? (გამოცხადება 20:12).

ეს წიგნები არ არის მათი წარსული მოქმედების შესახებ ჩანაწერები; სიკვდილის დროს ისინი გათავისუფლდნენ ცოდვებისგან, რომლებიც სიცოცხლეში ჩაიდინეს (რომაელთა 6:7, 23). მაგრამ მკვდრეთით აღდგენილები გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაინც ადამის ცოდვის გავლენის ქვეშ იქნებიან. ალბათ, ამ წიგნებში იქნება მოცემული ღვთიური დარიგებები, რომლებსაც ყველა უნდა მიჰყვეს, რათა იესო ქრისტეს მსხვერპლიდან სრული სარგებელი მიიღოს (01.07, გვერდი 22).

◻ რა გაკვეთილს მოიცავს ჩვენთვის იესოს იგავი კეთილ სამარიელზე? (ლუკა 10:30–37).

იესოს იგავი აჩვენებს, რომ მართალი ადამიანი ის არის, ვინც არა მხოლოდ ემორჩილება ღვთის კანონებს, არამედ ბაძავს კიდეც მის თვისებებს (ეფესელთა 5:1). ეს გვიჩვენებს, რომ მოყვასის სიყვარულმა უნდა გადალახოს ეროვნული, კულტურული და რელიგიური ბარიერები (გალატელთა 6:10 აფ) (01.07, გვერდი 31).

◻ რომელია ის სამი სფერო, რომლებშიც უნდა გაიცნო შვილები და უზრუნველყო ხელმძღვანელობით?

1) დაეხმარეთ შვილებს, აირჩიონ შესაფერისი სამუშაო; 2) მოამზადეთ ისინი ემოციურ სტრესთან გასამკლავებლად, რომელსაც სკოლაში ან სამუშაო ადგილზე წააწყდებიან; 3) დაანახვეთ, თუ როგორ დაიკმაყოფილონ სულიერი მოთხოვნილებები (15.07, გვერდი 4).

◻ რა მიზნით დაისვენა ღმერთმა „მეშვიდე დღეს“? (დაბადება 2:1–3).

ღმერთს დაღლილობის გამო არ დაუსვენია. მან შეწყვიტა დედამიწაზე შემოქმედებითი საქმიანობა, რათა თავისი შემოქმედების ნაყოფისთვის საშუალება მიეცა განვითარებულიყო და სრული სიდიადით გამობრწყინებულიყო მისთვის დიდებისა და პატივის მოსატანად (15.07, გვერდი 18).

◻ რომელ სამ საკითხში შეგვიძლია სამართლიანობის გამოვლენა?

პირველი, ღვთის ზნეობრივ ნორმებს უნდა ვემორჩილებოდეთ (ესაია 1:17). მეორე, სამართლიანობას ვავლენთ, როდესაც ადამიანებს ისე ვეპყრობით, როგორც გვსურს, რომ იეჰოვა მოგვეპყროს (ფსალმუნი 129:3, 4). მესამე, ღვთის თვალში სამართლიანობას ვამჟღავნებთ, როდესაც მთელი გულით ვმონაწილეობთ სამქადაგებლო საქმიანობაში (იგავნი 3:27) (08.15, გვერდები 14, 15).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება