საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იესოს კლავენ გოლგოთაზე
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
    • იესო ძელზეა გაკრული; იქვე დგანან ასისთავი და იესოს ზოგი მოწაფე, მათ შორის მარიამი და იოანე.

      ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 90

      იესოს კლავენ გოლგოთაზე

      უფროსმა მღვდლებმა იესო გამგებელ პილატესთან წაიყვანეს სასახლეში. მან ჰკითხა მათ: რაში ადანაშაულებთ ამ კაცს? მღვდლებმა მიუგეს: ის აცხადებს, რომ მეფეა! პილატემ იესოს ჰკითხა: „შენა ხარ იუდეველთა მეფე?“. იესომ უპასუხა: „ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის“.

      ამის შემდეგ პილატემ იესო გალილეის მმართველთან, ჰეროდესთან, გაგზავნა; აინტერესებდა, ჰეროდე თუ იპოვიდა რაიმე მიზეზს იესოს დასასჯელად. მაგრამ ჰეროდემაც ვერაფერში დასდო იესოს ბრალი და ისევ პილატეს გაუგზავნა უკან. პილატემ ხალხს მიმართა: ვერც ჰეროდემ და ვერც მე ვერაფერი ვიპოვეთ ამ კაცის საწინააღმდეგოდ. ამიტომ გავათავისუფლებ მას. ამის მოსმენაზე ხალხი აყვირდა: მოკალი ეგ კაცი, მოკალი! ჯარისკაცები იესოს შოლტით სცემდნენ და აფურთხებდნენ. მას თავზე ეკლის გვირგვინი დაადგეს და დაცინვით ეუბნებოდნენ: მოგესალმებით, იუდეველთა მეფეო! პილატემ ხალხს გაუმეორა: ამ კაცს ცუდი არაფერი ჩაუდენია. მაგრამ ისინი უფრო აყვირდნენ: „ბოძზე გააკარი!“. ბოლოს პილატემ იესო მათ გადასცა, რომ სიკვდილით დაესაჯათ.

      იესო წაიყვანეს ადგილზე, რომელსაც „გოლგოთა“ ერქვა. იქ ძელზე გააკრეს ის. ძელზე გაკრულმა იესომ იეჰოვას მიმართა ლოცვით: მამა, აპატიე მათ, რადგან არ იციან, რას აკეთებენ. ხალხი კი მასხრად იგდებდა იესოს და ეუბნებოდა: თუ ღვთის ძე ხარ, იხსენი შენი თავი და ჩამოდი ძელიდან.

      ერთმა ბოროტმოქმედმა, რომელიც იესოს გვერდით იყო ძელზე გაკრული, ასეთი რამ სთხოვა მას: „გამიხსენე, როცა შენს სამეფოში იქნები“. იესო მას დაჰპირდა: „ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“. შუადღისას ირგვლივ ყველგან სიბნელე ჩამოწვა სამი საათის განმავლობაში. ძელთან ახლოს იდგა იესოს ზოგი მოწაფე, მათ შორის იყო მარიამიც, იესოს დედა. იესომ იოანეს დაავალა, რომ მარიამზე ისე ეზრუნა, როგორც საკუთარ დედაზე.

      ბოლოს იესომ თქვა: შესრულდა! მან თავი დახარა და უკანასკნელად ამოისუნთქა. ამ დროს ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ტაძრის მძიმე ფარდა, რომელიც წმინდასა და წმინდათაწმინდას ერთმანეთისგან ჰყოფდა, ორად გაიხა. გაოცებულმა ასისთავმა წამოიძახა: ეს ნამდვილად ღვთის ძე იყო!

      „რამდენი დანაპირებიც არ უნდა ჰქონდეს ღმერთს, ყველა მათგანი „დიახ“ ხდება მისი წყალობით“ (2 კორინთელები 1:20).

      კითხვები: რატომ დართო პილატემ ხალხს იმის ნება, რომ მოეკლათ იესო? როგორ აჩვენა იესომ, რომ საკუთარ თავზე მეტად სხვებზე ზრუნავდა?

      მათე 27:11–14, 22–31, 38–56; მარკოზი 15:2–5, 12–18, 25, 29–33, 37–39; ლუკა 23:1–25, 32–49; იოანე 18:28–19:30

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება