საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სიმართლე აღმოცენდება სიონში
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • ამგვარად, ესაია ასრულებს თავის წინასწარმეტყველურ დავალებას, რომელიც გათვალისწინებულია «დასაწესებლად, რომ სიონზე მგლოვიარეთ მისცენ გვირგვინი ნაცრის ნაცვლად, სიხარულის ზეთი — გლოვის ნაცვლად, ქება-დიდების სამოსელი — მჭმუნვარების სულის ნაცვლად, რათა ეწოდოთ მათ სიმართლის მუხები — საუფლო ნერგი, რომ იდიდონ [„და მათ უნდა ეწოდოთ სიმართლის დიდი ხეები, იეჰოვას დანერგილნი, მის დასამშვენებლად“, აქ]» (ესაია 61:3).

  • სიმართლე აღმოცენდება სიონში
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • 12, 13. ა) ვინ იყვნენ „სიმართლის დიდი ხეები“ ბაბილონიდან დაბრუნებულთა შორის ძვ. წ. 537 წელს? ბ) ვინ იყვნენ „სიმართლის დიდი ხეები“ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან მოყოლებული?

      12 იეჰოვას კურთხევა თავისი ხალხისთვის იმით გამოიხატება, რომ მათ „სიმართლის დიდ ხეებს“ აძლევს. ვინ არიან ეს დიდი ხეები? ძვ. წ. 537 წლიდან ეს ისინი იყვნენ, ვინც სწავლობდა და ფიქრდებოდა ღვთის სიტყვაზე და ცდილობდა შესაბამებოდა იეჰოვასთვის მოსაწონ სამართლიან ნორმებს (ფსალმუნი 1:1—3; ესაია 44:2—4; იერემია 17:7, 8). ისეთი მამაკაცები, როგორიცაა ეზრა, ანგია, ზაქარია და მღვდელმთავარი იესო, ის გამოჩენილი „დიდი ხეები“ იყვნენ, რომლებიც იცავდნენ ჭეშმარიტებას და იბრძოდნენ ერის სულიერად დაბინძურების წინააღმდეგ.

      13 ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან მოყოლებული, იეჰოვამ დარგო მსგავსი „სიმართლის დიდი ხეები“ — გაბედული ცხებული ქრისტიანები — თავისი ახალი ერის, „ღვთის ისრაელის“, სულიერ სამფლობელოში (გალატელთა 6:16). საუკუნეების მანძილზე ამ „ხეების“ რაოდენობამ 144000-ს მიაღწია და მათ გამოიღეს სიმართლის ნაყოფი, რომელიც ამშვენებს იეჰოვას ანუ დიდება მოაქვს მისთვის (გამოცხადება 14:3). ამ ახოვანი „ხეებიდან“ უკანასკნელნი 1919 წლიდან ხარობენ, როცა ღვთის ისრაელის დარჩენილი წევრები იეჰოვამ დროებითი უმოქმედობისგან გამოაცოცხლა. მათთვის სულიერი წყლების მარაგის უხვად მიწოდებით იეჰოვამ წარმოქმნა მართალი, ნაყოფიერი ხეებისგან შემდგარი ნამდვილი ტყე (ესაია 27:6).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება