საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • «ეგრეთ წოდებული „ღმერთები“»
    გამოიღვიძეთ! — 2005 | მაისი 8
    • განა მოციქულმა იოანემ არ თქვა, რომ იესო ღმერთია? იოანეს 1:1–ში (სსგ) ნათქვამია: „დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა“. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ „სიტყვა“, რომელიც დედამიწას ბავშვი იესოს სახით მოევლინა, ყოვლისშემძლე ღმერთია. არის ეს მართალი?

      თუ ამ მუხლს ისეთ ახსნას მივცემდით, რომ იესო თავად არის ყოვლისშემძლე ღმერთი, მაშინ ეს იქვე მოცემულ შემდეგ სიტყვებს ეწინააღმდეგება: „სიტყვა იყო ღმერთთან“. ის, ვინც ვინმესთან არის, შეუძლებელია თავად იყოს ის, ვისთანაც არის. გაითვალისწინეთ, რომ ბიბლიის ეს ნაწილი ბერძნულ ენაზე დაიწერა. ბერძნულ ტექსტში ფრაზაში „სიტყვა იყო ღმერთთან,“ „ღმერთის“ წინ განსაზღვრული არტიკლია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ საუბარია ყოვლისშემძლე ღმერთზე, მამაზე. ხოლო ფრაზაში „სიტყვა იყო ღმერთი,“ „ღმერთის“ წინ არ არის განსაზღვრული არტიკლი. ამის გამო, ზოგიერთ თარგმანში ნათქვამია: „[სიტყვა] იყო ღვთაებრივი“ (A New Translation of the Bible)a.

      ბიბლიაში გვხვდება სხვა მუხლებიც, რომლებსაც ბერძნულ ენაზე იოანეს 1:1–ის მსგავსი კონსტრუქცია აქვს ანუ „ღმერთის“ წინ არ დგას განსაზღვრული არტიკლი. მათში სიტყვა „ღმერთი“ გამოყენებულია ადამიანების მიმართ. მაგალითად, ჰეროდე აგრიპა I–ის შესახებ ხალხი ყვიროდა: „ღმერთის ხმა გვესმის და არა კაცისა“. როდესაც პავლე გველის ნაკბენისგან არ მოკვდა, ხალხმა თქვა: „ღმერთიაო“ (საქმეები 12:22; 28:3—6, სსგ). ასე რომ, ბერძნული გრამატიკისა და ბიბლიური სწავლების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ „სიტყვა“ არ არის ყოვლისშემძლე ღმერთი (იოანე 1:1).

      მხედველობაში მივიღოთ, რა არის იოანეს სახარების პირველ თავში იმის შესახებ ნათქვამი, თუ ვინ არის „სიტყვა“. „სიტყვა ხორცი გახდა და ჩვენ შორის დამკვიდრდა, — წერდა იოანე. — ის სავსე იყო წყალობითა და ჭეშმარიტებით. ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, მამისგან მხოლოდშობილი ძის [და არა ღვთის] დიდება“. ამგვარად, „სიტყვა“, რომელიც ხორცი გახდა (კაცი იესო), დედამიწაზე ცხოვრობდა და ხალხმა ნახა ის. ამიტომ შეუძლებელია იესო ყოფილიყო ყოვლისშემძლე ღმერთი, რომლის შესახებაც იოანე ამბობს: „ღმერთი არავის არასოდეს უხილავს“ (იოანე 1:14, 18).

  • «ეგრეთ წოდებული „ღმერთები“»
    გამოიღვიძეთ! — 2005 | მაისი 8
    • იხილეთ ჯეიმზ თომანეკის „ახალი აღთქმა“; ბენჯამინ უილსონის „ემფატიკ დაიაგლოტის“ სტრიქონობრივი თარგმანი.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება