-
„იმხიარულონ კუნძულებმა“საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 აგვისტო
-
-
სულიერი საზრდოს თარგმნა
1980 წელს ფილიალმა მთარგმნელებად დაგვნიშნა. ამ საქმისთვის თავი სრულიად შეუფერებლად მიგვაჩნდა (1 კორ. 1:28, 29). თავდაპირველად, მთავრობისგან ძველი მიმეოგრაფი შევიძინეთ, რომლითაც კრების შეხვედრაზე განსახილველ მასალას ვბეჭდავდით. ჩვენ ტუვალუ ენაზე წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტებაც“ კი ვთარგმნეთ და სწორედ ამ მიმეოგრაფზე დავბეჭდეთ. დღემდე მახსოვს მელნის მძაფრი სუნი. არც ის მავიწყდება, თუ რამხელა ძალისხმევას მოითხოვდა ჩვენგან ტროპიკულ სიცხეში ლიტერატურის ხელით ბეჭდვა. ამ ყველაფერს ისიც ერთვოდა, რომ ელექტროენერგია არ გვქონდა!
ტუვალუ ენაზე თარგმნა მართლაც რთული იყო, ვინაიდან ამ ენაზე სახელმძღვანელოები, ფაქტობრივად, არ არსებობდა. ხანდახან იეჰოვა მათი მეშვეობით გვეხმარებოდა, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ველოდით ამას. ერთ დილას, შეცდომით მივადექი ერთი ასაკოვანი მამაკაცის კარს; იგი თურმე ადრე მასწავლებელი იყო. ამ კაცს ჭეშმარიტების შესახებ გაგონებაც კი არ სურდა. როგორც კი დამინახა, მითხრა, რომ მის კართან არ უნდა მივსულიყავი. თუმცა დასძინა: „მხოლოდ ერთი რამის თქმა მსურს. თქვენს თარგმანში ხშირად იყენებთ ვნებით გვარს. ტუვალუ ენაში კი ასე ხშირად ვნებითი გვარი არ გამოიყენება“. ამ კაცის ნათქვამი სხვებთან გადავამოწმე და იგი მართალი აღმოჩნდა. თარგმანში საჭირო ცვლილებები შევიტანეთ. ჩემთვის გასაოცარი ის იყო, რომ იეჰოვამ ჩვენს დასახმარებლად მოწინააღმდეგე გამოიყენა, რომელიც თურმე ჩვენს ლიტერატურას კითხულობდა!
„ცნობა სამეფოს შესახებ“ № 30 ტუვალუ ენაზე
პირველი გასავრცელებელი ლიტერატურა, რაც ტუვალუ ენაზე დაიბეჭდა, გახსენების საღამოსთვის განკუთვნილი მოსაწვევი იყო. ამას მოჰყვა „ცნობა სამეფოს შესახებ“ № 30, რომელიც ინგლისურის პარალელურად გამოიცა. ძალიან სასიხარულო იყო, რომ შეგვეძლო ხალხისთვის მათ მშობლიურ ენაზე მიგვეწოდებინა პუბლიკაციები. დროთა განმავლობაში, ტუვალუ ენაზე ხელმისაწვდომი გახდა ზოგიერთი ბროშურა და წიგნიც კი. 1983 წელს ავსტრალიის ფილიალმა კვარტალურად 24-გვერდიანი „საგუშაგო კოშკის“ გამოცემა დაიწყო, რაც შესაძლებლობას გვაძლევდა, რომ ყოველკვირეულად კრების შეხვედრაზე საშუალოდ შვიდი აბზაცი შეგვესწავლა. რა რეზონანსი მოჰყვა ამას ქვეყანაში? ვინაიდან ტუვალუელებს კითხვა უყვართ, ჩვენი ლიტერატურა ძალიან პოპულარული გახდა. თითოეული ახალი პუბლიკაციის გამოცემის შესახებ სახელმწიფო რადიო „ახალ ამბებში“ იუწყებოდა; ზოგჯერ ასეთი ინფორმაცია გაზეთშიც ხვდებოდა.a
თავდაპირველად, თარგმნისას ვიყენებდით კალამსა და ფურცელს. მოგვიანებით, ხელნაწერები საბეჭდ მანქანაზე არაერთგზის იკრიფებოდა, რის შემდეგაც ის ავსტრალიის ფილიალში იგზავნებოდა. რაღაც დროის განმავლობაში, ამ ფილიალში ორ დას, რომლებმაც ტუვალუ ენა არ იცოდნენ, კომპიუტერში ხელით შეჰყავდათ თითოეული ხელნაწერი. ამგვარი სისტემის მეშვეობით ტექსტის ორი ვერსია მიიღებოდა და მათი ურთიერთშედარების წყალობით, ნაკლები შეცდომა იპარებოდა. ჩამოსხმული ტექსტები ფოსტის მეშვეობით შესამოწმებლად გვიბრუნდებოდა და საბოლოოდ, ისევ ავსტრალიის ფილიალში ვგზავნიდით დასაბეჭდად.
დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა. მთარგმნელობით ჯგუფებს ნათარგმნი ტექსტი კომპიუტერში თავად შეჰყავთ. ხშირ შემთხვევაში, შემოწმებული ტექსტის ჩამოსხმა ადგილობრივად ხდება და კომპოზიციის შედეგად შექმნილი მზა ფაილები დასაბეჭდად შესაბამის ფილიალებს ინტერნეტით ეგზავნებათ. ასე რომ, მეტად აღარაა საჭირო ფოსტაში გაქცევა, როგორც ამას მანამდე ვაკეთებდით ხოლმე, რათა ხელნაწერებს დანიშნულების ადგილამდე დროულად ჩაეღწია.
ახალი დავალებები
წლების განმავლობაში მე და ჯენი ახალ დავალებებს წყნარი ოკეანის სხვადასხვა კუნძულზე ვიღებდით. 1985 წელს ტუვალუდან სამოას ფილიალში გადაგვიყვანეს. იქ ჩვენ ვეხმარებოდით მთარგმნელებს, რომლებიც პუბლიკაციებს სამოურ, ტონგა და ტოკელაუ ენებზე თარგმნიდნენ, თუმცა, იმავდროულად, ტუვალუ ენაზეც ვთარგმნიდით.b 1996 წელს ფიჯის ფილიალში გადავედით, სადაც ვთანამშრომლობდით მთარგმნელებთან, რომლებიც თარგმნიდნენ ფიჯურ, კირიბატულ, ნაურუ, როტუმა და ტუვალუ ენებზე.
-
-
„იმხიარულონ კუნძულებმა“საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 აგვისტო
-
-
მაგალითად, ერთხელ, როცა საკითხი დადგა იმის თაობაზე, ღირდა თუ არა ძალისხმევად ტუვალუ ენაზე პუბლიკაციების თარგმნა, ძალიან გამამხნევა, ხელმძღვანელი საბჭოსგან მიღებულმა პასუხმა: „ვერ ვხედავთ მიზეზს, რის გამოც უნდა შეწყდეს ტუვალუ ენაზე ჩვენი პუბლიკაციების თარგმნა. მართალია, ამ ენაზე მოსაუბრეთა რიცხვი სხვა ენობრივ ჯგუფებთან შედარებით მცირეა, მაგრამ ამ ხალხს ნამდვილად უნდა შეეძლოს საკუთარ ენაზე სასიხარულო ცნობის მოსმენა“.
ნათლობა წყნარი ოკეანის ლაგუნაში
-