საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გეშინია, მიენდო სხვებს?
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 1 მარტი
    • მთელ დედამიწაზე იეჰოვას მოწმეთა 80 000-ზე მეტ კრებაში არიან თავმდაბალი მამაკაცები, რომლებიც ‘ხელს უწყობენ თქვენს სიხარულს’ (2 კორინთელთა 1:24). ესენი უხუცესები არიან. „თითოეული, — აღნიშნავს ესაია, — იქნება როგორც საფარი ქარში, თავშესაფარი ავდარში, როგორც წყლის ნაკადულები უდაბნოში, როგორც მაღალი კლდისგან დაფენილი ჩრდილი ურწყულ მიწაზე“. უხუცესები ცდილობენ, რომ ასეთები იყვნენ (ესაია 32:2; 50:4; 1 თესალონიკელთა 5:14)

      უხუცესები ბიბლიურ მოთხოვნებს ‘სულიწმიდით დაყენებამდე’ შეესაბამებიან. ამის ცოდნა გაზრდის მათდამი შენს ნდობას (საქმეები 20:28; 1 ტიმოთე 3:2–7; ტიტე 1:5–9). ის, რასაც უხუცესთან ერთად განიხილავ, მკაცრ საიდუმლოდ დარჩება. სანდო ადამიანად ყოფნა მისი ერთ-ერთი თვისებაა (შეადარე გამოსვლა 18:21, აქ; ნეემია 7:2, აქ).

      კრების უხუცესები „ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც პასუხისმგებელნი“ (ებრაელთა 13:17). არ აღგძრავს ეს, რომ ამ მამაკაცებისადმი ნდობით აღიჭურვო? რასაკვირველია, ყველა უხუცესი არ გამოირჩევა ერთი და იგივე თვისებებით. ზოგი შეიძლება უფრო ადვილად მისადგომი, კეთილი ან გულშემატკივარი ჩანდეს, ვიდრე სხვები (2 კორინთელთა 12:15; 1 თესალონიკელთა 2:7, 8, 11). რატომ არ განდობოდი უხუცესს, რომელთანაც თავს შეუბოჭველად გრძნობ?

      ისინი დაქირავებული სპეციალისტები არ არიან. პირიქით, ისინი არიან იეჰოვას მიერ შენს დასახმარებლად ბოძებული „ძღვენი ადამიანების სახით“ (ეფესელთა 4:8, აქ, 11–13; გალატელთა 6:1). როგორ? ბიბლიის მარჯვედ სარგებლობით ისინი მის განმკურნავ ძალას შენს პირად სიტუაციაში გამოიყენებენ (ფსალმუნი 106:20; იგავნი 12:18; ებრაელთა 4:12, 13). ისინი ილოცებენ შენთან ერთად და შენთვის (ფილიპელთა 1:9; იაკობი 5:13–18). ასეთი მოსიყვარულე მრჩეველების დახმარებას ბევრის გაკეთება შეუძლია დამწუხრებული სულის განსაკურნავად და სულიერი სიმშვიდის აღსადგენად.

  • გეშინია, მიენდო სხვებს?
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 1 მარტი
    • მაგრამ როგორ შეგიძლია ისწავლო კრების უხუცესებსა და სხვა წევრებზე მინდობა? უპირველესად, შეამოწმე საკუთარი თავი. მყარი საფუძველი აქვს შენს შიშს? ეჭვის თვალით უყურებ სხვების მოტივებს? (1 კორინთელთა 13:4, 7). არსებობს გულისტკენის რისკის მინიმუმამდე შემცირების საშუალება? დიახ. როგორ? სცადე, პირადად გაიცნო სხვები სულიერ გარემოცვაში. ესაუბრე მათ კრების შეხვედრებზე. ეთანამშრომლე კარდაკარ მსახურებაში. ნდობა, მსგავსად პატივისცემისა, დამსახურებული უნდა იქნეს. ასე რომ, იყავი მომთმენი. მაგალითად, როცა სულიერ მწყემსს ეცნობი, მისადმი შენი ნდობა იზრდება. თანდათანობით გაუმხილე შენი საზრუნავი. თუ ის სათანადოდ, თანაგრძნობითა და კეთილგონივრული გზით გპასუხობს, შეგეძლო, მეტი გაგემხილა.

      იეჰოვას თაყვანისმცემლები, განსაკუთრებით ქრისტიანი უხუცესები, გულმოდგინედ შრომობენ, რათა ერთმანეთთან ურთიერთობისას სიყვარულის აღმძვრელ ღვთის თვისებებს მიბაძონ (მათე 5:48). ამას შედეგად მოჰყვება ნდობის ატმოსფერო კრებაში. ერთ-ერთი დიდი ხნის უხუცესი ამბობს: „ძმებმა უნდა იცოდნენ ერთი რამ: რაც არ უნდა გააკეთოს პიროვნებამ, უხუცესი არ კარგავს მისადმი ქრისტიანულ სიყვარულს. მას შეიძლება არ მოსწონს ის, რაც გაკეთდა, მაგრამ მაინც უყვარს თავისი ძმა და სურს, დაეხმაროს“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება