-
პირველი ვაი და კალიების შემოსევაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
„მათ მითითება მიეცათ, რომ არ ევნოთ არც დედამიწის ბალახეულისთვის, არც რაიმე მწვანე მცენარისთვის და არც რომელიმე ხისთვის, არამედ მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ღვთის ბეჭედი არ ექნებოდათ შუბლზე.
-
-
პირველი ვაი და კალიების შემოსევაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
10. ა) პირველ რიგში, ვის წინააღმდეგ არის წყლული მიმართული, და რა მდგომარეობაში აგდებს მათ? ბ) როგორი ტანჯვა იგულისხმება? (იხილეთ სქოლიო)
10 საინტერესოა, რომ ეს წყლული პირველ რიგში უბრალო ხალხისა და გავლენიანი ადამიანების, დედამიწის „ბალახეულობისა“ და „ხეების“ წინააღმდეგ არ არის მიმართული (შეადარეთ გამოცხადების 8:7). კალიები ვნებენ მათ, ვისაც შუბლზე ღვთის ბეჭედი არა აქვთ. ესენი ქრისტიანული სამყაროს წარმომადგენლები არიან, რომლებსაც თავი ბეჭედდასმულებად მოაქვთ, მაგრამ საქმეებით საპირისპიროს ამტკიცებენ (ეფესოელები 1:13, 14). როგორც ვხედავთ, კალიების გაცხადებული განაჩენი, პირველ რიგში, ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლებს ტანჯავდა. ამ თავდაჯერებულ ხალხს მართლა დატანჯავდა იმის გაგება, რომ ისინი არათუ ზეცისკენ ვერ გაუძღვებოდნენ სამწყსოს, არამედ თვითონაც ვერ მოხვდებოდნენ იქd. მათზე მართლდება იესოს სიტყვები: „ბრმას ბრმა მიუძღვის“ (მათე 15:14).
-