საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • უგანდა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • სასიხარულო ცნობა რომ გავრცელებულიყო ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე, სადაც დღეს კენია, უგანდა და ტანზანია მდებარეობს, ფილიალმა ორი პიონერი ძმა, რობერტ ნიზბეტი და დეივიდ ნორმანი, გაგზავნა.

      ძმა ნიზბეტი და ძმა ნორმანი მზად იყვნენ, ძალ-ღონე არ დაეშურებინათ იმისათვის, რომ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას შუაგულ აფრიკაშიც შეეღწია. 1931 წლის 31 აგვისტოს მათ თავიანთი სამქადაგებლო მოგზაურობა დარ-ეს-სალამიდან დაიწყეს; თან წაიღეს ლიტერატურით სავსე ორასი ყუთი. იქიდან კუნძულ ზანზიბარზე გადავიდნენ, საიდანაც საპორტო ქალაქ მომბასის გავლით კენიის მთაგორიან მხარეს ესტუმრნენ. მატარებლით მგზავრობისას გზადაგზა ისინი ტბა ვიქტორიის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქებში ქადაგებდნენ. შემდეგ ამ ორმა გაბედულმა პიონერმა ტბა გემით გადაკვეთა და უგანდის დედაქალაქ კამპალას ეწვია. მათ იქ უამრავი ლიტერატურა გაავრცელეს; ზოგმა „ოქროს ხანის“ გამოწერაც კი ითხოვა. კამპალიდან ძმებმა გზა მანქანით განაგრძეს, რათა შუაგულ უგანდაშიც ექადაგათ.

  • უგანდა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • გრეი და ოლგა სმიტები დროებით ტანგანიიკაში (დღევანდელი ტანზანია) გაჩერდნენ, რობერტ და ჯორჯ ნიზბეტები კი ნაირობიში (კენია) გაემგზავრნენ. მაგრამ მოგვიანებით კოლონიური მთავრობის მოთხოვნით სმიტებმა ტანგანიიკა დატოვეს და გეზი კამპალისკენ (უგანდა) აიღეს. ამჯერად მათ იქ საქადაგოდ ხელსაყრელი პირობები არ დახვდათ, რადგან კამპალის პოლიციის გამუდმებული თვალთვალის ქვეშ იმყოფებოდნენ. ამის მიუხედავად, სმიტებმა სულ რაღაც ორ თვეში 2 122 წიგნი და ბროშურა გაავრცელეს და ექვსი საჯარო შეხვედრა ჩაატარეს. ბოლოს გამგებელმა მათი დეპორტაციის ბრძანება გასცა და წყვილს უგანდის დატოვება მოუწია.

  • უგანდა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • ქადაგების განახლება

      1950 წლის აპრილში ახალგაზრდა ინგლისელი ცოლ-ქმარი, კილმინსტრები კამპალაში დასახლდნენ. ისინი ენთუზიაზმით ქადაგებდნენ სამეფოს ცნობას და მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ამ ცნობას ორი ოჯახი გამოეხმაურა, ერთი ბერძნების, მეორე კი იტალიელების.

      1952 წლის დეკემბერში ძმა ნორი და ძმა ჰენშელი იეჰოვას მოწმეების მთავარი სამმართველოდან (ნიუ-იორკი) ნაირობის (კენია) ესტუმრნენ. ძმა კილმინსტერს არ უნდოდა, ხელიდან გაეშვა მათთან შეხვედრის შესაძლებლობა, ამიტომ კამპალიდან ნაირობისკენ მიმავალ გრძელ გზას დაადგა. ძმა ნორმა და ძმა ჰენშელმა იქაური მაუწყებლების პატარა ჯგუფი გაამხნევეს და კამპალაში კრების ჩამოყალიბებასაც ორგანიზება გაუწიეს. ახალჩამოყალიბებულმა კრებამ მალევე გამოიღო კარგი ნაყოფი. 1954 სამსახურებრივ წელს სამქადაგებლო საქმეში ამ კრების ათი მაუწყებელი მონაწილეობდა.

      იმავე წელს ერიკ კუკი სამხრეთი როდეზიის ფილიალიდან (დღევანდელი ზიმბაბვე) ეწვია აღმოსავლეთ აფრიკას და კამპალაში ახლად ჩამოყალიბებულ კრებასთან ცოტა ხანი თანამშრომლობდა. იქაური ძმები მართალია ატარებდნენ „საგუშაგო კოშკის“ ყოველკვირეულ შეხვედრას, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ აქტიურად ჩაბმულნი სამქადაგებლო საქმეში. ამიტომ ძმა კუკმა ურჩია ძმა კილმინსტერს, კრების ყველა შეხვედრა ჩაეტარებინა, მათ შორის ყოველკვირეული სამსახურებრივი შეხვედრაც. სამქადაგებლო საქმის წინ წასაწევად ძმა კუკი მოუწოდებდა კრების წევრებს, კარდაკარ ემსახურათ და რამდენიმე მაუწყებელს სიყვარულით ეხმარებოდა, დახვეწილიყვნენ ქადაგებაში.

      ამ დროისთვის ძმები, ძირითადად, უგანდაში მცხოვრებ ევროპელებს უქადაგებდნენ. როგორც ძმა კუკმა შენიშნა, კამპალაში მცხოვრებ უგანდელთა უმეტესობა ლუგანდა ენაზე ლაპარაკობდა. ამიტომ მან ძმებს შესთავაზა, რომელიმე პუბლიკაცია ლუგანდა ენაზე ეთარგმნათ, რათა სასიხარულო ცნობას ადგილობრივი ხალხის გულამდეც მიეღწია. 1958 წელს მაუწყებლებმა დაიწყეს ლუგანდა ენაზე ახლად გამოცემული ბროშურის „სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“ გავრცელება. ამან დიდი ბიძგი მისცა სამქადაგებლო საქმიანობას. ეს საქმე სულ უფრო და უფრო მიიწევდა წინ და 1961 წელს სამეფოს მაუწყებელთა უმაღლესმა რიცხვმა ცხრამეტს მიაღწია.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება