-
საიმედო დანაპირები!გამოიღვიძეთ! — 2008 | მაისი
-
-
სახელი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ
როგორც ხელმოწერა ადასტურებს საბუთის კანონიერებას, ისე ღვთის საკუთარი სახელი იეჰოვა იძლევა იმის გარანტიას, რომ ბიბლიაში ჩაწერილი ყველა დანაპირები შესრულდებაb. „მის წმინდა სახელზე ვართ მინდობილი“ — თქვა ბიბლიის ერთ-ერთმა დამწერმა, რომელიც ხშირად დარწმუნებულა ღვთის მზრუნველობაში (ფსალმუნი 33:21; 34:4, 6).
იგავების 18:10 ღვთის სახელს მამობრივ მზრუნველობას უკავშირებს და ამბობს: „იეჰოვას სახელი მტკიცე კოშკია; მასში შერბის მართალი და დაცულია“. მსგავს აზრს ვკითხულობთ რომაელების 10:13-ში: „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“. რა თქმა უნდა, ღვთის სახელი ბოროტისაგან დამცველი თილისმა არ არის. თავად ღმერთია მხსნელი, და ისინი, ვინც ზემოთ მოყვანილი მუხლის თანახმად მის სახელს უხმობენ, მისივე უბიწო სახელის გამო სრულად ენდობიან ღმერთს. ფსალმუნის 91:14-ში ნათქვამია: „რადგან შემიყვარა [იეჰოვამ], მეც გადავარჩენ. დავიცავ, რადგან გაიგო ჩემი სახელი“.
-
-
საიმედო დანაპირები!გამოიღვიძეთ! — 2008 | მაისი
-
-
[ჩარჩო 9 გვერდზე]
სახელი და გარანტია
ღვთის სახელი იეჰოვა არ არის უბრალოდ სახელიc. რა იგულისხმება ამაში? ეს სახელი ნიშნავს „აქცევინებს“. მარტივად რომ ვთქვათ, ის თავის სიყვარულს, ძალასა და სიბრძნეს იმისათვის იყენებს, რომ შეასრულოს ყველაფერი, რასაც თავისი განზრახვისა და სიტყვის შესასრულებლად საჭიროდ თვლის. მაგალითად, მას შეუძლია იქცეს იმად, რადაც სურს — მართალთა მხსნელად, ბოროტთა გამანადგურებლად, ლოცვების მომსმენად ან მოსიყვარულე მამად.
იეჰოვა ამბობს: „მე ვარ ღმერთი . . . რომელიც დასაწყისშივე აცხადებს დასასრულს . . . რომელიც ამბობს: შესრულდება ჩემი გადაწყვეტილება და გავაკეთებ ყველაფერს, რაც მსურს“ (ესაია 46:9, 10). ის, რაც ბიბლიაში წერია, აუცილებლად შესრულდება, რადგან ღმერთი ყოველთვის ასრულებს თავის განზრახვას და ეს უშუალოდ მის სახელს უკავშირდება. „ღმერთი ადამიანი არ არის, რომ ტყუილი თქვას“ (რიცხვები 23:19).
[სქოლიო]
c სახელი იეჰოვა არ არის ტიტული — ყოვლისშემძლე, შემოქმედი, ღმერთი ან უფალი. ბიბლიის დედანში ეს სახელი დაახლოებით შვიდი ათასჯერ გვხვდება. ღმერთმა თავად დაირქვა ეს სახელი. გამოსვლის 3:15-ში ნათქვამია: „[იეჰოვა] არის ჩემი სახელი მარადიულად“.
-