საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ვინ არის „ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი“?
    გამოიღვიძეთ! — 2005 | მაისი 8
    • მამა ძეზე დიდია

      იესო თავის მოწაფეებს ასწავლიდა, ელოცათ: „მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა“. ჩვენს ზეციერ მამაზე, რომლის სახელიც არის იეჰოვა, ბიბლიაში ნათქვამია, რომ იესოზე აღმატებულია. მაგალითად, იეჰოვა არის „უკუნითი უკუნისამდე“. მაგრამ ბიბლია ამბობს, რომ იესო არის „პირმშო ყველა ქმნილებას შორის“. იეჰოვა რომ იესოზე დიდია, ამას თავად იესოც ასწავლიდა, როდესაც თქვა: „მამა ჩემზე უმეტესია“ (მათე 6:9, სსგ; ფსალმუნები 89:1, 2; კოლოსელები 1:15; იოანე 14:28, სსგ). მაგრამ სამების შესახებ დოგმატის თანახმად, მამა და ძე თანაბარია.

      მამა რომ ძეზე აღმატებული და ცალკე პიროვნებაა, ნათლად ჩანს იესოს ლოცვებიდანაც; მაგალითად, სიკვდილის წინ წარმოთქმული ლოცვიდან: „მამა, თუ გსურს, ამაცილე ეს სასმისი [სამარცხვინო სიკვდილი], მაგრამ იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი“ (ლუკა 22:42). თუ ღმერთი და იესო „ერთარსნი არიან“, როგორც ამას სამების დოგმატი ასწავლის, როგორ შეიძლებოდა იესოს სურვილი, ანუ ნება, მამის სურვილისგან განსხვავებული ყოფილიყო? (ებრაელები 5:7, 8; 9:24).

      გარდა ამისა, თუ იეჰოვა და იესო ერთი და იგივე პიროვნებაა, როგორ შეიძლებოდა, რომ ერთ მათგანს სცოდნოდა ისეთი რამ, რაც მეორემ არ იცოდა? მაგალითად, იესომ ამ წუთისოფლის განსჯის დროის თაობაზე თქვა: „იმ დღეზე ან საათზე კი მამის გარდა არავინ იცის: არც ზეციერმა ანგელოზებმა და არც ძემ“ (მარკოზი 13:32).

  • ვინ არის „ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი“?
    გამოიღვიძეთ! — 2005 | მაისი 8
    • ბერნის (შვეიცარია) უნივერსიტეტის პროფესორმა მარტინ ვერნერმა აღნიშნა: „ახალ აღთქმაში ყველგან, სადაც ლაპარაკია იესოსა და ღვთის, მამის, ურთიერთობაზე ან იესოს განკაცებასა თუ მესიანურ სტატუსზე, გასაგებად და არაორაზროვნად არის აღნიშნული, რომ იესოს დაქვემდებარებული მდგომარეობა უჭირავს“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება