საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 ნოემბერი
    • ვინ არის გამოცხადების მე-11 თავში მოხსენიებული ორი მოწმე?

      გამოცხადების 11:3 საუბრობს ორ მოწმეზე, რომლებსაც 1 260 დღის მანძილზე უნდა ეწინასწარმეტყველათ. შემდეგ ნათქვამია, რომ მხეცი სძლევდა და დახოცავდა მათ. მაგრამ „სამ-ნახევარი დღის შემდეგ“ მხილველთა გასაოცრად ეს ორი მოწმე გაცოცხლდებოდა (გამოცხ. 11:7, 11).

      ვინ არის ეს ორი მოწმე? ამის გაგებაში ამ მოვლენის დეტალური განხილვა დაგვეხმარება. უპირველესად ვიცით, რომ „ისინი წარმოდგენილნი არიან ორი ზეთისხილის ხით და ორი სალამპრით“ (გამოცხ. 11:4). ეს გვახსენებს ზაქარიას წინასწარმეტყველებაში მოხსენიებულ სალამპრესა და ორ ზეთისხილის ხეს. ზაქარიას აუხსნეს, რომ ეს განასახიერებდა „ორ ცხებულს“, მმართველ ზერუბაბელსა და იეჰოშუას, რომლებიც „მთელი დედამიწის უფლის გვერდით“ იდგნენ (ზაქ. 4:1—3, 14). გარდა ამისა, ეს ორი მოწმე ისეთივე ნიშნებს ახდენდა, როგორსაც მოსე და ელია (შეადარეთ გამოცხადების 11:5, 6 რიცხვების 16:1—7, 28—35-სა და 1 მეფეების 17:1; 18:41—45-თან).

      რა საერთო აქვს ამ ორ ბიბლიურ მონაკვეთს ერთმანეთთან? ორივე ღვთის ცხებულებზე საუბრობს, რომლებიც შემოწმების რთულ დროს ხელმძღვანელობას უწევდნენ ღვთის ხალხს. ამგვარად, გამოცხადების მე-11 თავი იმ გაგებით შესრულდა, რომ 1914 წელს, ზეცაში ღვთის სამეფოს დამყარების დროს, ხელმძღვანელი, ცხებული ძმები „ჯვალოთი შემოსილები“ სამწელიწად-ნახევარი ქადაგებდნენ.

      სამწელიწად-ნახევრიანი ქადაგების ბოლოს ეს ცხებულები სიმბოლური გაგებით მოკლეს, როდესაც ისინი შედარებით მცირე დროით, სიმბოლური სამნახევარი დღით, დააპატიმრეს. ღვთის ხალხის მტრების თვალში მათი საქმიანობა მოკვდა ანუ შეჩერდა, რამაც მოწინააღმდეგეებში დიდი სიხარული გამოიწვია (გამოცხ. 11:8—10).

      მაგრამ წინასწარმეტყველების თანახმად, სამ-ნახევარი დღის დასასრულს, ამ ორ მოწმეს სიცოცხლე დაუბრუნდა. ეს ცხებულები მხოლოდ კი არ გათავისუფლდნენ ციხიდან, არამედ, ვინც ერთგულება შეინარჩუნა, განსაკუთრებული დავალებაც მიიღო ღვთისგან, თავიანთი მეფის იესო ქრისტეს მეშვეობით. 1919 წელს ისინი მათ შორის იყვნენ, ვინც „ერთგულ და გონიერ მონად“ დაინიშნენ, რათა ბოლო დღეებში ღვთის ხალხის სულიერ მოთხოვნილებებზე ეზრუნათ (მათ. 24:45—47; გამოცხ. 11:11, 12).

      აღსანიშნავია ისიც, რომ გამოცხადების 11:1, 2 ამ მოვლენებს უკავშირებს იმ დროს, როცა სულიერი ტაძარი გაიზომებოდა ანუ შემოწმდებოდა. მალაქიას მე-3 თავიც სულიერი ტაძრის მსგავს შემოწმებაზე საუბრობს, რომელსაც მოჰყვება განწმენდა (მალ. 3:1—4). რამდენ ხანს გაგრძელდა შემოწმებისა და განწმენდის პერიოდი? 1914 წლიდან 1919 წლის დასაწყისამდე. ეს პერიოდი მოიცავს 1 260 დღეს (42 თვეს) და სიმბოლურ სამ-ნახევარ დღეს, რომელიც გამოცხადების მე-11 თავშია მოხსენიებული.

      ძალზედ სასიხარულოა, რომ იეჰოვამ სულიერად განწმინდა ერი კარგი საქმეების საკეთებლად (ტიტ. 2:14). გარდა ამისა, ჩვენ დიდად ვაფასებთ ცხებულების მაგალითს, რომლებიც გამოცდის დროს ღვთის ხალხს ხელმძღვანელობას უწევდნენ და ასეთი სახით ორ მოწმეს განასახიერებდნენ.a

      ტაძრის განწმენდა (1914—1919); დროის დიაგრამა

      a დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 2013 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 22, აბზაცი 12.

  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 ნოემბერი
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება