საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • თვითმფრინავით მგზავრობა უსაფრთხოების ძიებაში
    გამოიღვიძეთ! — 2002 | დეკემბერი 8
    • ...და კვლავ თვითმფრინავში

      თვითმფრინავით მგზავრობისგან ოთხთვიანი თავშეკავების შემდეგ ალექსმა გადაწყვიტა, რომ უკვე დრო იყო, თავის ფობიას გამკლავებოდა. ბოსტონის ლოგენის საერთაშორისო აეროპორტში პოლიციელებისა და ეროვნული გვარდიის მცველების ყოფნას უკვე აღარ აუღელვებია იგი. აღარც კონტროლის გავლისას გრძელ რიგებში დგომასა და ბარგის ხელით შემოწმებას აუფორიაქებია.

      რადგან ალექსს ავიატრანსპორტით უსაფრთხო მგზავრობის სურვილი ჰქონდა, ყოველივე ეს მან კარგის მომასწავებელ ნიშნად აღიქვა და დამშვიდდა. თვითმფრინავში ასვლისას ალექსს ცოტათი კიდევ ასხამს ოფლს და გულისცემაც ცოტა უჩქარდება, მაგრამ, როგორც თვითონ ამბობს, როდესაც ხელით შემოწმებულ ხელბარგს სავარძლის ზემოთ არსებულ სათავსში დებს, იგი გაცილებით უკეთ გრძნობს თავს.

  • თუ უსაფრთხოდ მგზავრობა გსურთ
    გამოიღვიძეთ! — 2002 | დეკემბერი 8
    • თუ უსაფრთხოდ მგზავრობა გსურთ

      ზოგს შეიძლება ძალიან აშინებდეს დედამიწის ზემოთ 11 000 კილომეტრზე ფრენა. მათი აზრით, ასეთი რამ ადამიანისთვის თითქოს არაბუნებრივია. რადგან ავიატრანსპორტით უსაფრთხოდ და საიმედოდ მგზავრობის უზრუნველსაყოფად ახალი, გაცილებით უფრო მკაცრი ზომები მიიღეს, ამ ფოლადის თხელი მილებისგან შედუღებული საფრენი აპარატის კორპუსით ჰაერში სწრაფი სიჩქარით გადაადგილების საფრთხე მინიმუმამდე იქნა დაყვანილი. მაგრამ მწარე სინამდვილე იმაზე მეტყველებს, რომ ავიაკატასტროფები დროდადრო მაინც შეიძლება მოხდეს.

      შიშის დაძლევა

      რეალური საფრთხის მიუხედავად, ადამიანებს ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან ჰქონდათ ფრენის სურვილი. ქრისტემდე ათი საუკუნით ადრე მეფე დავითმა დაწერა: „ვინ მომცემს ფრთას, ვითარცა მტრედს? გავფრინდებოდი და დავბინავდებოდი“ (ფსალმუნი 54:7). როგორც დავინახეთ, თანამედროვე ტექნოლოგიის წყალობით თვითმფრინავი გადაადგილების ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო საშუალება გახდა. მართალია, საჰაერო ტრანსპორტი სრულყოფილი არ არის, მაგრამ დღევანდელ მსოფლიოში არაფერია სრულიად უსაფრთხო ან პროგნოზირებადი.

      მნიშვნელოვანია, ყოველთვის გვახსოვდეს ამის შესახებ, განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვას ვერ ვანდობთ საკუთარ თავს. ზოგი შეიძლება ფიქრობს, რომ რაც უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება, თავად აკონტროლოს სიტუაცია, მით უფრო მშვიდად იგრძნობს თავს. ასეთ ადამიანებს შეიძლება ძალიან გაუჭირდეთ ისეთ სიტუაციაში ყოფნა, როდესაც მათზე ძალიან ცოტა რამ ან საერთოდ არაფერია დამოკიდებული. საჰაერო ტრანსპორტით მგზავრობა სწორედ რომ ასეთ შემთხვევას განეკუთვნება.

      მართალია დღესდღეობით ყოველ ღონეს ხმარობენ, რომ მგზავრებმა უფრო უსაფრთხოდ იმგზავრონ ავიატრანსპორტით, მაგრამ ეს არ იძლევა უსაფრთხოების სრულ გარანტიას. პოტენციური საშიშროების მინიმუმამდე შემცირებას შეიძლება ხელი შეუწყოს ყველაფერმა, რაც ფრენასთან არის დაკავშირებული. მთავრობის წარმომადგენლები დღემდე იძლევიან გაფრთხილებას მოსალოდნელი საშიშროებების შესახებ. ბრძნულ ბიბლიურ იგავში ნათქვამია: „გონიერი ხედავს ბოროტებას და თავს არიდებს“ (იგავნი 22:3). გონივრულია იმის აღიარება, რომ პრაქტიკულად ნებისმიერ საქმიანობას ახლავს თან გარკვეული რისკ-ფაქტორი. კარგია, თუ ამ საკითხსაც ასეთივე სწორი თვალსაზრისით მივუდგებით და ყოველთვის გვემახსოვრება, რომ, როგორც სხვა შემთხვევებში, თვითმფრინავით ფრენის დროსაც საჭიროა წინდახედულობის გამოვლენა და საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა.

      ისინი, ვინც ხშირად მგზავრობენ თვითმფრინავით, უფრო კარგად არიან მომზადებული ასეთ კრიტიკულ დროს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს იმით აიხსნება, რომ სხვა მგზავრებთან შედარებით ისინი უფრო კარგად იცნობენ აეროპორტებსა და თვითმფრინავებს. თქვენც შეგიძლიათ ასეთივე ცოდნის მიღება და სიმშვიდის შენარჩუნება, თუ ამ სტატიის თანმხლებ ჩარჩოებში ჩამოთვლილ რჩევებს გაითვალისწინებთ.

  • თუ უსაფრთხოდ მგზავრობა გსურთ
    გამოიღვიძეთ! — 2002 | დეკემბერი 8
    • [ჩარჩო⁄სურათი 12 გვერდზე]

      დაამშვიდეთ ოჯახის წევრები

      თუკი სამგზავროდ ემზადებით, აქ მოცემული რჩევები ოჯახის წევრების დამშვიდებაში დაგეხმარებათ. აღებულია წყაროდან: United Behavioral Health Web site

      დაელაპარაკეთ ოჯახის წევრებს. გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე გამონახეთ დრო, რომ საყვარელ ადამიანებს თქვენი და მათი უსაფრთხოების შესახებ დაელაპარაკოთ. ესაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა უსაფრთხოების ახალი ზომებია მიღებული აეროპორტებში და აუხსენით, როგორ შეუწყობს ეს ხელს თქვენს უსაფრთხო მგზავრობას.

      მიეცით მათ თავიანთი განცდების გამოხატვის საშუალება. არ შეუშალოთ ხელი ოჯახის წევრებს თავიანთი წუხილის გამოთქმაში. მათ უყვარხართ და თქვენი უსაფრთხოება აღელვებთ. ყურადღებით მოუსმინეთ და არ განსაჯოთ ისინი მათი განცდების გამო. სერიოზულად შეხედეთ იმას, რაც მათ ასე აშინებთ და აღელვებთ.

      გულწრფელად დაამშვიდეთ. დაელაპარაკეთ იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობს სხვადასხვა სააგენტო ტერორისტული აქტების თავიდან აცილებას. ისინი უსაფრთხოების უფრო მკაცრ ზომებს იღებენ არა მხოლოდ აეროპორტებში, არამედ თვითმფრინავშიც. ამიტომაც, იმის ალბათობა, რომ თვითმფრინავში რაღაც დაგემართებათ, ძალიან მცირეა.

      არ დაკარგოთ კონტაქტი. შეჰპირდით, რომ ჩასვლისთანავე დაურეკავთ. სისტემატურად შეეხმიანეთ ხოლმე მათ, სანამ სახლიდან შორს იქნებით. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის წევრებმა იცოდნენ, როგორ დაგიკავშირდნენ საგანგებო სიტუაციის შექმნისას.

      [საავტორო უფლება]

      აღებულია წყაროდან: United Behavioral Health Web site

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება