-
რწმენის გამოცდა ნაცისტურ ევროპაშიგამოიღვიძეთ! — 2003 | თებერვალი 8
-
-
20-იანი წლების მიწურულს წარმოშობით იუგოსლავიელი ახალგაზრდა, ვინთსენც პლატაისი, გავიცანით. მას ჩვენ ვინკო შევარქვით. ვინკოს ბიბლიის მკვლევარებთან (ასე იყვნენ ცნობილი იეჰოვას მოწმეები იმხანად) ჰქონდა ურთიერთობა. მალე ბიბლიის ერთმა მკვლევარმა დაიწყო სახლში ჩვენი მონახულება. რადგან მამას დედაჩემისთვის აკრძალული ჰქონდა ეკლესიაში სიარული, დედამ ვინკოს ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა ღვთის თაყვანისცემა სახლში. მან ამოუკითხა საქმეების 17:24, სადაც წერია: „[ღმერთი] ხელთქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს“, და განმარტა, რომ თაყვანისსაცემად სახლი სწორედ რომ შესაფერისი ადგილი იყო. დედა კმაყოფილი დარჩა და იმ დროიდან მოყოლებული ესწრებოდა შეხვედრებს, რომლებიც ბიბლიის მკვლევართა სახლებში ტარდებოდა.
-
-
რწმენის გამოცდა ნაცისტურ ევროპაშიგამოიღვიძეთ! — 2003 | თებერვალი 8
-
-
1928 წელს, ვინკო და ჩემი და ჟოზეფინა — ანუ პეპი, როგორც ჩვენ შევარქვით — იეჰოვასადმი თავის მიძღვნის ნიშნად წყალში მოინათლნენ. მოგვიანებით კი დაქორწინდნენ და მომდევნო წელს ქალაქ ლიევენში ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც ფინი დაარქვეს. სამი წლის შემდეგ მათ სრული დროით მსახურების დაწყება სთხოვეს იუგოსლავიაში, სადაც იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა შეზღუდული იყო. უამრავი სიძნელის მიუხედავად, მათ არ განელებიათ სიხარული და ენთუზიაზმი იეჰოვას მსახურებაში. მათი კარგი მაგალითის შემხედვარეს, მეც გამიჩნდა სურვილი, სრული დროით მსახურება დამეწყო.
-
-
რწმენის გამოცდა ნაცისტურ ევროპაშიგამოიღვიძეთ! — 2003 | თებერვალი 8
-
-
ვინკო სიკვდილამდე ერთგული რჩება
გერმანიის ჯარი იუგოსლავიაში 1941 წელს შევიდა. პეპი, მისი ქმარი ვინკო და მათი 12 წლის გოგონა ფინი იძულებული გახდნენ, სახლში, ავსტრიაში, დაბრუნებულიყვნენ. იმ დროისთვის იეჰოვას ავსტრიელ მოწმეთა უმრავლესობა ციხეებში ან საკონცენტრაციო ბანაკებში იმყოფებოდა. რადგან მოქალაქეობა არ ჰქონდათ — ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ იყვნენ გერმანიის მოქალაქეები — მათ იძულებითი მუშაობა მიუსაჯეს სამხრეთ ავსტრიის ერთ მეურნეობაში, ჩვენი სახლიდან არც ისე შორს.
მოგვიანებით, 1943 წლის 26 აგვისტოს, გესტაპომ (ფაშისტების საიდუმლო პოლიცია) ვინკო დააპატიმრა. როდესაც ფინი მამასთან გამომშვიდობებას შეეცადა, პოლიციის უფროსმა ისე ძლიერ გაარტყა, რომ ოთახის მეორე ბოლოში გადაისროლა. გესტაპოელები ვინკოს ხშირად უწყობდნენ დაკითხვას და არაადამიანურად სცემდნენ, ბოლოს კი მიუნხენის შტადელხაიმის ციხეში გადაიყვანეს.
1943 წლის 6 ოქტომბერს პოლიციამ სამსახურში დამაპატიმრა და მეც შტადელხაიმის ციხეში ჩამსვეს, სადაც ვინკო იმყოფებოდა. რადგან ფრანგული კარგად ვიცოდი, თარჯიმნად მიყენებდნენ ფრანგ სამხედრო ტყვეებთან სასაუბროდ. ციხის ეზოში გასეირნებების დროს საშუალება მეძლეოდა, ვინკოსთვის ახალი ამბები მომეყოლა.
ბოლოს ვინკოს სიკვდილი მიუსაჯეს. მას ბრალად დასდეს იეჰოვას მოწმეების მომარაგება ბიბლიური ლიტერატურით და ფინანსური დახმარების გაწევა იეჰოვას მოწმე ქალებისთვის, რომელთა ქმრები საკონცენტრაციო ბანაკებში იმყოფებოდნენ. იგი ბერლინის მახლობლად, იმავე საპატიმროში გადაიყვანეს, სადაც ვილი დასაჯეს სიკვდილით. ამ ციხეში 1944 წლის 9 ოქტომბერს მას თავი მოჰკვეთეს.
ვინკოს ბოლო შეხვედრა თავის ოჯახთან გულსაკლავი სანახაობა იყო. ცოლსა და ქალიშვილს ის ბორკილდადებული და ნაცემი დახვდათ და რადგან შებორკილი იყო, ვერც კი გადაეხვია მათ. ფინი 14 წლის იყო, როდესაც საბოლოოდ ნახა მამა. მას კვლავაც ახსოვს მისი უკანასკნელი სიტყვები: „დედაშენს მიმიხედე, ფინი!“.
-