‘მოუთმენლად ველი მომავალ სამოთხეს’
ასეთი რამ თქვა 14 წლის ალექსანდრემ წერილში, რომელიც მან საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ რუსეთში არსებულ ფილიალს მისწერა. ამ რუს ბიჭს მისცეს „საგუშაგო კოშკის“ რამდენიმე ეგზემპლარი და იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული სხვა ლიტერატურა. თავის წერილში ის ამბობდა:
„როდესაც მშობლებთან ერთად მატარებლით ხაბაროვსკში მივემგზავრებოდი, იეჰოვას მოწმეები შეგვხვდნენ. ისინი ბევრს გვესაუბრნენ ბოლო დღეებთან და დედამიწაზე მარადიულ ცხოვრებასთან დაკავშირებულ ბიბლიურ წინაწარმეტყველებებზე“.
ამ ბიჭმა შემდეგი სიტყვებით დაასრულა თავისი წერილი: „როგორი სასიამოვნოა გაიგო, რომ მალე ბოროტებას ბოლო მოეღება და ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ დედამიწაზე! მე მოუთმენლად ველი იმ დროს, როდესაც დედამიწა მშვენიერ სამოთხედ იქცევა. დიდად მადლიერი ვიქნები, თუ მომწერთ, რა სახით ტარდება ბიბლიის შესწავლები“.