საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს . . .“
    „მოდი და გამომყევი“
    • პონტიუს პილატე მტრულად განწყობილ ხალხს იესოს წარუდგენს, რომელსაც ძოწისფერი მოსასხამი მოსავს და თავზე ეკლის გვირგვინი ადგას.

      1—4. ა) რა მოხდა, როდესაც პილატემ გახელებულ ბრბოს იესო სასახლის ეზოში წარუდგინა? ბ) როგორ შეხვდა იესო დამცირებასა და ტანჯვას, და რა მნიშვნელოვანი კითხვები წამოიჭრება?

      „აი კაცი!“ ასე წარუდგინა რომაელმა მმართველმა პონტიუს პილატემ იესო ქრისტე გახელებულ ბრბოს, რომელიც ახ. წ. 33 წელს, პასექის დღეს, დილაადრიან სასახლის ეზოში შეკრებილიყო (იოანე 19:5). რამდენიმე დღით ადრე, როდესაც იესო, როგორც ღვთის დანიშნული მეფე, იერუსალიმში შედიოდა, ხალხი დიდი შეძახილებით ეგებებოდა. იმ დილით კი გაბოროტებული ბრბო სულ სხვანაირად მოიქცა.

      2 იესოს ძოწისფერი მოსასხამი მოასხეს, ისეთი, როგორსაც სამეფო საგვარეულო ატარებდა, და თავზე ეკლის გვირგვინი დაადგეს. მაგრამ ამ მოსასხამით, რომელიც გადატყავებულ, სისხლიან ზურგზე მოასხეს, და გვირგვინით, რომელიც მჭიდროდ დაადგეს დასისხლიანებულ თავზე, მასხრად აიგდეს იესო, როგორც ღვთის დანიშნული მეფე. უფროსი მღვდლები გაჰყვიროდნენ: „ბოძზე გააკარი! ბოძზე გააკარი!“ არც ხალხმა შეიბრალა ისედაც ნაწამები კაცი; მღვდლებისგან წაქეზებულნი თავადაც გაიძახოდნენ: „სიკვდილს იმსახურებს“ (იოანე 19:1—7).

      3 იესო ღირსეულად და გაბედულად ითმენდა დამცირებასა და წამებას, და ერთხელაც არ დაუწუწუნიაa. ის მზად იყო, მომკვდარიყო.

  • „იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს . . .“
    „მოდი და გამომყევი“
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება