საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • განსაცდელის მიუხედავად, მტკიცედ იდექი რწმენაში!
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 ნოემბერი
    • 12. რატომ არ უნდა ვთქვათ გაჭირვებისას „ღვთისგან ვიცდებიო“?

      12 შეიძლება რომ იეჰოვამ გაჭირვებით გამოგვცადოს? არა, ჩვენ არ უნდა ვთქვათ: „ღვთისგან ვიცდებიო“. იეჰოვა არ გვიბიძგებს ცოდვისკენ, არამედ, თუ რწმენაში მტკიცედ ვდგავართ, აუცილებლად დაგვეხმარება და განსაცდელის ატანისთვის საჭირო ძალას მოგვცემს (ფილიპელთა 4:13, აფ). ღმერთი წმინდაა, ამიტომ ის არ შეგვიქმნის ისეთ სიტუაციებს, რომლებიც ცუდი საქმეებისადმი ჩვენს მდგრადობას შეასუსტებდა. თუ საკუთარ თავს ისეთ მდგომარეობაში ვიგდებთ, რომელიც ცუდისკენ გვიბიძგებს, და ვცოდავთ, ღმერთი არ უნდა დავადანაშაულოთ და არ ვთქვათ, რომ ის ‘იცდება ბოროტით ან ვინმეს სცდის’. თუმცა ღმერთმა ჩვენს სასიკეთოდ შეიძლება დაუშვას განსაცდელი, მაგრამ ის არასოდეს გვცდის ბოროტით (ებრაელთა 12:7–11). სატანა ცდილობს, რომ გვაცდუნოს, მაგრამ ღმერთს შეუძლია, გვიხსნას ბოროტისგან (მათე 6:13).

  • განსაცდელის მიუხედავად, მტკიცედ იდექი რწმენაში!
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 ნოემბერი
    • 14. რა გაგებით შეიძლება ითქვას, რომ ღვთის ყოველი ძღვენი ‘სრულყოფილია’?

      14 უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვა განსაცდელის კი არა, სიკეთის წყაროა (იაკობი 1:16–18). იაკობი თანამორწმუნეებს მიმართავს: „საყვარელო ძმებო“ და აჩვენებს, რომ ღმერთი არის ‘ყველა კეთილი საბოძვარისა და სრულყოფილი ნიჭის’ მომცემი. იეჰოვას სულიერი და მატერიალური ძღვენი არის „სრულყოფილი“, ანუ სრულქმნილი, ყოველგვარი ნაკლის გარეშე. ის „მაღლიდან მოდის“, ღვთის სამყოფელიდან, ზეციდან (მესამე მეფეთა 8:39). იეჰოვა არის ‘ნათელთა მამა’, ანუ მზის, მთვარისა და ვარსკვლავების მამა. ის აგრეთვე გვაძლევს სულიერ სინათლესა და ჭეშმარიტებას (ფსალმუნი 42:3; იერემია 31:34; 2 კორინთელთა 4:6). მზისგან განსხვავებით, რომელიც მოძრაობისას სხვადასხვა სიგრძის ჩრდილს იძლევა და მხოლოდ შუადღისას აღწევს ზენიტს, ღმერთი ყოველთვის უმაღლეს წერტილზეა სიკეთის კეთებაში. ის აუცილებლად აღგვჭურავს განსაცდელთან გასამკლავებლად, თუ ბოლომდე ვსარგებლობთ მისი სულიერი ღონისძიებით, რომელსაც თავისი სიტყვისა და ‘ერთგული და გონიერი მონის’ მეშვეობით გვაწვდის (მათე 24:45).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება