-
წიგნი ყველასთვისსაგუშაგო კოშკი — 1998 | 1 აპრილი
-
-
ეს დიდი წინააღმდეგობა იყო, რომელსაც ბიბლიის მთარგმნელი რობერტ მოფატი შეხვდა. 1821 წელს, 25 წლის ასაკში, მოფატი, როგორც მისიონერი, სამხრეთ აფრიკაში წავიდა ჩუანა ენაზე მოლაპარაკე ხალხთან. მათი ენა რომ ესწავლა, რომელსაც დამწერლობა არ ჰქონდა, ის დაუახლოვდა ხალხს. მოფატმა სიძნელეების მიუხედავად, ყოველგვარი სახელმძღვანელოსა და ლექსიკონის გარეშე ბოლოს კარგად აითვისა ენა, რომლისთვისაც დამწერლობა შეიმუშავა და ჩუანა ხალხიდან ზოგიერთს კითხვა ასწავლა. ჩუანა ხალხში რვაწლიანი მუშაობის შემდეგ, 1829 წელს, მან ლუკას სახარების თარგმნა დაასრულა. მოგვიანებით მან თქვა: «მე გავიცანი პიროვნებები, რომლებმაც წმ. ლუკას სახარების შესაძენად ასობით კილომეტრი გამოიარეს. . . მე ვუყურებდი მათ, როცა წმ. ლუკას სახარების ნაწილებს იღებდნენ, როგორ ტიროდნენ, როგორ იხუტებდნენ გულში და მადლიერების ცრემლებს ღვრიდნენ, სანამ რამდენიმე მათგანს არ ვეტყოდი: „ცრემლებით თქვენს წიგნებს გააფუჭებთ“ ». მოფატმა ერთი აფრიკელი მამაკაცის შესახებაც გვიამბო, რომელმაც დაინახა, რომ უამრავი ხალხი კითხულობდა ლუკას სახარებას და დაინტერესდა მისით. „ეს ღვთის სიტყვაა,“ — უპასუხეს მათ. „ნუთუ ეს ლაპარაკობს?“ — ჰკითხა გაკვირვებულმა. „დიახ, ლაპარაკობს და თანაც გულამდე აღწევს,“ — იყო პასუხი.
14 მოფატის მსგავსი ერთგული მთარგმნელების საშუალებით მრავალ აფრიკელს პირველად მიეცა წერის შესაძლებლობა. თუმცა მთარგმნელებმა აფრიკელ ხალხს უფრო ძვირფასი რამ აჩუქეს — ბიბლია მათ მშობლიურ ენაზე. უფრო მეტიც, მოფატმა ჩუანა ხალხს ღვთის სახელი გააცნო და ის მთელ თავის თარგმანში გამოიყენაc. ამგვარად, ჩუანა ხალხი ბიბლიას „იეჰოვას ბაგედ“ მოიხსენიებს.
-
-
წიგნი ყველასთვისსაგუშაგო კოშკი — 1998 | 1 აპრილი
-
-
c მოფატმა ქრისტიანულ-ბერძნული წერილების თარგმნა 1838 წელს დაამთავრა. ებრაული წერილები კი თავისი კოლეგის დახმარებით 1857 წლისთვის გადათარგმნა.
-