საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ნუ ჩამოშორდები იეჰოვას ორგანიზაციას!
    ორგანიზებულად ვასრულებთ იეჰოვას ნებას
    • თავი 17

      ნუ ჩამოშორდები იეჰოვას ორგანიზაციას!

      მოწაფე იაკობმა დაწერა: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკ. 4:8). ჩვენი არასრულყოფილების მიუხედავად იეჰოვა ახლოს არის ჩვენთან და ყოველთვის ყურადღებით გვისმენს (საქ. 17:27). როგორ დავუახლოვდეთ ღმერთს? იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის განსავითარებლად ერთ-ერთი საშუალება გულწრფელი ლოცვაა (ფსალმ. 39:12). ღმერთს მისი სიტყვის, ბიბლიის, შესწავლითაც ვუახლოვდებით. ამის წყალობით უფრო მეტს ვიგებთ იეჰოვას, მისი განზრახვისა და იმის შესახებ, თუ რას მოელის ის ჩვენგან (2 ტიმ. 3:16, 17). ამგვარად, იეჰოვასადმი სიყვარული გვიღრმავდება და ყველანაირად ვცდილობთ, რომ მას გული არ ვატკინოთ (ფსალმ. 25:14).

      2 იეჰოვას იესოს გარეშე ვერასოდეს დავუახლოვდებოდით (იოან. 17:3; რომ. 5:10). ზეციერ მამას მასზე უკეთ ვერცერთი ადამიანი ვერ გაგვაცნობდა. ის იმდენად ახლოს იყო მამასთან, რომ შეეძლო, ეთქვა: „ძეს ისე არავინ იცნობს, როგორც მამა, და არც მამას იცნობს ვინმე ისე, როგორც ძე და ის, ვისაც ძეს სურს, რომ მამის შესახებ გაუმჟღავნოს“ (ლუკ. 10:22). როდესაც სახარებებში ვკითხულობთ, რა აფიქრებდა იესოს და რა გრძნობები ეუფლებოდა, წარმოდგენა გვექმნება, თუ როგორი ღმერთია იეჰოვა, რაც, თავის მხრივ, უფრო გვაახლოებს მასთან.

      3 იეჰოვასთან დაახლოებაში აგრეთვე გვეხმარება მჭიდრო კავშირი მის ორგანიზაციასთან, რომელსაც იესო ხელმძღვანელობს და რომელიც გვასწავლის, როგორ შევასრულოთ ღვთის ნება. როგორც მათეს 24:45—47-ში იყო ნაწინასწარმეტყველები, ბატონმა, იესო ქრისტემ, შინაურებისთვის საზრდოს დროულად მისაცემად „ერთგული და გონიერი მონა“ დანიშნა. დღეს ის უხვად გვაწვდის სულიერ საზრდოს. „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით იეჰოვა მოგვიწოდებს, ყოველდღიურად ვიკითხოთ მისი სიტყვა, რეგულარულად დავესწროთ ქრისტიანულ შეხვედრებს და მონაწილეობა მივიღოთ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებაში (მათ. 24:14; 28:19, 20; იეს. 1:8; ფსალმ. 1:1—3). „ერთგულ მონას“ იეჰოვას წარმომადგენლად უნდა მივიჩნევდეთ და ყველანაირად ვცდილობდეთ, არ ჩამოვშორდეთ იეჰოვას ორგანიზაციას და მივყვეთ მის ხელმძღვანელობას. ეს, თავის მხრივ, კიდევ უფრო დაგვაახლოებს იეჰოვასთან და განსაცდელების დროს სიმტკიცის შენარჩუნებაში დაგვეხმარება.

      რატომ მატულობს განსაცდელები

      4 თუ მრავალი წელია, რაც იეჰოვა ღმერთს ემსახურები, ალბათ, არაერთი განსაცდელი გადაგიტანია. მაგრამ, თუ არც ისე დიდი ხანია, რაც იეჰოვას თაყვანისმცემელი გახდი, უეჭველად გეცოდინება, რომ სატანა ეშმაკი ებრძვის ყველას, ვინც იეჰოვას უზენაესობას უჭერს მხარს (2 ტიმ. 3:12). რამდენი განსაცდელიც არ უნდა გქონდეს გადატანილი, შიშისა და გულგატეხილობის მიზეზი ნამდვილად არ გაქვს. იეჰოვა გპირდება, რომ არ მიგატოვებს და მომავალში მარადიულ სიცოცხლეს გიბოძებს (ებრ. 13:5, 6; გამოცხ. 2:10).

      5 არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ სატანის ქვეყნიერების ბოლო დღეებში განსაცდელებს შევხვდებით. 1914 წელს ღვთის სამეფოს დამყარების შემდეგ სატანას ზეცაში ყოფნის უფლება წაერთვა. ის თავის ბოროტ ანგელოზებთან ერთად დედამიწაზე იქნა ჩამოგდებული. დედამიწაზე ვითარების გამწვავება, მათ შორის იეჰოვას მსახურთა ინტენსიური დევნა, იმაზე მეტყველებს, რომ სატანა განრისხებულია და მისი მმართველობა უკანასკნელ დღეებს ითვლის (გამოცხ. 12:1—12).

      6 სატანა თავისი დამცირებული მდგომარეობის გამო გამძვინვარებულია, რადგან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა. ის დემონებთან ერთად ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეაფერხოს სამქადაგებლო საქმე და დაარღვიოს იეჰოვას მსახურთა ერთობა. დღეს ჩვენ სულიერ ომში ვართ ჩაბმულნი, რომელსაც ბიბლია შემდეგნაირად აღწერს: „რადგან ხორციელთა წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ ზეციერი ბოროტი სულების წინააღმდეგ, მთავრობათა, ხელისუფლებათა და ამ ქვეყნიერების სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ“. თუ გვსურს, იეჰოვას მხარეს დავრჩეთ და გავიმარჯვოთ, ბრძოლა არ უნდა შევწყვიტოთ, სულიერი საჭურველი მუდამ მზად უნდა გვქონდეს და მტკიცედ დავუდგეთ „ეშმაკის ხრიკებს“, რაც ჩვენგან მოთმინებას მოითხოვს (ეფეს. 6:10—17).

      გამოვიმუშაოთ მოთმინება

      7 განსაცდელების გადასატანად მოთმინება გვმართებს. მოთმინებაა საჭირო, რომ სირთულეებისა თუ წინააღმდეგობების დროს არ დავკარგოთ სიმტკიცე, ის ვაკეთოთ, რაც სწორია და ბოლომდე ვუერთგულოთ იეჰოვას. მოთმინებას გამომუშავება სჭირდება, რაც დროს მოითხოვს. რაც უფრო ვიზრდებით სულიერად, მით უფრო ადვილად ვუმკლავდებით განსაცდელებს. მცირე განსაცდელების გადატანა უფრო დიდი განსაცდელებისთვის გვამზადებს (ლუკ. 16:10). განსაცდელებს არ უნდა დაველოდოთ იმისათვის, რომ რწმენა გავიძლიეროთ. ეს მანამდე უნდა გავაკეთოთ, სანამ განსაცდელებს შევხვდებით. პეტრე მოციქულმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სხვა ღვთისმოსაწონ თვისებებთან ერთად მოთმინებაც აუცილებელია: „ყოველი ღონე იხმარეთ, რომ რწმენას დაურთოთ მაღალზნეობა, მაღალზნეობას — ცოდნა, ცოდნას — თავშეკავება, თავშეკავებას — მოთმინება, მოთმინებას — ღვთის ერთგულება, ღვთის ერთგულებას — ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობას კი — სიყვარული“ (2 პეტ. 1:5—7; 1 ტიმ. 6:11).

      რაც უფრო მეტ განსაცდელს ვიტანთ, მით უფრო მტკიცენი ვხდებით.

      8 მოთმინების გამომუშავება რომ მნიშვნელოვანია, ამაზე იაკობიც საუბრობს თავის წერილში: „ჩემო ძმებო, ნებისმიერ განსაცდელს სიხარულით შეხვდით, რადგან იცით, რომ ასე გამონაცადი რწმენა მოთმინებას გამოგიმუშავებთ; მოთმინებას კი დაასრულებინეთ თავისი საქმე, რათა იყოთ სრულყოფილნი და ყოველმხრივ ბრალდაუდებელნი, და არაფერი გაკლდეთ“ (იაკ. 1:2—4). იაკობი თანაქრისტიანებს მოუწოდებს, რომ განსაცდელებს სიხარულით შეხვდნენ, რადგან ეს მათ მოთმინების გამომუშავებაში დაეხმარებათ. იაკობის სიტყვებიდან იმასაც ვხედავთ, რომ მოთმინება, თავის მხრივ, სხვა ქრისტიანული თვისებების დახვეწაში გვიწყობს ხელს, რითაც ღვთის კეთილგანწყობას ვიმსახურებთ. რაც უფრო მეტ განსაცდელს ვიტანთ, მით უფრო მტკიცენი ვხდებით.

      9 იეჰოვას სიამოვნებს, როდესაც მოთმინებას ვავლენთ. თუ ბოლომდე მოვითმენთ, ის მარადიული სიცოცხლით დაგვაჯილდოებს. ამის შესახებ იაკობი წერს: „ბედნიერია ის, ვინც განსაცდელს იტანს, რადგან იეჰოვას მოწონებას დაიმსახურებს და სიცოცხლის გვირგვინს მიიღებს, რომელსაც იგი თავის მოყვარულებს დაჰპირდა“ (იაკ. 1:12). ჩვენი მომავალი ჩვენს მოთმინებაზეა დამოკიდებული. თუ ამ თვისებას არ გამოვავლენთ, ღვთის ერთგულნი ვერ დავრჩებით. თუ ქვეყნიერებას საშუალებას მივცემთ, რომ თავის ყალიბში მოგვაქციოს, ისევ ქვეყნიერებაში აღმოვჩნდებით. თუ განსაცდელების დროს მოთმინებას არ გამოვავლენთ, იეჰოვას სული აღარ იმოქმედებს ჩვენზე და ვეღარ გამოვიმუშავებთ სულის ნაყოფისთვის დამახასიათებელ თვისებებს.

      10 ამ რთულ დროში კვლავაც რომ შევძლოთ მოთმინების გამოვლენა, საჭიროა, სწორი დამოკიდებულება გვქონდეს განსაცდელების მიმართ. როგორც იაკობმა თქვა, განსაცდელებს სიხარულით უნდა შევხვდეთ. თუმცა ეს ყოველთვის ადვილი არაა, რადგან სირთულეების დროს შეიძლება ფიზიკურ ან ემოციურ ტკივილს განვიცდიდეთ. მაგრამ გახსოვდეს, რომ წინ შესანიშნავი მომავალი გველის. მოციქულების თავს გადამხდარი ერთი შემთხვევიდან ვხედავთ, თუ რა უნდა გვახსოვდეს იმისათვის, რომ განსაცდელების დროს სიხარული არ დავკარგოთ. წიგნ „საქმეებში“ ვკითხულობთ: „მათაც . . . მოუხმეს მოციქულებს, სცემეს, უბრძანეს, რომ აღარ ელაპარაკათ იესოს სახელით, და გაუშვეს. წავიდნენ ისინი სინედრიონიდან და უხაროდათ, რომ მისი სახელის გულისთვის შეურაცხყოფის ღირსნი გახდნენ“ (საქ. 5:40, 41). მათ ერთი რამ კარგად ესმოდათ: ეს განსაცდელი იმიტომ დაატყდათ თავს, რომ იესოს დავალებას ასრულებდნენ და იეჰოვა იწონებდა მათ. წლების შემდეგ თავის პირველ წერილში პეტრემ აღნიშნა ის დადებითი მხარეები, რაც სიმართლისთვის დევნას ახლავს თან (1 პეტ. 4:12—16).

      11 გავიხსენოთ კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც პავლესა და სილას გადახდათ თავს. ფილიპეში მისიონერული მსახურებისას ისინი დააპატიმრეს და ბრალი დასდეს, რომ ქალაქში არეულობა შეჰქონდათ და მიუღებელ ჩვეულებებს ავრცელებდნენ. პავლე და სილა სასტიკად სცემეს და საპყრობილეში ჩაყარეს. მიუხედავად იმისა, რომ საპყრობილეში იყვნენ და ჭრილობები აწუხებდათ, „შუაღამისას პავლე და სილა ლოცულობდნენ და სიმღერით ღმერთს ხოტბას ასხამდნენ, პატიმრები კი უსმენდნენ მათ“ (სქ. 16:16—25). პავლესა და სილას ესმოდათ, რომ ქრისტეს გულისთვის ტანჯვა ორ მიზანს ემსახურებოდა: პირველი, პირნათელნი ყოფილიყვნენ ღვთისა და ადამიანთა წინაშე და მეორე, მათ შემხედვარეთ შესაძლებლობა მისცემოდათ, რომ მოესმინათ სასიხარულო ცნობა. საქმე ადამიანთა სიცოცხლეს ეხებოდა. იმავე ღამეს საპყრობილის ზედამხედველმა და მისმა შინაურებმა სასიხარულო ცნობა მიიღეს და ქრისტეს მოწაფეები გახდნენ (საქ. 16:26—34). პავლე და სილა ენდობოდნენ იეჰოვას და ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ მას შეეძლო მათი დახმარება. მათი იმედი გამართლდა.

      12 იეჰოვა დღესაც ყველაფრით უზრუნველგვყოფს, რაც განსაცდელების ასატანად გვჭირდება. მას სურს, რომ ფარ-ხმალი არ დავყაროთ. ღმერთმა ბიბლიის მეშვეობით თავისი განზრახვა გაგვიმჟღავნა, რაც რწმენას გვიმტკიცებს. გარდა ამისა, ურთიერთობა გვაქვს თანამორწმუნეებთან და ერთად ვემსახურებით იეჰოვას. აგრეთვე გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ ლოცვით დავუახლოვდეთ ჩვენს ზეციერ მამას. ის გვისმენს, როცა განვადიდებთ და როცა გულწრფელად ვთხოვთ, რომ სიწმინდის შენარჩუნებაში დაგვეხმაროს (ფილ. 4:13). განსაცდელების ატანის ძალას მომავლის იმედიც გვაძლევს (მათ. 24:13; ებრ. 6:13; გამოცხ. 21:1—4).

      მოთმინება განსაცდელების დროს

      13 დღეს ჩვენც ისეთივე განსაცდელებს ვხვდებით, როგორსაც პირველი ქრისტიანები ხვდებოდნენ. ზოგჯერ მოწინააღმდეგეები სიტყვიერ თუ ფიზიკურ შეურაცხყოფას გვაყენებენ, რისი მიზეზიც ისაა, რომ მათ ჩვენზე მცდარი ინფორმაცია აქვთ. მოციქულთა მსგავსად ხშირად ჩვენც ფანატიკურად განწყობილი რელიგიური ჯგუფებისგან ვხვდებით წინააღმდეგობას, რომელთა სწავლებების სიცრუესა და საქმეებს ღვთის სიტყვა ამხელს (საქ. 17:5—9, 13). ზოგჯერ იეჰოვას ხალხი თავისი უფლებების დასაცავად ხელისუფლების მიერ დადგენილ კანონს მიმართავს (საქ. 22:25; 25:11). თუმცა ზოგჯერ ჩვენს საქმიანობას უშუალოდ ხელისუფლება კრძალავს (ფსალმ. 2:1—3). ასეთ დროს გაბედულად მივყვებით ერთგული მოციქულების მაგალითს, რომლებმაც თქვეს: „ჩვენ ღმერთს უნდა დავემორჩილოთ როგორც მმართველს და არა ადამიანებს“ (საქ. 5:29).

      14 სამქადაგებლო საქმიანობას მთელ მსოფლიოში მომეტებული პატრიოტული სულისკვეთებაც უშლის ხელს. დღეს ღვთის მსახურებს უკეთ გვესმის გამოცხადების 14:9—12-ში ჩაწერილი გაფრთხილება, რომელიც „მხეცისა და მისი ქანდაკების“ თაყვანისცემას ეხება. ჩვენ ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია იოანეს სიტყვები: „ამიტომაც სჭირდებათ მოთმინება წმინდებს, რომლებიც ღვთის მცნებებს იცავენ და იესოს რწმენას მიჰყვებიან“.

      15 ომის, სახელმწიფო გადატრიალების, დევნისა თუ ჩვენი საქმიანობის აკრძალვის გამო და-ძმებს შეიძლება ხელი შეეშალოთ ღვთის თაყვანისმცემლობაში; შექმნილი ვითარების გამო შეიძლება კრების შეხვედრები ვეღარ ჩატარდეს და ფილიალთან კავშირიც გაწყდეს. სარაიონო ზედამხედველებმა შეიძლება ვეღარ მოინახულონ კრებები და ვეღარც პუბლიკაციები მივიღოთ. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში?

      16 უნდა ვაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია და რის საშუალებასაც შექმნილი ვითარება გვაძლევს. პირადი შესწავლის ჩატარება, ალბათ, კვლავაც შესაძლებელი იქნება. და-ძმები შეხვედრების ჩასატარებლად შეიძლება სახლებში პატარ-პატარა ჯგუფებად შეიკრიბონ. შეხვედრებზე შესაძლებელი იქნება უკვე შესწავლილი პუბლიკაციების ან ბიბლიური მონაკვეთების განხილვა. ასეთ დროს სიმშვიდის შენარჩუნება გვმართებს. ხელმძღვანელი საბჭო მალევე მოძებნის გზებს პასუხისმგებელ ძმებთან დასაკავშირებლად.

      17 იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოწყვეტილი იქნები ქრისტიანულ საძმოს, გახსოვდეს, რომ იეჰოვა და მისი ძე, იესო ქრისტე, შენთან იქნებიან. იმედს ვერავინ წაგართმევს. იეჰოვას ვერაფერი შეუშლის ხელს, რომ კვლავაც მოისმინოს შენი ლოცვები და თავისი სულით განგამტკიცოს. ეძებე მისი ხელმძღვანელობა. ნურასდროს დაგავიწყდება, რომ შენ იეჰოვას მსახური და იესო ქრისტეს მოწაფე ხარ. ამიტომ ქადაგების ნებისმიერი შესაძლებლობა გამოიყენე. იეჰოვა აკურთხებს შენს ძალისხმევას და მალე შეიძლება სხვებიც შემოგიერთდნენ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში (საქ. 4:13—31; 5:27—42; ფილ. 1:27—30; 4:6, 7; 2 ტიმ. 4:16—18).

      18 მოციქულთა და ღვთის სხვა მსახურთა მსგავსად შენს სიცოცხლეს საფრთხეც რომ დაემუქროს, მიენდე ღმერთს, რომელსაც მკვდრეთით აღდგენის ძალა შესწევს (2 კორ. 1:8—10). მკვდრეთით აღდგომის რწმენა ნებისმიერ წინააღმდეგობას გადაგატანინებს (ლუკ. 21:19). იესო ქრისტემ ამ მხრივაც დაგვიტოვა მაგალითი. მან იცოდა, რომ განსაცდელის დროს ერთგულების შენარჩუნებით თავის მიმდევრებს სირთულეების გადატანის ძალას მისცემდა. შენც შეგიძლია შენი ერთგულებით და-ძმების განმტკიცება (იოან. 16:33; ებრ. 12:2, 3; 1 პეტ. 2:21).

      19 მოთმინება მხოლოდ წინააღმდეგობებისა და დევნის დროს როდი გვჭირდება. მაგალითად, სასიხარულო ცნობისადმი ხალხის გულგრილი დამოკიდებულების გამო ზოგი იეჰოვასადმი მსახურების ხალისს კარგავს. ზოგი ავადმყოფობას ან ემოციურ პრობლემებს ებრძვის, ზოგს კი არასრულყოფილებით გამოწვეული სისუსტეების ატანა უწევს. ასეთი განსაცდელების ატანა პავლე მოციქულსაც უწევდა, რაც ზოგჯერ მსახურებას უძნელებდა (2 კორ. 12:7). პირველ საუკუნეში ქალაქ ფილიპეში მცხოვრები ქრისტიანი ეპაფროდიტეც ავადმყოფობდა და წუხდა იმის გამო, რომ მისი ამბავი მისმა მეგობრებმა შეიტყვეს (ფილ. 2:25—27). საკუთარმა თუ სხვების არასრულყოფილებამ შეიძლება ისეთი სირთულეების წინაშე დაგვაყენოს, რომელთა ატანა არც ისე იოლი იქნება. ერთ-ერთი სირთულე შეიძლება თანაქრისტიანებთან ან ოჯახის წევრებთან უთანხმოება იყოს. თუ ღვთის სიტყვაში მოცემულ რჩევებს გავითვალისწინებთ, შევძლებთ მოთმინების გამოვლენას და სირთულეების გადალახვას (ეზეკ. 2:3—5; 1 კორ. 9:27; 13:8; კოლ. 3:12—14; 1 პეტ. 4:8).

      შევინარჩუნოთ ერთგულება

      20 ჩვენ ყოველთვის უნდა ვუერთგულოთ იესო ქრისტეს, იეჰოვას მიერ დანიშნულ კრების თავს (კოლ. 2:18, 19). აუცილებელია, ვითანამშრომლოთ „ერთგულ და გონიერ მონასთან“ და ზედამხედველებად დანიშნულ ძმებთან (ებრ. 13:7, 17). იეჰოვას ნებას ორგანიზებულად იმ შემთხვევაში შევასრულებთ, თუ გავითვალისწინებთ თეოკრატიულ მითითებებს და ხელმძღვანელ ძმებს დავემორჩილებით. ხშირად ვილოცოთ. გვახსოვდეს, რომ ვერც ციხის კედლები და ვერც სამარტოო საკანი ვერ წაგვართმევს ჩვენს მოსიყვარულე ზეციერ მამასთან ურთიერთობის საშუალებას და ვერც ჩვენს ერთობას დააკლებს რამეს.

      21 კარგი იქნება, თუ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ მოთმინებითა და შემართებით განვაგრძოთ იმ დავალების შესრულება, რომელიც იესო ქრისტემ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მისცა თავის მიმდევრებს: „ამიტომ წადით ყველა ერის ხალხთან და ჩემს მოწაფეებად მოამზადეთ ისინი; მონათლეთ მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით, ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც ჩემგან ისწავლეთ“ (მათ. 28:19, 20). მოდი მივბაძოთ იესოს, გამოვავლინოთ მოთმინება და გვახსოვდეს, რომ დიდებული მომავალი, მარადიული სიცოცხლე გველის (ებრ. 12:2). ჩვენ, ქრისტეს მოწაფეებს, უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს, რომ მონაწილეობა მივიღოთ იმ წინასწარმეტყველების შესრულებაში, რომელიც ბოლო დღეებს ეხება. იესომ თქვა: „იქადაგებენ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის საუწყებლად და მაშინ დადგება აღსასრული“ (მათ. 24:3, 14). თუ ამ საქმეში მთელ სულსა და გულს ჩავდებთ, იეჰოვას მიერ დაპირებულ ახალ ქვეყნიერებაში მარადიული სიცოცხლით დავტკბებით!

ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება