-
ვიცოდეთ, ვის როგორი პასუხი გავცეთსაგუშაგო კოშკი — 2014 | 15 მაისი
-
-
მაგალითად, თუ იმის ახსნა გვინდა, რომ ღმერთი იესოზე მაღლა დგას, შეგვიძლია მობინადრეს ვუთხრათ, რომ ღმერთსა და იესოს მამაშვილური ურთიერთობა აქვთ. ღმერთი მას ძეს უწოდებს, იესო კი მას — მამას (ლუკ. 3:21, 22; იოან. 14:28). შემდეგ ვკითხოთ: „ოჯახის რომელ წევრებზე იტყოდით, რომ თანასწორნი არიან?“. მობინადრემ შეიძლება დაასახელოს დედმამიშვილები, მაგალითად, ტყუპები. აღვნიშნოთ, რომ ეს ლოგიკური პასუხია, და დავძინოთ: „თუ ჩვენ ასე ადვილად მივხვდით ამას, განა იესოს, ყველაზე დიდებულ მასწავლებელს, ღვთის თანასწორი რომ ყოფილიყო, გაუჭირდებოდა მსგავსი რამის თქმა?! ის ღმერთს მამას უწოდებდა, რაც იმას უსვამს ხაზს, რომ ღმერთი მასზე ასაკით უფროსია და მასზე მეტ ძალაუფლებას ფლობს“.
-
-
ვიცოდეთ, ვის როგორი პასუხი გავცეთსაგუშაგო კოშკი — 2014 | 15 მაისი
-
-
8, 9. ა) როგორ შეიძლება მსჯელობა მასთან, ვისაც სწამს, რომ იესო ღვთის თანასწორია? ბ) თქვენ როგორი მსჯელობა გადგებათ მასთან, ვისაც სჯერა, რომ მამა და ძე თანასწორნი არიან?
8 სიტუაცია 1. ვხვდებით ადამიანს, რომელსაც სწამს, რომ იესო ღვთის თანასწორია. რომელი ბიბლიური მუხლების გამოყენება შეგვიძლია სამსჯელოდ? შეგვიძლია გამოვიყენოთ იოანეს 6:38, რომელშიც იესო ამბობს: „ზეციდან ჩემი ნების შესასრულებლად კი არ ჩამოვსულვარ, არამედ ჩემი გამომგზავნელისა“. შემდეგ ვკითხოთ: „თუ იესო ღმერთია, ვინ გამოგზავნა ის ზეციდან? განა მისი გამომგზავნელი იესოზე დიდი არ უნდა იყოს? როგორც წესი, გამგზავნელი გაგზავნილზე მაღლა დგას“.
9 გარდა ამისა, შეგვიძლია წავუკითხოთ ფილიპელების 2:9, რომელშიც პავლე მოციქული ამბობს, რა გააკეთა ღმერთმა იესოს სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ: „ღმერთმა ის [იესო] უფრო მეტად აამაღლა და მიანიჭა ყველა სახელზე აღმატებული სახელი“. ამის შემდეგ შეიძლება მსმენელს დასაფიქრებლად ვკითხოთ: „თუ იესო სიკვდილამდე ღვთის თანასწორი იყო და მოგვიანებით ღმერთმა ის აამაღლა, გამოდის რომ იესო ღმერთზე მაღლა დადგა. როგორ ფიქრობთ, შეიძლება ღმერთზე მაღლა ვინმე იდგეს?“. თუ მსმენელი აფასებს ღვთის სიტყვას და გულწრფელია, ასეთმა მსჯელობამ შეიძლება აღძრას ამ საკითხის უკეთ გამოსაკვლევად (საქ. 17:11).
-