საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ვისწრაფვით გამარჯვებისკენ
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • „ნურაფრის გეშინია, რის გამოც ­ტანჯვა მოგიწევს. ეშმაკი კვლავ საპყრობილეში ჩააგდებს ზოგიერთ თქვენგანს, რათა ბოლომდე გამოიცადოთ და გასაჭირი გქონდეთ ათ დღეს. სიკვდილამდე ერთგული დარჩი და მოგცემ სიცოცხლის გვირგვინს“ (გამოცხადება 2:10).

  • ვისწრაფვით გამარჯვებისკენ
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • მათი განსაცდელები „ათ დღეს“ გასტანდა. რიცხვი ათი მიწიერი სრულყოფილების ან სისავსის სიმბოლოა. უმწიკვლობის დამცველ ამ სულიერად მდიდარ ქრისტიანებსაც კი სიკვდილამდე მოუწევდათ განსაცდელების ატანა.

  • ვისწრაფვით გამარჯვებისკენ
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • „გასაჭირი ათ დღეს“

      7, 8. სმირნის კრების მსგავსად როგორ „გამოიცადა ბოლომდე“ ქრისტიანული კრება 1918 წელს?

      7 სმირნელი ქრისტიანების მსგავსად იოანეს კლასი და მათი თანამოაზრეები „ბოლომდე იცდებოდნენ“ და დღესაც იცდებიან. ისინი განსაცდელების დროს ერთგულები რჩებიან, რითაც ამტკიცებენ, რომ ღვთის ხალხი არიან (მარკოზი 13:9, 10). მალევე უფლის დღის დაწყებისთანავე იეჰოვას ხალხი — მცირერიცხოვანი საერთაშორისო საძმო — გაამხნევა იესოს სიტყვებმა, რომლებითაც მან სმირნელ ქრისტიანებს მიმართა (გამოცხადება 1:10). 1879 წლიდან მოყოლებული ისინი ღრმად იკვლევდნენ ღვთის სიტყვას, რათა ის სულიერი სიმდიდრე, რომელსაც იქიდან იხვეჭდნენ, სხვებისთვისაც უხვად გაეზიარებინათ. მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დროს ისინი ძლიერ სიძულვილსა და წინააღმდეგობას შეხვდნენ იმიტომ, რომ არ ჩაებნენ ომის ციებ-ცხელებაში, და უშიშრად ამხელდნენ ქრისტიანულ სამყაროს. ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლების წაქეზებით გამოწვეულმა დევნამ პიკს 1918 წელს მიაღწია, რაც იუდეველების მიერ სმირნელი ქრისტიანების დევნას მოგვაგონებს.

      8 ამერიკის შეერთებულ შტატებში დევნის ტალღამ კულმინაციას მაშინ მიაღწია, როცა 1918 წლის 22 ივნისს საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ახალარჩეული პრეზიდენტი ჯოზეფ რუტერფორდი შვიდ თანამოაზრესთან ერთად ციხეში ჩასვეს და მათგან უმეტესობას ოცწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. რამდენიმე თვის შემდეგ ისინი თავდებით გაათავისუფლეს. 1919 წლის 14 მაისს კი სააპელაციო სასამართლომ გააუქმა მათ წინააღმდეგ გამოტანილი არაერთი დაუსაბუთებელი განაჩენი; სასამართლო საქმის წარმოებისას 130 შეცდომა იყო დაშვებული. კათოლიკე მოსამართლე მანტონი, წმინდა გრიგოლ დიდის ორდენის კავალერი, რომელმაც 1918 წელს უარი განაცხადა ამ ქრისტიანების თავდებით გათავისუფლებაზე, მოგვიანებით, 1939 წელს, ორი წლით დააპატიმრეს და 10 000 აშშ დოლარით დააჯარიმეს, რადგან მექრთამეობისა და გამომძალველობის ექვს შემთხვევაში ედებოდა ბრალი.

      9. როგორ ეპყრობოდა ნაცისტურ გერმანიაში ჰიტლერი იეჰოვას მოწმეებს და როგორ რეაგირებდა ამაზე სამღვდელოება?

      9 გერმანიაში ნაცისტური რეჟიმის დროს ჰიტლერმა აკრძალა იეჰოვას მოწმეების სამქადაგებლო საქმიანობა. წლების განმავლობაში ათასობით იეჰოვას მოწმეს ყრიდნენ საკონცენტრაციო ბანაკებსა და ციხეებში, სადაც მრავალი მათგანი იღუპებოდა. ორასამდე ახალგაზრდა კი, რომლებმაც უარი თქვეს ჰიტლერის არმიაში მსახურებაზე, სიკვდილით დასაჯეს. ამას მხარს უჭერდა სამღვდელოება. ეს კარგად ჩანს ერთი კათოლიკე მღვდლის სიტყვებიდან, რომლებიც დაიბეჭდა 1938 წლის 29 მაისის გაზეთში „გერმანიის გზა“. მან თქვა: «მთელ დედამიწაზე ერთადერთ ქვეყანაში არიან აკრძალული ეგრეთ წოდებული. . . ბიბლიის მკვლევარები [იეჰოვას მოწმეები]. ეს გერმანიაა! . . როცა ადოლფ ჰიტლერი მოვიდა ხელისუფლებაში და გერმანელმა კათოლიკე ეპისკოპოსებმა მასაც მიმართეს თხოვნით, ჰიტლერმა განაცხადა: „ეს ეგრეთ წოდებული ბიბლიის გულმოდგინე მკვლევარები [იეჰოვას მოწმეები] მართლაც შფოთის ამტეხები არიან. . . მე მათ ნამდვილ თაღლითებად მივიჩნევ; მე ვერ ავიტან, რომ გერმანელ კათოლიკებს ასეთ შეურაცხყოფას აყენებდეს ვიღაც ამერიკელი მოსამართლე რუტერფორდი. მე გავწყვეტ [იეჰოვას მოწმეებს] გერმანიაში“ ». ამაზე მღვდელმა შესძახა: „ბრავო!“

      10. ა) როგორ წინააღმდეგობას ხვდებოდნენ იეჰოვას მოწმეები უფლის დღის დაწყებიდან? ბ) ხშირად რა შედეგები მოჰქონდა იმას, რომ სასამართლოებში იცავდნენ ქრისტიანები რელიგიურ თავისუფლებას?

      10 უფლის დღის დაწყებიდან მოყოლებული გველსა და მის შთამომავლობას არ შეუწყვეტიათ ბრძოლა ცხებული ქრისტიანებისა და მათი თანამოაზრეების წინააღმდეგ. ბევრ მათგანს აპატიმრებდნენ და სასტიკად დევნიდნენ (გამოცხადება 12:17). ეს მტრები დღემდე ‘ქმნიან სირთულეებს დადგენილებებით’, მაგრამ ამან ვერ გატეხა იეჰოვას ხალხი. მათი პოზიცია ასეთია: „ჩვენ ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს“ (ფსალმუნი 94:20; საქმეები 5:29). 1954 წელს „საგუშაგო კოშკში“ აღნიშნული იყო: „ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში სამოცდაათზე მეტ ქვეყანაში ზღუდავდნენ იეჰოვას მოწმეების საქმიანობას და დევნიდნენ მათ“. სადაც შესაძლებელი იყო ქრისტიანები სასამართლოს ძალით იცავდნენ რელიგიურ თავისუფლებას და არაერთი ბრწყინვალე გამარჯვებაც მოიპოვეს. მარტო შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში იეჰოვას მოწმეებმა 50 საქმე მოიგეს.

      11. უფლის დღის განმავლობაში იესოს რომელი წინასწარმეტყველება სრულდება იეჰოვას მოწმეებზე?

      11 სხვა არც ერთი ჯგუფი არ იცავდა იესოს მითითებას, მიეცათ კეისრისთვის კეისრისა, ისე კეთილსინდისიერად, როგორც იეჰოვას მოწმეები (ლუკა 20:25; რომაელები 13:1, 7). მაგრამ სხვა არც ერთი ჯგუფის წევრები არ დაუპატიმრებიათ იმდენ ქვეყანაში, რამდენშიც იეჰოვას მოწმეები, მიუხედავად იმისა, რა წყობილება იყო ქვეყანაში. დღემდე ასეთი მდგომარეობაა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ევროპაში, აფრიკასა და აზიაში. იესოს დიდებულ წინასწარმეტყველებაში, რომელიც მისი მოსვლის ნიშანს ეხება, ასეთი სიტყვებიც არის ნათქვამი: „მაშინ გადაგცემენ სატანჯველად და დაგხოცავენ და შეგიძულებთ ყველა ხალხი ჩემი სახელის გამო“ (მათე 24:3, 9). ეს სიტყვები მთელი უფლის დღის განმავლობაში სრულდება იეჰოვას მოწმეებზე, ქრისტიანებზე.

      12. როგორ აძლიერებდა იოანეს კლასი ღვთის ხალხს დევნის დროს?

      12 გასაჭირის დროს ღვთის ხალხის გასაძლიერებლად იოანეს კლასი გამუდმებით შეახსენებს მათ იესოს სიტყვებს, რომლებითაც მან სმირნელ ქრისტიანებს მიმართა. მაგალითად, ნაცისტური დევნის დროს 1933—1934 წლებში „საგუშაგო კოშკში“ დაიბეჭდა ასეთი სტატიები: „ნუ შეგეშინდებათ მათი“, რომელშიც განიხილებოდა მათეს 10:26—33; „ღუმელი“, რომელიც დაფუძნებული იყო დანიელის 3:17, 18-ზე; და „ლომების ხახა“, რომლის წამყვანი მუხლიც იყო დანიელის 6:22. 1980-იან წლებში, მაშინ, როდესაც ეს წიგნი გამოიცა და როდესაც იეჰოვას მოწმეები ორმოცზე მეტ ქვეყანაში სასტიკად იდევნებოდნენ, „საგუშაგო კოშკი“ ხალხს ასეთი სტატიებით ამხნევებდა: „დევნის მიუხედავად ბედნიერები!“ და „ქრისტიანები მოთმინებით იტანენ დევნას“b.

      13. სმირნელი ქრისტიანების მსგავსად იეჰოვას მოწმეებს, ქრისტიანებს, რატომ არ უნდა ეშინოდეთ დევნების?

      13 იეჰოვას მოწმეები, ქრისტიანები, მართლაც ხვდებიან დევნასა და სხვა განსაცდელებს სიმბოლური ათი დღის განმავლობაში. სმირნელი ქრისტიანების მსგავსად ისინიც უშიშარნი არიან. ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს, მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაზე მდგომარეობა უფრო და უფრო რთულდება. მზად ვართ, გავუძლოთ განსაცდელებს და ჩვენი „ქონების დატაცებასაც“ კი სიხარულით შევხვდეთ (ებრაელები 10:32—34).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება