საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რატომ უნდა ვთქვათ სიმართლე?
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 თებერვალი
    • რატომ უნდა ვთქვათ სიმართლე?

      მანფრედიa თვრამეტი წლის იყო, საოფისე საქმეს რომ სწავლობდა. იმ კომპანიამ, სადაც მანფრედი მუშაობდა, ორგანიზება გაუწია იმას, რომ რამდენიმე თანამშრომელს კვირაში ორჯერ ერთ-ერთ კოლეჯში პროფესიული მომზადება გაევლო. ერთ დღესაც ლექცია ადრე დაუმთავრდათ. კომპანიის მოთხოვნით ლექციის შემდეგ ისინი სამსახურში უნდა დაბრუნებულიყვნენ. მაგრამ ყველანი დროის გასატარებლად წავიდნენ, მანფრედი კი სამსახურში დაბრუნდა. შემთხვევით კომპანიის ხელმძღვანელი მივიდა. მან მანფრედს ჰკითხა: „რატომ არა ხარ ლექციაზე? სად არიან დანარჩენები?“ რას უპასუხებდა მანფრედი?

      ბევრი ვარდება ასეთ უხერხულ მდგომარეობაში. მანფრედს ან უნდა ეთქვა სიმართლე ან არ უნდა ეთქვა, რომ დაეცვა თანამშრომლები. სიმართლის თქმით პრობლემებს შეუქმნიდა თანამშრომლებს და მათთან ურთიერთობას გაიფუჭებდა. დასაშვებია ასეთ შემთხვევაში ტყუილის თქმა? თქვენ როგორ მოიქცეოდით?

  • რატომ უნდა ვთქვათ სიმართლე?
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 თებერვალი
    • ჭეშმარიტების ღვთის მხარეს

      რა უპასუხა მანფრედმა კომპანიის ხელმძღვანელს? მანფრედმა სიმართლე უთხრა: „დღეს მასწავლებელმა ადრე გამოგვიშვა და მე სამსახურში წამოვედი. დანარჩენების მაგივრად ვერ ვილაპარაკებ. იქნებ მათთვის თავად გეკითხათ“.

      მანფრედს შეეძლო ეშმაკურად ეპასუხა და თანამშრომლების გულიც მოეგო. მაგრამ მას ჰქონდა საფუძველი, რომ ჭეშმარიტების მხარე დაეკავებინა. მანფრედი იეჰოვას მოწმეა. მან პატიოსნების წყალობით შეინარჩუნა სუფთა სინდისი და დამსაქმებლის ნდობაც მოიპოვა. მანფრედი საიუველირო სექციაში დაასაქმეს, სადაც, როგორც წესი, არ ამუშავებენ მათ, ვინც მომზადებას გადის. თხუთმეტი წლის შემდეგ მანფრედი რომ დააწინაურეს, იმავე ხელმძღვანელმა დაურეკა, მიულოცა და შეახსენა ის შემთხვევა, როდესაც მანფრედმა სიმართლე თქვა.

  • რატომ უნდა ვთქვათ სიმართლე?
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 თებერვალი
    • უნდა დავფიქრდეთ იმაზეც, ვალდებულნი ვართ თუ არა, სრული პასუხი გავცეთ მას, ვინც რაღაცას გვეკითხება. მაგალითად, იგივე შეკითხვები სხვა კომპანიის ხელმძღვანელს რომ დაესვა, მანფრედი არ იქნებოდა ვალდებული, ყველაფერი მოეყოლა. თუმცა ტყუილის თქმა არც ამ შემთხვევაში იქნებოდა გამართლებული.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება