საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • უგანდა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • დაბრკოლებების გადალახვა

      80-იანი წლების მიწურულს უგანდაში იეჰოვას მოწმეთა რიცხობრივ ზრდას არაერთი სირთულე ახლდა თან. 1985 წლის ივლისში მომხდარი გადატრიალების დროს ძალაუფლება კვლავ სამხედრო ძალებმა ჩაიგდეს ხელში და ქვეყანაში პარტიზანული ბრძოლები გაჩაღდა. როგორც არასდროს ხალხი თავს დაუცველად გრძნობდა. ყოფილი მთავრობის სამხედრო რაზმების სისასტიკე ყოველგვარ საზღვარს გასცდა. ისინი ძარცვავდნენ და განურჩევლად ხოცავდნენ ხალხს. გარკვეული ხნის განმავლობაში ჯინჯის იმ რაიონის მიმდებარე ტერიტორიები, სადაც მისიონერთა სახლი მდებარეობდა, ომის ქარცეცხლში იყო გახვეული. ერთ დღეს სამხედროები მისიონერთა სახლშიც შეიჭრნენ, მაგრამ როცა გაიგეს, რომ იქ მისიონერები ცხოვრობდნენ, არაფერი გაუნადგურებიათ და წაღებითაც ბევრი არაფერი წაუღიათ. 1986 წელს უგანდაში მორიგი რეჟიმი დამყარდა. ახალი მთავრობა ცდილობდა, ქვეყანაში წესრიგი დაემყარებინა.

  • უგანდა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • 80-იანი წლების მიწურულს უგანდელებს გულში იმედის ნაპერწკალი გაუჩნდათ. ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები გატარდა და ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა. დაიწყო ინფრასტრუქტურის აღდგენა, სოციალური პროგრამების განახლება თუ განხორციელება.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება