საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g 9/13 გვ. 14-15
  • ჩჟენ ჰე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ჩჟენ ჰე
  • გამოიღვიძეთ! — 2013
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ძალა, ვაჭრობა და ხარკი
  • სარჩევი
    გამოიღვიძეთ! — 2013
  • ახალგაზრდები და ინტერნეტი
    გამოიღვიძეთ! — 2007
  • როგორ შეუძლია ამინდს შეცვალოს ისტორიის სვლა
    გამოიღვიძეთ! — 2011
  • „ქითიმის ხომალდები“ ხმელთაშუა ზღვაში
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2013
g 9/13 გვ. 14-15

წარსულის სახეები

ჩჟენ ჰე

„უკიდეგანო ოკეანეში ასი ათას ლიზეa მეტი ვიცურეთ, მთასავით აზვირთებულ ტალღებს მივაპობდით. სადღაც, ქვეყნის დასალიერში ბარბაროსებით დასახლებული მიწები მოჩანდა. ღრუბელივით გაშლილი იალქნების წყალობით ჩვენი ხომალდები დღისით თუ ღამით, შეუჩერებლად წინ მიიწევდა და აბობოქრებულ ტალღებს ისე კვეთდა, თითქოს ხმელეთზე მივაბიჯებდით“ (ეს სიტყვები ეკუთვნის ჩჟენ ჰეს. მე-15 საუკუნე, სტელაზე გაკეთებული წარწერა, ქალაქი ჩანლე, ფუძიანის პროვინცია, ჩინეთი).

ჩინეთი საოცრებების ქვეყანაა. ის უზარმაზარ ტერიტორიას ფლობს, მისი მოსახლეობა მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანია. ჩინელებმა ააშენეს „ჩინეთის დიდი კედელი“, რაც მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთ გრანდიოზულ ნაგებობად ითვლება. მინის დინასტიის იმპერატორებმა იონგლემ და სუან-ძიმ შექმნეს უდიდესი საზღვაო ფლოტი, რომლის მსგავსი მომდევნო ხუთი საუკუნის განმავლობაში არ შექმნილა. ფლოტის ადმირალი გახლდათ მუსლიმანი ჩჟენ ჰე, სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთიდან.

ძალა, ვაჭრობა და ხარკი

წარწერა, რომლის ამონარიდი სტატიის დასაწყისში იყო მოყვანილი, გვამცნობს, რომ ჩჟენ ჰეს მისია იყო, „წარმოეჩინა (იმპერიის) ძალა და ღირსება და ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ხალხს კეთილად მოქცეოდა“. მის მოგზაურობებს შედეგად ის მოჰყვა, რომ „ჰორიზონტს გადაღმა თუ დედამიწის კიდეებში მცხოვრები ყველა ხალხი [ჩინეთს] დაემორჩილა . . . ზღვის გადაღმა მცხოვრები ბარბაროსები . . . [იმპერატორის წინაშე] ძვირფასი საჩუქრებით ხელდამშვენებული წარდგებოდნენ ხოლმე“.

[რუკა 15 გვერდზე]

რამდენიმე პორტი, რომლებსაც ჩჟენ ჰეს ფლოტი მიადგა

დროთა განმავლობაში მინის დინასტიის იმპერატორების მხარდაჭერით განხორციელებული საზღვაო ექსპედიციები კრიტიკოსთა დავის საგანი გახდა. ზოგის აზრით, ჩჟენ ჰე იყო ძლიერი და, ამავე დროს, მშვიდობიანი ქვეყნის ცივილიზებული და კეთილმოსურნე წარმომადგენელი. ზოგი კი ფიქრობდა, რომ ის აგრესიულ პოლიტიკას ატარებდა ვასალი ქვეყნების მიმართ. სინამდვილეში, ჩჟენ ჰე ძვირფას საჩუქრებსა და პოლიტიკურ მხარდაჭერას სთავაზობდა იმ მმართველებს, რომლებიც მას კეთილგანწყობით ხვდებოდნენ, ხოლო მათ მიმართ, ვინც უარს იტყოდა იმპერატორის მორჩილებასა და ხარკის გადახდაზე, ძალას მიმართავდა და ტყვეებად მიჰყავდა. ჩჟენ ჰეს შთამბეჭდავი ექსპედიციების შედეგად ინდოეთის ოკეანის მრავალი ქვეყნის მმართველმა თავისი წარმომადგენლები გაგზავნა ჩინეთში, რათა იმპერატორისთვის პატივი მიეგოთ.

ჩჟენ ჰეს ექსპედიციების მიზანი სხვა რამეც იყო. შორეულ პორტებში სავაჭროდ გაჰქონდათ უნიკალური ლაქის ნაკეთობები, ფაიფური და ჩინელი ხელოსნების მიერ დამზადებული აბრეშუმი. უკან კი მეზღვაურები ძვირფასი ქვებით, სპილოს ძვლებით, სანელებლებით, ტროპიკული ხეებითა და სხვა ძვირფასი ნივთებით დატვირთულები ბრუნდებოდნენ. ერთხელ მათ ჩინეთში ჟირაფიც კი ჩაიყვანეს, რამაც, როგორც ამბობენ, დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. ნივთებისა და იდეების ასეთმა გაცვლა-გამოცვლამ მსოფლიოს გააცნო მე-15 საუკუნის ჩინეთის ცივილიზაცია.

ასეთი საუცხოო ექსპედიციები მეტად აღარ გაგრძელებულა. ჩჟენ ჰეს მოგზაურობებიდან ათეულობით წლის შემდეგ ჩინეთმა შეწყვიტა სავაჭრო და დიპლომატიური ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან. ახალი იმპერატორი და მისი კონფუციონისტი მრჩევლები მიიჩნევდნენ, რომ საჭირო არ იყო ჩინეთის საზღვრებს გარეთ გასვლა და ამიტომ ცდილობდნენ, ქვეყანა გარესამყაროს მოეწყვიტათ. მათ დავიწყებას მისცეს ყველაფერი, რაც ამ შთამბეჭდავ მოგზაურობებთან იყო დაკავშირებული. გაანადგურეს არა მარტო მეზღვაურთა ჩანაწერები, არამედ თვით ხომალდებიც კი. ჩინეთში თუ ჩინეთს გარეთ ხალხმა მხოლოდ ბოლო წლებში გაიგო იმ დიდებული ეპოქის შესახებ, როდესაც ჩჟენ ჰეს უძლეველი ფლოტი ზღვებს იპყრობდა.

a „ლი“ სიგრძის საზომი ერთეულია ჩინეთში. მისი სიდიდე საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა. ფიქრობენ, რომ ჩჟენ ჰეს დროს ერთი ლი დაახლოებით ნახევარ კილომეტრს უდრიდა.

ისტორიული ცნობები:

  • მინის დინასტიის ფლოტმა ჩჟენ ჰეს ხელმძღვანელობით შვიდი მსხვილმასშტაბიანი საზღვაო ექსპედიცია მოაწყო 1405—1433 წლებში.

  • ფლოტი შედგებოდა 200 ან მეტი ხომალდისგან, რომელთა შორის იყო სამხედრო ხომალდები, სატვირთო გემები, წყლის ტანკერები, ცხენების გადასაყვანი გემები და სხვა. ფლოტს 27 000-ზე მეტი ადამიანი გადაჰყავდა. მათ შორის იყვნენ მეზღვაურები, სახელმწიფო მოხელეები, ჯარისკაცები, ვაჭრები და მომსახურე პერსონალი.

  • პირველ მსოფლიო ომამდე არც ერთ ერს არ შეუქმნია ისეთი მძლავრი ფლოტი, როგორიც ჩჟენ ჰემ შექმნა. მისი ფლოტი მიადგა შორეული აღმოსავლეთისა და ინდოეთის ოკეანის სანაპიროებს და აღმოსავლეთ აფრიკამდეც კი ჩააღწია.

  • ჩჟენ ჰეს სამი მეზღვაური ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აწარმოებდა ჩანაწერებს, რაც ბევრ რამეს გვაგებინებს მისი მოგზაურობების შესახებ.

ჩჟენ ჰეს ძვირფასი ხომალდები — ზომები და რაოდენობა

მინის დინასტიის დროინდელი ისტორიული ჩანაწერები მოგვითხრობს, რომ ჩჟენ ჰეს ძვირფასი ხომალდები წარმოუდგენლად დიდი ზომის იყო — სიგრძით დაახლოებით 136 მეტრი, სიგანით კი — 56 მეტრი. მკვლევრები ეჭვის თვალით უყურებენ ამ ციფრებს, რადგან 90 მეტრზე მეტი სიგრძის ხის ხომალდების აგება არარეალურად მიაჩნიათ.

ამ თემასთან დაკავშირებით ერთ სტატიაში ნათქვამია: „ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ჩანაწერებში გემების მასშტაბები გაზვიადებულია. უფრო რეალურია იმის დაჯერება, რომ გემი ყოფილიყო 60—75 მეტრი სიგრძის, ვიდრე 135 მეტრის“. როგორც უნდა ყოფილიყო, მე-15 საუკუნეში 60 მეტრი სიგრძის ხომალდები იშვიათი იყო, თუმცა ნამდვილად არსებობდა. ჩჟენ ჰეს ფლოტში კი 62 ასეთი გემი იყო.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება