საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • თქვენც უჭერთ მხარს იეჰოვას უზენაეს მმართველობას?
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 დეკემბერი
    • მისაბაძი მაგალითი

      12, 13. ა) ეხმაურებიან თუ არა დღეს სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას? ბ) რაზე უნდა დავფიქრდეთ, რომ ქრისტეს ნაკვალევს მივყვეთ?

      12 სამეფოს შესახებ ქადაგება დღეს მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს, როგორც ეს იესომ იწინასწარმეტყველა (მათე 24:14). ღმერთს მილიონობით ადამიანი უძღვნის თავს. მათ ახარებთ ის, რომ ღვთის სამეფო კურთხევებს მოუტანთ. მოუთმენლად ელიან იმ დროს, როდესაც დედამიწაზე მშვიდობა დამყარდება, და ამის შესახებ სხვებსაც ესაუბრებიან (ფსალმუნი 37:11; 2 პეტრე 3:13). თუ ღვთის სამეფოს შესახებ თქვენც ქადაგებთ, შექებას იმსახურებთ. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც გვმართებს დაფიქრება.

      13 მოციქულმა პეტრემ დაწერა: „ქრისტეც ხომ თქვენთვის ეტანჯა და მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ერთგულად მიჰყვეთ მის ნაკვალევს“ (1 პეტრე 2:21). საინტერესოა, რომ ამ შემთხვევაში პეტრემ იმაზე კი არ გაამახვილა ყურადღება, რომ იესო ენთუზიაზმით ქადაგებდა და დახელოვნებული მასწავლებელი იყო, არამედ იმაზე, რომ იესო ეტანჯა. პეტრე თვითმხილველი იყო იმისა, რომ იესო საკუთარი სურვილით ეტანჯა, რათა იეჰოვას უზენაესობისთვის დაეჭირა მხარი და სატანა სიცრუეში ემხილებინა. ჩვენ როგორ მივყვეთ იესოს ნაკვალევს? ვკითხოთ საკუთარ თავს: „რამდენად მზად ვარ იმისათვის, რომ თუ საჭიროა, ვიტანჯო კიდეც იეჰოვას უზენაესობის მხარდასაჭერად? რამდენად აჩვენებს ჩემი ცხოვრება და მსახურება, რომ იეჰოვას უზენაესობის მხარდაჭერა ჩემი უმთავრესი მიზანია?“ (კოლოსელები 3:17).

      14, 15. ა) როგორ მოიქცა იესო, როდესაც პეტრე უბიძგებდა, თავი შეეწყალებინა, და როდესაც გამეფება დაუპირეს, და რატომ? ბ) რომელი საკითხი უნდა გვახსოვდეს ყოველთვის? (იხილეთ ჩარჩო „დაიკავეთ იეჰოვას მხარე“).

      14 ჩვენ ყოველდღე ვხვდებით სხვადასხვა განსაცდელს და გადაწყვეტილებების მიღებაც ყოველდღე გვიწევს. რა დაგვეხმარება, განვსაზღვროთ, როგორც მოვიქცევით ამა თუ იმ შემთხვევაში? მაგალითად, რა გავაკეთოთ, თუ ისეთი ცდუნების წინაშე აღმოვჩნდით, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს სულიერობას? როდესაც პეტრე იესოს ეუბნებოდა, თავი შეიწყალეო, როგორ მოიქცა იესო? მან უთხრა: „მომცილდი, სატანა!.. ღვთიურზე კი არა, ადამიანურზე ფიქრობ“ (მათე 16:21—23). თუ სულიერობის ხარჯზე გამდიდრების ან კარიერის შექმნის შესაძლებლობა მოგვეცა, მივბაძავთ იესოს? როდესაც გაიგო იესომ, რომ მისი სასწაულების თვითმხილველნი „მისვლას აპირებდნენ მის შესაპყრობად და გასამეფებლად“, დაუყოვნებლივ გაერიდა (იოანე 6:15).

      15 ასე მტკიცედ რატომ იქცეოდა იესო? ხედავდა, რომ საქმე მხოლოდ საკუთარ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას არ ეხებოდა. მას უნდოდა, რომ, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, თავისი მამის ნება შეესრულებინა და იეჰოვას უზენაესი მმართველობისთვის დაეჭირა მხარი (მათე 26:50—54). თუ იესოს მსგავსად მუდამ არ გვემახსოვრება ეს საკითხი, ყოველთვის იქნება კომპრომისზე წასვლის საშიშროება. რატომ? შეიძლება ადვილად გავხდეთ სატანის მსხვერპლი, რომელსაც შეუძლია არასწორი სწორად მოგვაჩვენოს, როგორც ევას მოაჩვენა (2 კორინთელები 11:14; 1 ტიმოთე 2:14).

  • თქვენც უჭერთ მხარს იეჰოვას უზენაეს მმართველობას?
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 დეკემბერი
    • [ჩარჩო/სურათი 29 გვერდზე]

      დაიკავეთ იეჰოვას მხარე

      კორეელმა ძმებმა, და არა მხოლოდ მათ, კარგად იციან, რომ როდესაც ქრისტიანები მძიმე განსაცდელების პირისპირ დგებიან, იმაზე ფიქრი ეხმარებათ, თუ რა არის განსაცდელების მიზეზი.

      ერთი იეჰოვას მოწმე, რომელიც საბჭოთა რეჟიმის დროს იყო დაპატიმრებული, იხსენებს: „განსაცდელების გადატანაში გვეხმარებოდა ედემის ბაღში წამოჭრილი საკითხის გაანალიზება, ანუ ჰქონდა თუ არა ღმერთს მმართველობის უფლება  . . . ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა, მხარი დაგვეჭირა იეჰოვას მმართველობისთვის  . . . ამის შედეგად უფრო ვძლიერდებოდით და ერთგულებას ვინარჩუნებდით“.

      მეორე მოწმე იხსენებს, თუ რა აძლევდათ ძალებს მას და მის თანამორწმუნეებს შრომა-გასწორების კოლონიაში: „ვგრძნობდით იეჰოვას მხარდაჭერას. აუტანელი მდგომარეობის მიუხედავად, სულიერად ფხიზლად ვიყავით. ერთმანეთს ვახსენებდით, რომ უზენაესობის საკითხში იეჰოვას მხარე გვეკავა, და ეს გვამხნევებდა“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება