-
როგორ იქცა ქერქი ბოთლის საცობად? კორპის ისტორიაგამოიღვიძეთ! — 2011 | ივლისი
-
-
კორპი არის ქერქის გარეთა შრე, რომელიც კორპის მუხისგან მიიღება. მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი ქერქი. ის არის მსუბუქი, ცეცხლგამძლე და ელასტიკური.
კორპის მუხა ყოველ წელს იძლევა გამძლე ქერქს, თუ მას არ შეეხებიან. ასეთ შემთხვევაში ქერქს შეუძლია სისქეში 25 სანტიმეტრი გაიზარდოს. ეს ხისთვის ერთგვარი ქურქია, რომელიც მას სიცხისგან, სიცივისა და ტყეში გაჩენილი ცეცხლისგან იცავს. თუ ხეს შეეხებიან და ქერქს გააცლიან, კორპის მუხას დაახლოებით ათ წელიწადში ექნება ახალი ქერქი.
-
-
როგორ იქცა ქერქი ბოთლის საცობად? კორპის ისტორიაგამოიღვიძეთ! — 2011 | ივლისი
-
-
გარემოს „დამცველი“
კარგად შენახული კორპის ტყე იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანს შეუძლია მოსავალი ისე აიღოს, რომ გარემოს ზიანი არ მიაყენოს. ძველი კორპის მუხები ალამაზებს ქალაქგარეთა ტერიტორიას; მსხვილფეხა საქონელი, რომელიც კორპის მუხის ქვეშ ძოვს ბალახს, მის ჩრდილქვეშ აფარებს თავს და მისი ნაყოფით იკვებება. გარდა ამისა, ზაფხულის ხვატში კორპის მუხის ქვეშ საკმაოდ გრილა.
გადაშენების პირას მყოფ რამდენიმე სახეობის ფრინველს, მათ შორის ბეგობის არწივს, სვავსა და შავ ყარყატს, მოხერხებული ბუდე რომ გაიკეთოს, სწორედ დიდი კორპის მუხები სჭირდება. კორპის ტყე ერთ-ერთია იმ რამდენიმე ადგილიდან, სადაც გადაშენების პირას მისული იბერიული ფოცხვერი ჯერ კიდევ იდებს ბინას. ახლახან ველური ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა განაცხადა, რომ ამ სახეობის ფოცხვერის გადარჩენა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წარმატებული იქნება კორპის ინდუსტრია ესპანეთსა და პორტუგალიაში.
-
-
როგორ იქცა ქერქი ბოთლის საცობად? კორპის ისტორიაგამოიღვიძეთ! — 2011 | ივლისი
-
-
a კორპის მუხა მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში იზრდება, მაგრამ კორპისგან ნაწარმს კომერციული მიზნით, ძირითადად, ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ამზადებენ, სადაც კორპის მუხა ბუნებრივად იზრდება.
-