განცხადებები
◼ დეკემბერში: შესთავაზე ამ ტრაქტატებიდან ერთ-ერთი: „გინდათ იცოდეთ სიმართლე?“, „მალე ყველა პრობლემა წარსულს ჩაბარდება!“, „გადარჩება კი ეს ქვეყნიერება?“ ან „იხარე ოჯახური ცხოვრებით“. თუ ინტერესი გამოავლინა, აჩვენე, როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია?“ ან ამ ორი ბროშურიდან ერთ-ერთით „მოუსმინეთ ღმერთს“ და „მოუსმინეთ ღმერთს და იცხოვრეთ მარადიულად“. იანვარსა და თებერვალში: ერთ-ერთი ამ 32-გვერდიანი ბროშურიდან: „რა არის სიცოცხლის აზრი?“, „რას გვამცნობს ბიბლია?“ ან „ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი ჩვენზე?“. განმეორებითი მონახულებისას შესთავაზე წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ ან ორი ბროშურიდან, „მოუსმინეთ ღმერთს“ და „მოუსმინეთ ღმერთს და იცხოვრეთ მარადიულად“, ერთ-ერთი. ეცადე, დაიწყო ბიბლიის შესწავლა. მარტში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. განმეორებითი მონახულებისას შესთავაზეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ ან ორი ბროშურიდან, „მოუსმინეთ ღმერთს“ და „მოუსმინეთ ღმერთს და იცხოვრეთ მარადიულად“, ერთ-ერთი. ეცადეთ, დაიწყოთ ბიბლიის შესწავლა.
◼ 2014 წელს გახსენების საღამო ჩატარდება ორშაბათს, 14 აპრილს.
◼ მაუწყებლებს, რომლებიც 2013 წლის მარტში დამხმარე პიონერებად იმსახურებენ, შესაძლებლობა ეძლევათ ამ თვეში იმსახურონ 30 ან 50 საათი. გარდა ამისა, თუ მარტში სარაიონო ზედამხედველი ინახულებს თქვენს კრებას, ყველას, ვინც დამხმარე პიონერად მსახურობს, შეუძლია პიონერებთან შეხვედრას ბოლომდე დაესწროს.