საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • კოვერდეილი და ინგლისური ბიბლიის პირველი სრული გამოცემა
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 ივნისი
    • ამ დროს მისი მეგობარი უილიამ ტინდალი დაპატიმრებული იყო მთარგმნელობითი საქმიანობის, კერძოდ, ბიბლიის თარგმნის გამო. მომდევნო წელს კი იგი სიკვდილით დასაჯეს.

      კოვერდეილის მიერ შესრულებულ ბიბლიის თარგმანს ნაწილობრივ საფუძვლად ტინდალის ნაშრომები დაედო.

  • კოვერდეილი და ინგლისური ბიბლიის პირველი სრული გამოცემა
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 ივნისი
    • კოვერდეილი ქალაქ ჰამბურგში (გერმანია) უილიამ ტინდალთან დაბინავდა. ისინი ერთად მუშაობდნენ და საერთო მიზნისთვის იღვწოდნენ — მათ სურდათ, უბრალო ხალხისთვის გასაგები გამხდარიყო ბიბლია. სწორედ ამ დროს ისწავლა კოვერდეილმა ბევრი რამ ტინდალისგან და ბიბლიის თარგმნის ხელოვნებას დაეუფლა.

      ცვლილების დრო

      ამასობაში კი ინგლისში მდგომარეობა შეიცვალა. 1534 წელს ჰენრი VIII-მ რომის კათოლიკური ეკლესიის პაპის წინააღმდეგ საჯაროდ გაილაშქრა. იგი აგრეთვე დაუფარავად ამბობდა, რომ სურდა, ბიბლია ინგლისურენოვანი ხალხისთვის გამხდარიყო ხელმისაწვდომი. ცოტა ხანში ამ საქმეს კოვერდეილი შეეჭიდა. მას ძალიან სხარტად და მოხდენილად შეეძლო ინგლისურ ენაზე აზრების ჩამოყალიბება, მაგრამ არ ჰქონდა ისეთი მდიდარი ლინგვისტური გამოცდილება, როგორიც მის მეგობარსა და მასწავლებელს, ტინდალს, რომელიც თავისუფლად ფლობდა ებრაულ და ბერძნულ ენებს. ამიტომ, კოვერდეილმა ლათინურ და გერმანულ თარგმანებზე დაყრდნობით გადაამუშავა ტინდალის თარგმანი.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება