-
წმინდა საიდუმლო ცხადდებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
როგორც ჩანს, სამ-ნახევარი წლის შემდეგ, 1918 წელს, იეჰოვა იესოსთან, თავის „შეთანხმების მაცნესთან“ ერთად მოვიდა გასასამართლებლად (მალაქია 3:1; მათე 13:47—50). ეს იყო დრო, როცა ბატონს სამუდამოდ უნდა ჩამოეცილებინა ცრუ ქრისტიანები და დაენიშნა ‘ერთგული და გონიერი მონა მთელ თავის ქონებაზე’ (მათე 7:22, 23; 24:45—47).
-
-
წმინდა საიდუმლო ცხადდებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
მაგალითად, იესო საუბრობდა, რომ მოვიდოდა კრებების გასასამართლებლად; ეს სასამართლო კი 1918 წელს დაიწყო (გამოცხადება 2:5, 16, 22, 23; 3:3).
-
-
წმინდა საიდუმლო ცხადდებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
[ჩარჩო 32 გვერდზე]
შემოწმებისა და გასამართლების დრო
იესო ახ. წ. 29 წლის ოქტომბრისთვის მდინარე იორდანეში მოინათლა და ღმერთმა მომავალ მეფედ ცხო. სამ-ნახევარი წლის შემდეგ, ახ. წ. 33 წელს, ის იერუსალიმის ტაძარში შევიდა და იქიდან გამოყარა ყველა, ვინც ტაძარი ყაჩაღთა ბუნაგად აქცია. ეს მოგვაგონებს იმ სამ-ნახევარ წელს, რომელიც 1914 წლის ოქტომბერში ზეცაში იესოს გამეფებით დაიწყო და დასრულდა მაშინ, როცა იესო ეგრეთ წოდებული ქრისტიანების შესამოწმებლად მოვიდა; სწორედ ამ დროს დაიწყო გასამართლება ღვთის სახლიდან (მათე 21:12, 13; 1 პეტრე 4:17). 1918 წლის დასაწყისში იეჰოვას ხალხის სამეფო საქმიანობას დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. ეს იყო გამოცდის დრო მთელ დედამიწაზე, და ისინი, ვინც შეშინდნენ, განზე გადგნენ. 1918 წლის მაისში ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოების წაქეზებით დააპატიმრეს „საგუშაგო კოშკის“ საზოგადოების პასუხისმგებელი პირები, მაგრამ ცხრა თვეში გაათავისუფლეს. მოგვიანებით მათ ცრუ ბრალდებები მოუხსნეს. 1919 წლიდან მოყოლებული ღვთის გამოცდილი და განწმენდილი ხალხის ორგანიზაცია ენთუზიაზმით ქადაგებდა, რომ ადამიანთა ერთადერთი იმედი იეჰოვას სამეფოა, რომელსაც ქრისტე მეთაურობს (მალაქია 3:1—3).
როდესაც 1918 წელს იესომ შემოწმება დაიწყო, ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება დამსახურებულად გაასამართლა. ისინი არა მხოლოდ დევნიდნენ ღვთის ხალხს, არამედ საშინელ სისხლის ღვრაშიც მონაწილეობდნენ, რადგან მხარს უჭერდნენ პირველი მსოფლიო ომის დროს ერთმანეთის წინააღმდეგ მებრძოლ ხალხს (გამოცხადება 18:21, 24). მაშინ სამღვდელოება იმედს ამყარებდა ადამიანთა მიერ დაარსებულ ერთა ლიგაზე. 1919 წელს ქრისტიანულმა სამყარომ და ზოგადად ცრუ რელიგიამ ღვთის კეთილგანწყობილება დაკარგა.
-